უკრაინის უმაღლესი რადა G20-ს რუსეთის გარიცხვისკენ მოუწოდებს . ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ოთხშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე აღნიშნული N8203 დადგენილების პროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 310-მა ეროვნულმა დეპუტატმა. ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტად უმაღლესი რადა რუსეთის მიერ უკრაინის მოსახლეობის მიზანმიმართულად განადგურებას ასახელებს, …
ნახვა »ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. რეზოლუციას მხარი 129 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 14 დეპუტატი იყო. როგორც მედია წერს, ჩეხმა კანონმდებლებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რაც აშკარა მცდელობაა „პოლიტიკურ მიზნებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების გზით მიაღწიოს და შეესაბამება ტერორისტულ მეთოდებს“. …
ნახვა »დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც BBC წერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწეებმა ოფიციალური განაცხადი მაშინ შეიტანეს, როდესაც თავად ტრამპი ფლორიდაში, მის რეზიდენციასთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა. „ამერიკის დაბრუნდება ზუსტად ახლა იწყება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებს 2017-დან 2021 წლამდე მართავდა. 2020 …
ნახვა »პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა The Associated Press ავრცელებს. როგორც ცნობილია, აქამდე პოლონური რადიოსადგურის Radio Zet-ის კორესპონდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რაკეტა დაეცა მარცვლეულის საშრობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე …
ნახვა »საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების აზრით, არც ისე რთულია „კრემლის რუპორების“ განსასჯელთა სკამზე დასმა
რუსული ტელევიზიების „ვარსკვლავები“ და ცნობილი პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი, ვლადიმირ სოლოვიოვი, დმიტრი კისელიოვი, ოლგა სკაბეევა და სხვები, რეგულარულად მოუწოდებენ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებებს, გაანადგურონ უკრაინელი „ნაციკები“ და მიწასთან გაასწორონ უკრაინის დასახლებული პუნქტები. მართალია, ძალადობის შემცველი სიტყვებისა და მკვლელობისკენ მოწოდების გამო გასამართლება ბევრად უფრო რთულია, …
ნახვა »უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოსახლეობას რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ. გაფრთხილებას ავრცელებენ კრივი რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვილკული, ასევე, როგორც მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი და ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი – “მასიური სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა. …
ნახვა »ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი საკუთარ პოლიტიკას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ააგებს
რუსეთი მომავალში თავის პოლიტიკას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ააგებს, ამას დღეს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ფაქტები, ისტორიული ფაქტები გახდეს მილიონობით ადამიანის საკუთრება, რათა სწორედ მათზე დავაფუძნოთ ჩვენი დღევანდელი ქცევა და ავაშენოთ ჩვენი მომავლის პოლიტიკა. ამას სერიოზული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის …
ნახვა »რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 100 კანადელს, მათ შორის მსახიობ ჯიმ კერის რუსეთში შესვლა აეკრძალა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 100 კანადელს, მათ შორის მსახიობ ჯიმ კერის და მწერალ მარგარეტ ეტვუდს, რუსეთში შესვლა აეკრძალათ. როგორც ცნობილია, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ალბერტას პროვინციის პრემიერი დანიელე სმიტი, კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის CBC-ის ჟურნალისტები და კანადა-უკრაინის ფონდის რამდენიმე წევრი. რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კანადამ …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ხერსონს ეწვია
მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლადგათავისუფლებულ ქალაქ ხერსონს ეწვია. მან ხერსონში უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა. „ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატო-სა და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის.
ნახვა »სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ თურქეთი არ მიიღებს აშშ-ის სამძიმარს კვირას სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ თურქეთი არ მიიღებს აშშ-ის სამძიმარს კვირას სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო. როგორც ვიცით, ოფიციალური ანკარა წარსულში აშშ-ს ჩრდილოეთ სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის იარაღის მიწოდებასა და მათ წვრთნაში ადანაშაულებდა. თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის …
ნახვა »