პოლიტიკა

მსოფლიო

მაროკოში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 330 ადამიანი. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ცდილობენ ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას. სავარაუდოდ, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა …

ნახვა »

ნატო სოლიდარობას უცხადებს რუმინეთს, რომლის ტერიტორიაზეც, სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა

ნატო სოლიდარობას უცხადებს რუმინეთს, რომლის ტერიტორიაზეც, სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა. „რუმინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს სავარაუდოდ დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მოკავშირეებმა მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს რუმინეთს. სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ და მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს მოკავშირე რუმინეთთან“, – განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა, დილან უაითმა. ნატო-ს წევრმა რუმინეთმა, თავდაპირველად უარყო …

ნახვა »

ემანუელ მაკრონი – ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა თქმით, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოზე და ევროკავშირის კანდიდატურაზე ისაუბრა. „დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ასევე მინდა ჩემი …

ნახვა »

ევგენი პრიგოჟინის კუთვნილ თვითმფრინავს ორი რაკეტა მოხვდა და ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი გარდაიცვალა

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილ თვითმფრინავს ორი რაკეტა მოხვდა და ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი გარდაიცვალა. თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა, “ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. რუსული მედია ასევე წერს, რომ ბორტზე პრიგოჟინის მოადგილე, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდა. რუსეთის ავიაციის სააგენტო ადასტურებს, რომ ბორტზე მყოფი მგზავრების სიაში პრიგოჟინის გვარიც იყო. მომხდართან …

ნახვა »

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა. „ოპერაციაში კოდური სახელით RENGAW გადავწყვიტე სამხედრო ოპერატიული დაჯგუფება შემექმნა. ჯარისკაცების ამოცანა იქნება პოლონური არმიის მომზადება აქ, საველე პირობებში, პოდლიასკის სავოევოდოში და ასევე დახმარება, თუ პოლონურ-ბელარუსულ საზღვარზე ვითარება გაუარესდება,” – განაცხადა ბლაშჩაკმა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის აღმოსავლეთს 12 …

ნახვა »

დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენა. ტრამპს ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორისაა: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის, მოწმეების მოსყიდვა და შეთქმულება ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. ექსპრეზიდენტი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ხუთშაბათს არის დაბარებული. გამოძიება ძირითადად აქცენტირებყლი იყო დონალდ …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს არ სურს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, მოსკოვი ამისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, მოსკოვი ამისთვის მზაა. მისი თქმით, რუსეთი “მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის”, თუმცა ეს არავის სურს. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით შეერთებული შტატების ინიციატივით სპეციალური მექანიზმი შეიქმნა. „გარკვეული უწყებების ხელმძღვანელები უშუალოდ ურთიერთობენ …

ნახვა »

რუსული მედიის ინფორმაციით, ღამით, უკრაინამ მოსკოვში დრონებით შეტევა განახორციელა

რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ღამით, უკრაინამ მოსკოვში დრონებით შეტევა განახორციელა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. შემდეგ, რუსეთის თავდაცვის …

ნახვა »

2024 წლის არჩევნებზე პუტინს რეკორდული 80%-ის აღება სურს

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზა” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 2024 წლის არჩევნებზე პუტინს რეკორდული 80%-ის აღება სურს. ასეთი შედეგის მისაღწევად იგეგმება: “პრეზიდენტის ნამდვილი მხარდამჭერების მობილიზაციით, ადმინისტრაციული და კორპორატიული მობილიზაციით, ელექტრონული ხმის მიცემით.” წყაროს ინფორმაციი, ამისთვის “პოზიტიურ ფონად” ფორუმ-გამოფენა “რუსეთი” უნდა იყოს, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაიხსნება და “ბოლო …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს მარცვლეულის გარიგების დაბლოკვით

ვლადიმერ პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს მარცვლეულის გარიგების დაბლოკვით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრაზილიურ „გლობალ ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს საერთაშორისო კანონს და აყენებს მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე, რათა თავისი მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს. უკრაინის პრეზიდენტის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია