პოლიტიკა

ყველა სიახლე

„წითელი ჯვარი“ უკრაინაში მუშაობას დროებით აჩერებს

 „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ პრესსპიკერის განცხადებით,უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე,“წითელი ჯვარი“ უკრაინაში ოპერაციებს აჩერებს მანამ, სანამ  მისიის  განახლება უსაფრთხო  არ გახდება.    ცნობისთვის,დღეს დედაქალაქ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმების სერია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმების შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა, 60 კი – დაშავდა.

ნახვა »

BBC-ის ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში კიევის ცენტრის დაბომბვის დროს. ვიდეო

ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტი ჰუგო ბეჩაგა კიევიდან პირდაპირ ეთერში ახალი ამბებით ერთვებოდა, როდესაც უკრაინის დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მომხდარიდან ერთი საათის შემდეგ, რაც გადამღებმა ჯგუფმა თავშირსაფარს შეაფარა თავი, BBC-მ ჰუგოსთან კონტაქტი აღადგინდა.  

ნახვა »

კრისტინ ლამბრეხტი – გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

  როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი,კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს,გერმანია „IRIS-T SLM“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის.  „განახლებული სარაკეტო თავდასხმა კიევსა და ბევრ სხვა ქალაქზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება, რუსეთის თავდასხმები რაკეტებითა და დრონებით ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას“, – აცხადებს ლამბრეხტი.

ნახვა »

ნეტფლიქსმა უენსდეი ადამსის შესახებ გადაღებული მინისერიალის კიდევ ერთი ტრეილერი გამოუშვა

    ადამსების ოჯახს ეკრანებზე კვლავ ვიხილავთ. 8-ეპიზოდიანი სერიალის პრემიერა 23 ნოემბერს შედგება.სერიალში მთავარ როლს ჯენა ორტეგა ასრულებს. ახალი ტრეილერის მიხედვით, სერიალში ქრისტინა რიჩისაც ვიხილავთ,იგი მერილინ თორნჰილს განასახიერებს.ფილმის რეჟსორი  ტიმ ბარტონია.   შეგახსენებთ,სერიალი, სახელად Wednesday, ცნობილი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე , უენსდეი ადამსზეა. სერიალის სიუჟეტის თანახმად, მორტიშა და გომეს ადამსების შვილი ნევერმორის …

ნახვა »

ჯარედ ლეტოს ახალ ბიოგრაფიულ ფილმში ვიხილავთ

  DW-ს  ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ჯარედ ლეტო ახალ ბიოგრაფიულ ფილმში გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის როლს შეასრულებს.  როგორც ცნობილია,ფილმზე საპროდიუსერო კომპანია Paradox-ი იმუშავებს, რომლის ერთ-ერთი მფლობელი სწორედ ჯარედ ლეტოა.  ცნობისთვის,CHANEL-ის დიზაინერი კარლ ლაგერფელდი 2019 წელს, 85 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

ნახვა »

რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა

  უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით,უკრაინის 8 რეგიონსა და დედაქალაქ კიევში დღეს დილით რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. „დილის 11 საათის მონაცემებით, დაზიანდა 11 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი რვა რეგიონსა და ქალაქ კიევში,” – აცხადებს შმიგალი.

ნახვა »

საქართველოს რკინიგზა 150 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს რკინიგზა 150 წლისაა. ზუსტად 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისისკენ პირველი მატარებელი დაიძრა. მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც თანამშრომლებს სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებს. რკინიგზის 100-ზე მეტ თანამშრომელს 40-მდე ნომინაციაში სხვადასხვა სახის ჯილდო, მათ შორის სიგელები და პრემიები გადაეცემათ.

ნახვა »

პუტინი: ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო. “ეჭვგარეშეა, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით დაგეგმილი და განხორციელებული თავდასხმა იყო”, – თქვა პუტინმა. 8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა.  …

ნახვა »

კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა

წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. კიევის შევჩენკოვსკის რაიონზე თავდასხმის შედეგად, დაახლოებით დილის 8:45 საათისთვის, ექვს მანქანას გაუჩნდა ხანძარი და 15-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი როსტისლავ სმირნოვი. აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.

ნახვა »

„ბარსელონა“ ლიონელ მესის ქანდაკებას აღმართავს

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბი აპირებს ქანდაკების დადგმას არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის საპატივცემულოდ. „ჩვენ „კამპ ნოუს“ ტერიტორიაზე ლეო მესის ქანდაკებას აღვმართავთ. გადაწყვეტილება მიღებულია“, – განაცხადა ლაპორტამ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონა“ განიხილავს მესის კლუბში დაბრუნებას. არგენტინელი ფორვარდი „ბარსელონაში“ 2005-21 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, მან ყველა ტურნირზე 776 მატჩი …

ნახვა »

ვაზიანში სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ საბრძოლო სროლებით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობით სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნითი საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. „41-ე ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერით საბრძოლო სროლები განახორციელა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული თავდაცვითი ოპერაციები შეასრულა. წვრთნებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი …

ნახვა »

10 ოქტომბრიდან ეროვნული ფესტივალის მეორე ტური იწყება

  როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ,ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით 10 ოქტომბრიდან ეროვნული ფესტივალის მეორე ტური იწყება. ჟიური ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით ახალციხეში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში ჩავა.   ცნობისთვის, ყველა ამ ქალაქში და ასევე თბილისში, დაგეგმილია მეორე ტურში გადასული …

ნახვა »

უკრაინული მედია- ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლება გათავისუფლებულია

 მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგინში 7 დასახლება გაათავისუფლეს.როგორც ცნობილია,გათავისუფლებულია ნოვოლუბოვკა, ნევსკოე, გრეკოვკა, ასევე სვატოვსკის რაიონის კოლომიჩის სოფლის თემის სოფლები: ნოვოეგოროვკა, ნადეჟდა, ანდრეევკა, სტელმახოვკა.ამის შესახებ უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის მიერ „ტელეგრამ“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს.  

ნახვა »

ოლენა ზელენსკა-მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს ააშკარავებს

ოლენა ზელენსკა

   ქალაქ ზაპოროჟიეზე განხორციელებული რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად,დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი,რასაც მსხვერპლი მოჰყვა.შემთხვევას უკრაინის პირველი ლედი,ოლენა ზელენსკა „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა,-„რუსული დაბომბვის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი, დაზიანდა ასევე კერძო სახლებიც. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, დაშავდა 50, მათ შორის ბავშვები”, – წერს ოლენა ზელენსკა.    მისივე თქმით,მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს …

ნახვა »

თელავში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

კახეთში, თელავში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 30 წლამდე, ახალგაზრდა ქალი. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. ბრალდებული პოლიციამ 2 ოქტომბერს ამ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავა, პოლიცია ითხოვდა დაპატიმრებას, თუმცა 6 ოქტომბერს მოსამართლე მამუკა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია