პოლიტიკა

ყველა სიახლე

მოსკოვიდან ავიაბილეთები თბილისკენ და სხვადასხვა მიმართულებით, სრულად გაყიდულია

გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, მოსკოვიდან ფრენებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თბილისისკენ, ავიაბილეთები სრულად გაყიდულია. გამოცემის მიხედვით, მოსკოვთან ვაგნერის ძალების მიახლოების ფონზე ბილეთები მოსკოვიდან თბილისის, ასტანას და სტამბულისმიმართულებით პირდაპირ ფრენებზე ხელმისაწვდომი აღარაა. “ჩვენი კოლეგამ ალექსანდრ ჩერნიშევი დააკვირდა საჰაერო ფრენებზე ბილეთების დინამიკას და აღმოაჩინა, რომ: პირდაპირ დამაკავშირებელი ფრენები მოსკოვიდან თბილისისკენ, ასტანასა და …

ნახვა »

შსს-ში აცხადებენ, რომ სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალზე” არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის. „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალზე” არსებული მდგომარეობის შესახებ. …

ნახვა »

რამზან კადიროვი – ეს სამხედრო ამბოხია და უნდა ჩავახშოთ, თუ ამისთვის აუცილებელია მკაცრი ზომები, ჩვენ მზად ვართ!

ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი პირველად გამოეხმაურა ევგენი პრიგოჟინის ამბოხს და ვლადიმირ პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადა. რამზან კადიროვის განცხადებით, მათი მებრძოლები უკვე გავიდნენ დაძაბულ ზონაში. “ყველაფერი რაც ხდება ეს არის დანის ჩაცემა პრეზიდენტის ზურგში და ნამდვილი სამხედრო ამბოხი. და ის უნდა ჩავახშოთ, თუ ამისთვის აუცილებელია მკაცრი ზომები, ჩვენ მზად ვართ”,- წერს კადიროვი

ნახვა »

ევგენი პრიგოჟინი – ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000

ევგენი პრიგოჟინი „Telegram“-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აცხადებს, რომ რუსი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედებებში, „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ყველა წევრი “მზადაა სიკვდილისთვის“, – ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. „ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000”, – თქვა მან აუდიო შეტყობინებაში და აღნოშნა, რომ ეს “რუსი ხალხისთვის” ხდება. გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – ვინც შეგნებულად მოღალატეობის გზას დაადგა, კანონის და ხალხის წინაშე პასუხს აგებს!

რუსეთის ჯარმა უკვე მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ სიტუაცია დონის როსტოვში მძიმე რჩება. რუსეთის ჯარს აქვს საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ. „ვინც შეგნებულად მოღალატეობის გზას დაადგა, კანონის და ხალხის წინაშე …

ნახვა »

“ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” ბანაკები დაბომბეს

“ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” ბანაკები დაბომბეს. განცხადება “ტელეგრამში” თავად პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა. „ისინი, ვინც კერძო სამხედრო კომპანიის [“ვაგნერის”] ბანაკებზე დარტყმა მიიტანა, დაისჯებიან”. ამ დარტყმებში პრიგოჟინი კი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. „ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სიმშვიდის …

ნახვა »

ბადრი ესებუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ სცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა. “განაჩენს არ ვეთანხმები”, – განაცხადა ბადრი ესებუამ სასამართლო დარბაზის დატოვების დროს. ბრალდების მხარე ბადრი ესებუას მიმართ წარდგენილი მუხლებით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი და მაქსიმალური სასჯელის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის …

ნახვა »

პრეზიდენტმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. „საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას მის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილი – ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ

ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე. მისთვის ნიკა გვარამიას მიერ მისი ხსენება სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებიდან პირველსავე წუთებში, ძალიან დასაფასებელია. „ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ. ალბათ, ერთადერთი ბედნიერი დღე …

ნახვა »

ჰელსინკის კომისია – მადლობა საქართველოს პრეზიდენტს გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის

მადლობა საქართველოს პრეზიდენტს გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის, – ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისია ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას. „დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დევნილი და უსამართლოდ დაპატიმრებული იყო. მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის“, – წერია …

ნახვა »

„ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია,  რომ კომპანია მზადაა ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გარკვეული პირობით მართვაში გადასცეს. “ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა. კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, …

ნახვა »

“მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტს” – ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა “მთა­ვა­რი არ­ხის” გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ, სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. გვა­რა­მი­ას ნო­მერ მე-12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­უღ­ლე, შვი­ლი, კო­ლე­გე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი დახ­ვდნენ. გვა­რა­მი­ას თქმით, პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოულოდნელი იყო და ამის­თვის მზად არ იყო. “პირ­ველ რიგ­ში გა­მარ­ჯო­ბა, მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას, ძა­ლი­ან მი­ხა­რია თქვე­ნი ნახ­ვა! და­ვი­წყებ იმით რაც მკი­თხეთ, პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა …

ნახვა »

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაცვლილია

აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა და კომპანია OceanGate-მა დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაცვლილია. პრესკონფერენციაზე რიერადმირალმა ჯონ მოგერმა თქვა, რომ ოკეანის ფსკერზე,  ტიტანიკის ნარჩენებიდან, დაახლოებით, 488 მეტრის მოშორებით წყალქვეშა ხომალდის ხუთი მოზრდილი ნაწილი დააფიქსირეს. კატასტროფა, რომელმაც ტიტანი და მისი მგზავრები შეიწირა, ხომალდს შიგნით …

ნახვა »

ბულგარეთის და თურქეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 150-მდე დელფინი გამორიყა

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ბულგარეთის და თურქეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 150-მდე დელფინი გამორიყა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ანდრეი ერმაკი გამოეხმაურა ფაქტს და განაცხადა, რომ ეკოციდისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. მისივე თქმით, დატბორილ ტერიტორიაზე დაახლოებით 20 000 გარეული ცხოველი ბინადრობდა. „დაახლოებით 150 ტონა ზეთი ტრიალებს დნესტრის გასწვრივ. ის შეიძლება ხმელთაშუა ზღვაში …

ნახვა »

2 ივლისიდან Cyprus Airways-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს. მათივე ცნობით, კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways-ი ლარნაკა-თბილისი-ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. “ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 ივლისიდან შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას. Cyprus Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია