პოლიტიკა

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საკრებულოს დეპუტატი დააკავა, რომელიც რუსეთის დაზვერვაში მუშაობდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა „ოპოზიციური პლატფორმა -სიცოცხლის“ წევრი დააკავა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის დაზვერვაში მუშაობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სევერსკის საკრებულოს დეპუტატი რაშისტების თანამონაწილე აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბრიდან ის აგროვებდა ინფორმაციას ბახმუტის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების განლაგების შესახებ. მათივე ცნობით, …

ნახვა »

ხერსონში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

ხერსონში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება.  როგორც ხერსონის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა, რუსული ძალების იერიშების სამიზნე იყო საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური, ფოსტა, ბანკი და საცხოვრებელი კორპუსები. „დაშავებულთა შორის იყო მედდა, რომელიც მუშაობდა რეგიონულ საავადმყოფოში, როდესაც მას თავს დაესხნენ”, – აღნიშნა ხერსონის …

ნახვა »

პაკისტანში სატრანსპორტო ავარიის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ პაკისტანში სატრანსპორტო ავარიის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების განცხადებით, 41 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ავტობუსი სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ პროვინციაში ხევში ჩავარდა, ხოლო მინიმუმ 10 სტუდენტი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში ნავით ავარიის შედეგად. როგორც ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა,  ცხრა ადამიანი კვლავ წყალში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და სამაშველო ოპერაცია …

ნახვა »

უკრაინა დრონების შესყიდვების გაზრდას გეგმავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 2023 წელს შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვას გაზრდის. ამის შესახებ Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში გაერთიანებული ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა სერჰი ნაიევმა თავდაცვის მაღლჩინოსნების, გენერალური შტაბის, ეროვნული უპილოტო საფრენი აპარატების დიზაინერებისა და მწარმოებლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგოც ნაიევმა აღნიშნა, უკრაინის არმიის საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, 2023 წელს ამ მიზნით …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინას ევროკავშირისგან უპირობო მხარდაჭერა აქვს და მან რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა გაიმარჯვოს. „ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე. უკრაინა იბრძვის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, იბრძვის საერთაშორისო სამართლისთვის და დემოკრატიის პრინციპებისთვის და ამიტომაც უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, …

ნახვა »

პისტორიუსის თქმით, Leopard 2-ის ტანკები უკრაინაში მარტის ბოლოს ჩავა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ უკრაინა Leopard 2-ის საბრძოლო ტანკებს მარტის ბოლოსთვის მიიღებს. “ჩვენს Leopard-ებს არა უგვიანეს მარტის ბოლოსთვის მივაწვდით”, – თქვა პისტორიუსმა პრესკონფერენციაზე, როდესაც გერმანიის საწვრთნელ ბაზებს სტუმრობდა. “ეს ძალიან გვიანი არაა”, – განმარტა პისტორიუსმა. 25 იანვარს გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უკრაინას მის მიერ წარმოებული Leopard 2-ის ტანკების 14 …

ნახვა »

დიმიტრი პესკოვი – უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს

უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ევროპული დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინაში შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა, არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ნატო-ს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობას. ჩვენ ამას კატეგორიულად არ …

ნახვა »

ავსტრალიელმა მამამ შვილების გადარჩენისას ორივე ფეხი დაკარგა

ავსტრალიელმა მამამ შვილების გადარჩენისას ორივე ფეხი დაკარგა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, დეივ მილნი ოჯახთან ერთად სათხილამურო კურორტზე ისვენებდა, როდესაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.  ოჯახი სათხილამურო გაკვეთილებზე მიდიოდა, როდესაც მათ თოვლის საწმენდი მანქანა დაეჯახა. მამა შვილებს გადაეფარა და ასე გადაარჩინა, თუმცა თავად საწმენდი მანქანის ქვეშ აღმოჩნდა.  მაშველებმა პატარა გოგონა მალევე გადაიყვანეს …

ნახვა »

ბანგლანდეშში ბიჭი დახუჭობანას თამაშობდა და სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა

ბანგლანდეშში ბიჭი დახუჭობანას თამაშობდა და სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  17 იანვარს, მალაიზიაში, ქალაქ პორტ-კლანგში პორტის თანამშრომლებმა ბანგლადეშიდან შემოსული გემიდან ტვირთის ჩამოღებისას ერთ-ერთ კონტეინერში გამოფიტული ბავშვი აღმოაჩინეს. მათ იფიქრეს, რომ ბიჭი მოტაცებულია და პოლიცია გამოიძახეს.  ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ბიჭი ბანგლადეშში, ქალაქ ჩიტაონგში ცხოვრობს. მეგობრებთან დახუჭობანას თამაშის დროს …

ნახვა »

ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურამ აქ მინუს 34 გრადუსი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცივი ზამთარია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც, „თალიბანის“ მმართველობის პირობებში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება გათბობაზე, ქვანახშირზე, ღუმელსა და თბილ ტანსაცმელზე.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია