პოლიტიკა

Blog Layout

წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში $340 000-ის არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში “წითელი ხიდი“ და “თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში 339 957 აშშ დოლარი და 1 470 ლირა გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. “არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი …

ნახვა »

ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ მიერ ინცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა

„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კვლავ შეეხო ამ საკითხს და აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტები აშშ-ის კანონმდებლობისგან განსხვავდება. „შეშფოთებული ვრჩებით „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონპროექტის გამო. კერძოდ იმის გამო, რომ ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმებისა და …

ნახვა »

კანზას სითიში რუსეთის დახმარებისთვის აშშ-ის 2 მოქალაქე დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მეთიუ აქსელროდის განაცხადებით, კანზას სიტიში აშშ-ის ორი მოქალაქე დააკავეს რუსეთის ფედერაციის დახმარებისთვის. ისინი აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევით რუსეთში საავიაციო ტექნოლოგიების გაგზავნაში არიან ბრალდებულები.  Reuters-ი წერს, რომ ამ საქმეზე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი FBI-სა და იუსტიციის სამინისტროს პროკურორებთან თანამშრომლობს. “კირილ ბუიანოვსკის და დუგლას რობერტსონს ბრალად ედებათ აშშ-ის ექსპორტის კანონების …

ნახვა »

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს

აშშ დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ კირბიმ გააკეთა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტში შევა ზალპური ცეცხლის მართვადი რეაქტიული სისტემები, რომელთა სროლაც „ჰაიმარსებით“ არის შესაძლებელი, ასევე საბრძოლო მასალა ქვეითთა სამხედრო მანქანებისთვის და დაჯავშნული ტექნიკა გასაშლელი …

ნახვა »

ამერიკელმა ქალმა საკუთარ დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე, ლატარიაში $1 მილიონი მოიგო

ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მცხოვრებმა ლესლი ჰასტედმა საკუთარ დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე აღმოაჩინა, რომ ჯეკპოტი მოიგო. ამის შესახებ UPI წერს. ქალი ტელევიზორს უყურებდა, საიდანაც გაიგო, რომ მის ქალაქში შეძენილმა ბილეთმა ჯეკპოტი მოიგო. „როდესაც მოვისმინე, რომ გამარჯვებული ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა, ცახცახი დავიწყე“, – იხსენებს ჰასტედი. როგორც აღმოჩნდა, ქალმა 1 მილიონი დოლარი …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ერთი წელი შესრულდა ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადიდან, მწამს, რომ ისტორიული პროცესი მალე დაგვირგვინდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით

ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, მთელი თავისი ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით ევროპული ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი და მისი დიდი კულტურის თანაშემოქმედი, საქართველო საკუთარი დღევანდელობით, მასშტაბური რეფორმებით, განვითარების …

ნახვა »

აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე .   დაკავებულია მინიმუმ 3 ადამიანი. მათ გადაყვანას ადგილზე შეკრებილების პროტესტი მოჰყვა. მათ პოლიციას კვერცხები დაუშინეს.  პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავთა შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილები პარლამენტის შესასვლელისკენ დაიძრნენ. მოქალაქეები აპირებენ სიცრხვილის კორიდორი მოუწყონ დეპუტატებს, ვინც კანონს მხარს უჭერს.

ნახვა »

ხაბეიშვილი – ჩვენ გეგმა გვაქვს ბრძოლა და მოქმედება, არის ფიზიკურად საჭიდაო? ვჭიდაობთ

ჩვენ ფიზიკურად გვიწევს საქართველოს კონსტიტუციის დაცვა, რადგან ჩვენი პროდასავლური კურსი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყება ვერ ხერხდება. სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უნდა განეხილათ. საკომიტეტო სხდომის დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. როგორც ლევან ხაბეიშვილმა …

ნახვა »

ხათუნა სამნიძე ირაკლი ზარქუას: “შენ ხომ გაქვს რეიტინგი, ვაი შენს პატრონს, თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო”

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პუტინისტია ყველა, ვინც ხელი მოაწერა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხათუნა სამნიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს მიმართა, რომ „რაც უნახავს, ეს არის მის მიერ წაყვანილი ყველაზე საშინელი ვითომ სხდომა“. „ამ ვითომ კომიტეტის სხდომაზე გააკეთე ყველაფერი, რათა …

ნახვა »

მორიგი შოუ ოპოზიციისგან – პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრებს მიმართავენ სიტყვებით „პუტინისტებო“, „მონებო“. ისინი პროტესტს მაგიდაზე ხელების დარტყმით გამოხატავენ და სკანდირებენ: „არა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია