უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით, უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 50 სამხედრო დაიბრუნა. “დღეს 50 უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნება მოვახერხეთ რუსული ტყვეობიდან. მათ შორისაა, 20 ეროვნული გვარდიელი, 12 – სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლი, 10 უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი, 10 მესაზღვრე და 2 ტერიტორიული დაცვის წევრი”, – წერს ერმაკი “ტელეგრამის” პირად …
ნახვა »ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარების შესახებ
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ, – ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მათივე ინფორმაციით, პარლამენტმა გადაწყვეტილება 531 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, 34-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. „წინადადების თანახმად, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან …
ნახვა »ლუკაშენკო – ყველაფერი უკრაინის ხელშია – თუ მათ არ სურთ სიკვდილი, კონფლიქტი უნდა შეწყვიტონ
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. “ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მეტიც, დიდი რაოდენობით ადამიანების, ეს უნდა შეწყვიტონ, რადგან შემდგომში უკრაინის სრული განადგურება იქნება”, – განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, უკრაინა შეიძლება არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, არამედ მთლიანად …
ნახვა »ავღანეთში, თორმეტი ადამიანი საფეხბურთო სტადიონზე, ათასობით მაყურებლის წინაშე გაამათრახეს, მათ შორის სამი ქალია
ავღანეთში, თორმეტი ადამიანი საფეხბურთო სტადიონზე, ათასობით მაყურებლის წინაშე გაამათრახეს, მათ შორის სამი ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მოძრაობა „თალიბანმა“ „ბიბისის“ განუმარტა, ისინი მრუშობის, ქურდობისა და ჰომოსექსუალური კავშირებისთვის დასაჯეს. „თალიბანის“ პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საჯაროდ დასჯის შემდეგ სამივე ქალი გაათავისუფლეს, მამაკაცებიდან კი ნაწილი დააპატიმრეს.
ნახვა »უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს
უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის მხარდაჭერის წილი გადაიხადოს, მაგრამ ურჩევნია, ეს გადახდა ორმხრივ საფუძველზე განახორციელოს და არა ევროკავშირის ერთობლივი …
ნახვა »რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანი „შიველუჩი” ამოიფრქვა
როგორც რუსული გამოცემა „იზვესტია” იუწყება, რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანი „შიველუჩი” ამოიფრქვა. გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 20 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ვულკანის ძლიერი ამოფრქვევა მოხდებოდა, რაზეც მეცნიერები საუბრობდნენ. „შიველუჩი” კამჩატკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანია. მასთან უახლოესი დასახლებული პუნქტი კლიუჩი 50 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ხოლო ქალაქი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი 450 კილომეტრის მანძილზე.
ნახვა »ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა
ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ძალებისა და მათი მარიონეტების მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები წარმოადგენს ტერორისტულ აქტებს და სამხედრო დანაშაულს. ევროპარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები აღიარებენ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც „ტერორიზმის საშუალებებს იყენებს“. …
ნახვა »რუსულმა ძალებმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე საჰაერო იერიში მიიტანეს
უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა. აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს. უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, კიევში კი, წყლის მიწოდება შეწყდა. როგორც ცნობილია, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ერთდროულად ცხრა ერთეული „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი გაუშვა. …
ნახვა »რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ის მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ. როგორც სომხური მედია იუწყება, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა დღეს ОДКБ-ს სამიტის ფარგლებში …
ნახვა »ბორის ჯონსონის თქმით, საფრანგეთს არ სჯეროდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივის, გერმანია კი, თავდაპირველად, უკრაინის სწრაფ სამხედრო დამარცხებას ემხრობოდა
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი CNN Portugal-თან ინტერვიუში იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდათ ევროპული ქვეყნების ლიდერებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივაზე. ბორის ჯონსონის თქმით, სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ევროპული ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და დღემდე უდიდეს დახმარებას უწევენ, თუმცა 24 თებერვლამდე ამ თემისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი იყო. „ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ამ შესაძლებლობებს,“ …
ნახვა »