პოლიტიკა

მსოფლიო

აშშ-ში „სილიკონ ველი ბანკი“ გაკოტრდა

აშშ-ში „სილიკონ ველი ბანკი“ გაკოტრდა. ეს არის ყველაზე დიდი ბანკი აშშ-ში, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გაკოტრდა. აშშ-ის სიდიდით მე-16 ბანკი მას შემდეგ გაკოტრდა, რაც მეანაბრეებმა – ძირითადად ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა და სარისკო კაპიტალით მხარდაჭერილმა კომპანიებმა გასულ კვირაში ბანკიდან ფული საჩქაროდ გაიტანეს. ბანკის ბოლო მცდელობები ახალი თანხების მოპოვებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. …

ნახვა »

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, არიან დაღუპულები

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია ხუთი ადამიანი. თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მათ ნავში მყოფი 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, საბერძნეთის ცნობით კი, კიდევ ხუთი მიგრანტი იმავე ნავიდან ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს. თურქული მხარის ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის არის ერთი ბავშვი. მიგრანტები ამბობენ, რომ ნავში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად თურქეთის და …

ნახვა »

ბრიტანული დაზვერვა: „ვაგნერის“ მებრძოლებს ბახმუტის რაიონში საგრძნობი წინსვლა აქვთ

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილის დიდი ნაწილი დაიკავეს, ახლა კი ფრონტის ხაზი ქალაქის ცენტრში, მდინარე ბახმუტკაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს ისევ აკონტროლებენ. „უკრაინელ სამხედროებს ქალაქის დასავლეთ …

ნახვა »

ზელენსკიმ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიული პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ამოქმედდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული 120 ფიზიკური და 287 იურიდიული პირის მიმართ სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენების შესახებ. მანამდე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გაითვალისწინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უსაფრთხოების სამსახურის წინადადებები და სანქციები დაუწესა 120 …

ნახვა »

დიდი ბრიტანეთი ოლიმპიადის სპონსორებს მოუწოდეს, ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო კომიტეტზე, რათა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან პარიზში დაგეგმილ თამაშებზე

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ოლიმპიადის უმსხვილეს სპონსორებს მოწოდებით მიმართავს, ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, რათა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან მომავალ წელს პარიზში დაგეგმილ თამაშებზე. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, იანვარში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის კრიტიკის ობიექტი გახდა, მას შემდეგ, რაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს შესთავაზა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა ნეიტრალური სტატუსით. აღსანიშნავია, …

ნახვა »

„როიტერი“ – ქვეყნის არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის ცნობების ფონზე, კანადის მთავრობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად მუშაობას იწყებს

ქვეყნის არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის ცნობების ფონზე, კანადის მთავრობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად მუშაობას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს მე ვაცხადებ კონსულტაციების დასაწყებად, რათა განისაზღვროს, როგორ შევქმნათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახალი რეესტრი კანადაში“, – განუცხადა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, მარკო მენდიჩინომ …

ნახვა »

ლუკაშენკომ ბელარუსში სიკვდილით დასჯა აღადგინა

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის „ბელტას“ ცნობით, ქვეყნის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღადგინა ღალატის მუხლით გასამართლებული ჩინოვნიკებისთვის კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია, რომლებიც მიზნად ისახავენ ე.წ. „ექსტრემისტული (ტერორისტული) და ანტისახელმწიფოებრივი ორიენტაციის დანაშაულების“ წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას 6 მარტს მინსკში სასამართლომ დაუსწრებლად 15 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, …

ნახვა »

რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. მათ კი, ვინც საქართველოშია, ურჩევენ თბილისსა და ბათუმის ისტორიულ ცენტრებს მოერიდონ. „რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. თუ უკვე ქვეყანაში იმყოფებით, გირჩევთ თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კონკრეტულად ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს“ – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ნახვა »

ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს

ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით სი ძინპინი აირჩია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სი ძინპინი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი ეროვნული სახალხო კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ელექტრონული დათვლა კი 15 წუთში დასრულდა. სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე 5-წლიანი ვადით აირჩიეს.

ნახვა »

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამართული მორიგი აქცია შეტაკებით დასრულდა

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამართული მორიგი აქცია შეტაკებით დასრულდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თელ ავივში დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის ბარიკადების გარღვევა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. დააკავეს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი. სხვადასხვა ცნობებით, აქციაში 160 000 ადამიანი მონაწილეობდა. მიტინგი გაიმართა იერუსალიმშიც, სადაც აქტივისტები ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, ისრაელი კონსტიტუციური და სოციალური …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია