ეს [შეწყალება] არის ჩემი დისკრეციული უფლება – ჩარევები არ “მოსულა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმულ კითხვაზე. რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე, პრეზიდენტი ასე პასუხობს: “არ ყოფილა, არ არის მოთხოვნა და მე ჰიპოთეტურ კითხვებზე არ ვპასუხობ”. “მიდის საზოგადოების დარწმუნება, …
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცა, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგურები არ არსებობს და არც იქნება
უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცა, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგურები არ არსებობს და არც იქნება. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს, რომელიც აღადგენს უსაფრთხოებას და კონტროლს როგორც უკრაინის ცაზე, ასევე ჩვენს შავ ზღვაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რა შეუძლია. „ამას მოწმობს ჩამოგდებული რუსული …
ნახვა »შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას …
ნახვა »საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს შესთავაზა, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს. პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ …
ნახვა »“ჰამასში” აცხადებენ, რომ ზავის მიღწევა შესაძლებელი 24-48 საათის განმავლობაში, თუ ისრაელი მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს
„ჰამასის“ წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ თუ ისრაელი დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ეს გახსნის გზას შეთანხმების მიღწევისთვის მომდევნო 24-48 საათისგანმავლობაში. „ჰამასის“ მოთხოვნები მოიცავს ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას. გავრცელებული ინფორმაციით, ელჩები აშშ-დან, კატარიდან და „ჰამასიდან“ კაიროში ჩავიდნენ, სადაც მხარეები ცდილობენ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რამადანამდე (მუსლიმთა …
ნახვა »“ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის დამარცხებით ანთიმოზ ივერიელის თასი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს
რაგბის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს. „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის თასი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან 7 ლელო დადო და ანგარიში 43:5 დამთავრდა. რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში შედგება. ფოტო: ირაკლი ტყემალაძე (საქართველოს რაგბის კავშირი)
ნახვა »სასამართლო დარბაზში ადვოკატი ია რეხვიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა
სასამართლო დარბაზში ადვოკატი ია რეხვიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში წერს. „ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიშვილი. ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას. ღრმა …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში, რაშიც მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე
ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში, რაშიც მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მას დღეს დილით შეხვედრა ჰქონდა ზურაბ აზარაშვილთან. „მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს …
ნახვა »საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ იუნორთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ტაიბეიში (ტაივანი) იუნიორთა შორის 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში. 19 მონაწილე წყვილს შორის 179,32 ქულით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ. იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს მეორე ოქროს მედალია, როცა საქართველოს წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ ამ ყველაზე მაღალი სინჯის მედლებით …
ნახვა »მამუკა მდინარაძე – “ქართული ოცნება” მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალურიიდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”
“ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალურიიდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება. მან თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში …
ნახვა »