პოლიტიკა

მსოფლიო

თურქეთში სამი ოპოზიციური პარტია რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს

თურქეთში ოპოზიციური პარტიები რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ მოთხოვნით სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს თურქეთის უმაღლეს საარჩევნო კომისიას. როგორც ისინი აცხადებენ, ერდოღანი უკვე იყო ორჯერ არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად და მესამედ კენჭისყრის უფლება არ აქვს. ოპოზიციონერების თქმით, ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია

მე მსურს სი ძინპინთან საუბარი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი უკრაინაში მიიწვია. „ჩვენ მზად ვართ, ის აქ ვიხილოთ. მე მსურს მასთან საუბარი. მე მქონდა მასთან კონტაქტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, მაგრამ ამ წლის განმავლობაში აღარ მქონია კონტაქტი“, – განაცხადა ზელენსკიმ. ერთი თვის წინ, …

ნახვა »

უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნით, კიევ-პეჩერის ლავრა ბერებმა დღეს უნდა დატოვონ

კიევ-პეჩერის ლავრაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ასობით მორწმუნე შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს. შეკრება უკავშირდება უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, ლავრა ბერებმა დღეს უნდა დატოვონ. უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილ ულტიმატუმს ვადა ეწურება. 30 მარტიდან ლავრაში ქონების კომისიამ უნდა დაიწყოს მუშაობა. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი …

ნახვა »

საფრანგეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება

საფრანგეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება. მედიის ცნობით, ამჯერად, უმსხვილესი პროფკავშირების მოწოდების საფუძველზე ქუჩაში გამოვიდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მასწავლებლები და რკინიგზის თანამშრომლები. მოქალაქეები მოითხოვენ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დამტკიცებული კანონის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე იზრდება. როგორც მედია წერს, რენსა და ლილში ადგილობრივებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს …

ნახვა »

კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს. კიმ ჩენ ინის თქმით, ქვეყანაში ბირთვული იარაღის მარაგი „გეომეტრიული პროგრესიით“ უნდა გაიზარდოს. 27 მარტს კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა ბირთვული იარაღის მიღებას შეიარაღებულ ძალებში და მოისმინა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის ინსტიტუტის მოხსენება ბოლო …

ნახვა »

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. “დონეცკის მიმართულებით, გუშინ, რუსებმა ავდეევკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაზიანდა სასტუმრო და სასამართლოს შენობა. დღის განმავლობაში, კურახოვოში 6-ჯერ გაისროლეს. ერთ დღეში რუსებმა დონეცკის ოლქის 1 მცხოვრები მოკლეს, 2 ადამიანი დაშავებულია”, – თქვა დონეცკის რეგიონული …

ნახვა »

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გერმანიის სატრანსპორტო სისტემის თანამშრომლებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს

გერმანიის სატრანსპორტო სისტემის თანამშრომლებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ გაფიცვაში მონაწილეობენ აეროპორტების, პორტების, რკინიგზის, ავტობუსებისა და მეტროების თანამშრომლები. გაფიცვა ორი უდიდესი პროფკავშირის მიერ არის ორგანიზებული. მზარდი საცხოვრებელი ხარჯების გამო, პროფკავშირები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. „ვერდი“ წარმოადგენს დაახლოებით 2.5 მილიონ თანამშრომელს საჯარო სექტორში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და აეროპორტებში. „რკინიგზისა და …

ნახვა »

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქალაქ თელ-ავივში მთავრობის კანონპროექტი 200 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა. მედიის ინფორმაციით, ბლოკირებული ავტომაგისტრალის გასახსნელად ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. საპროტესტო აქციები ასევე ჩატარდა იერუსალიმში, ჰაიფასა და ბერშევაში. პროტესტის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციებში, საერთო ჯამში, 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციები, რომლებიც უკვე მე-11 კვირაა, ტარდება, ეწინააღმდეგება მემარჯვენე …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – დასავლეთი იწყებს მეორე მსოფლიო ომის გერმანულ-იტალიურ-იაპონური ღერძის მსგავსი ახალი სამხედრო ბლოკის შექმნას

დასავლეთი იწყებს მეორე მსოფლიო ომის გერმანულ-იტალიურ-იაპონური ღერძის მსგავსი ახალი სამხედრო ბლოკის შექმნას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს ნატო შეთანხმდა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან: ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, სამხრეთ კორეასთან და სხვებთან ურთიერთობების განვითარების განზრახვაზე. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი …

ნახვა »

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ხელახლა გასახანგრძლივებლად მისი პოზიტიური დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას მოლაპარაკებების გზით. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია