კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტში ონლაინ ფორმატით მონაწილეობა არ იგეგმება. როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ გაემგზავროს ინდონეზიაში სამიტში მონაწილეობის მისაღებად, განპირობებულია მისი განრიგით და რუსეთში ყოფნის აუცილებლობით. ”ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია მის განრიგთან, მისი რუსეთის ფედერაციაში ყოფნის აუცილებლობასთან”, – განაცხადა …
ნახვა »ხერსონის რეგიონის გათავისუფლება გრძელდება
ხერსონის რეგიონის გათავისუფლება გრძელდება. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები სწრაფად მოძრაობდნენ წინ ხერსონის რაიონში, რადგან რუსული ძალები დნეპრის გაღმა უკან დახევას ცდილობენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ათობით დასახლება გათავისუფლდა, პირველ რიგში, სნიგირევკა, ოკუპანტების დასაყრდენი, ქალაქ ხერსონის ჩრდილოეთით ბოლო 8 თვის განმავლობაში.
ნახვა »ევროპარლამენტმა ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა. როგორც ცნობილია, ქვეყნის მიერ შენგენის ზონაში შესასვლელი პირობების შესრულების შესახებ ანგარიშს 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 53 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 25-მა თავი შეიკავა. “შენგენის ზონაში შესასვლელად ხორვატიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე სრული შეფასება გაიარა. მან შენგენის კანონმდებლობის 8 განყოფილებაში 281 …
ნახვა »საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულს ანგარიშში ასახავს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც საუბარია რუსების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ინფორმაცია მათ იძულებით გადაადგილებასა და დეპორტაციას უკავშირდება. უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, იკვეთება ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ნიშნები, რომლებზე რეაგირებასაც ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სთხოვს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის …
ნახვა »რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ცოტა ხნის წინ ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა
როგორც ცნობილია, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ცოტა ხნის წინ ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. მანამდე, რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურმა მოხსენება წარადგინა, რომელშიც ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობდა. სუროვიკინმა ხერსონიდან ჯარების გაყვანის მოტივად ის დაასახელა, რომ სამხედროების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება ვერ ხდება. სად არის ხერსონი და რატომ არის …
ნახვა »იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მომდევნო სამიტი ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განცხადა, ალიანსის შემდეგი სამიტი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება. „ცივი ომის შემდეგ, ჩვენ ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ. ვილნიუსში შეხვედრა შესაძლებლობა იქნება მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისთვის, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. …
ნახვა »აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება …
ნახვა »ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი კიევში მესამედ ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი დაუტოვა
როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, ოსკაროსანი შონ პენი კიევში მესამედ ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მსახიობმა უკრაინაში ოსკარის ფიგურა ჩაიტანა, როგორც უკრაინის გამარჯვებისა და რწმენის სიმბოლო, რომელიც, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება. “ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინას მესამედ სტუმრობს. ამჯერად ჩვენი …
ნახვა »სი ძინპინის თქმით, ჩინეთი გააძლიერებს სამხედრო წვრთნებსა და მომზადებას ნებისმიერი ტიპის ომისთვის
დღეს, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ჩინეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციების ცენტრს ეწვია, სადაც მეტად საინტერესო განცხადებები გააჟღერა, კერძოდ, სი ძინპინის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ “ერის უსაფრთხოება, სულ უფრო არასტაბილური და გაურკვეველია” ჩინეთი გააძლიერებს სამხედრო წვრთნებსა და მომზადებას ნებისმიერი ტიპის ომისთვის. სი ძინპინმა შეიარაღებული ძალების სარდლობას დაავალა, რომ ჯარი …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს
როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. „რა თქმა უნდა, გარკვეულ ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. მეტის თქმა არ შემიძლია”, – აღნიშნა ნიკიფოროვმა. ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, თუ …
ნახვა »