Breaking News

ყველა სიახლე

წყალბურთელთა ნაკრების პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გახსნითი მატჩი ბრაზილიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 14:10 დაამარცხა. პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა დეიან სტანოიევიჩის გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. წინასწარ ფავორიტად მიჩნეულმა ქართველებმა ვერც პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს და ვერც – მეორის. დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ – 5:5. მატჩის ბედი მესამე პერიოდში …

Read More »

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, „TV პირველის“ ოპერატორის მიმართ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ქალაქ ბათუმში, „TV პირველის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განაცხადა. „უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის …

Read More »

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9277 ლარი ეღირება, ევრო – 3.0925 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6002 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9340 ლარი ღირდა, ევრო – 3.0913 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.5962 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი …

Read More »

103 მილიონ დოლარად გაყიდული ნობელის მედალი და დახმარება უკრაინელ ბავშვებს

Novaya Gazeta-ს მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა, რომელმაც გასულ წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, ნობელის მედალი 103,5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. თანხას კი გადასცემს UNICEF-ის საერთაშორისო დახმარების ფონდს უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალდნენ. ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ Novaya Gazeta აქტიურად აშუქებდა უკრაინაში რუსი ჯარისკაცების …

Read More »

ნინო ლომჯარია – ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა

საქართველოს სახალხო დამცველი გუშინ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ”ჩემი შთაბეჭდილებები გუშინდელი აქციიდან: 1. კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა; 2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს; 3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე …

Read More »

ვინ არიან ოლიგარქები მმართველი გუნდისთვის?

კეზერაშვილი, ხაზარაძე, სააკაშვილი – სახელისუფლებო გუნდი ოლიგარქებად სწორედ მათ ასახელებს. ”შეგვიძლია დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი დავაკოპიროთ – კეზერაშვილი ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ხაზარაძე – ოთხიდან სამს, სააკაშვილი ცალსახად არის ოლიგარქი” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არც ერთი ფაქტი არ არსებობს იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე …

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადრიდის სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც იენს სტოლტენბერგის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში აქცენტი უნდა გაკეთდეს გლობალურ გამოწვევებზე. „მოგმართავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მოწვევით, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. კონკრეტულად, მინდა გთხოვოთ სახელმწიფოებისა და მთავრობების …

Read More »

VTB ბანკი ქართულ ბაზარს ტოვებს

VTB-ის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა დაადასტურა, რომ სანქციებში მოქცეული რუსული ბანკი ტოვებს ქართულ ბაზარს. „ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად არ ვყიდით [შვილობილ ბანკებს], არსად. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან გავდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა ვითარებაა. ხოლო აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ჩვენ ვრჩებით და ხელს ვუწყობთ ეროვნულ …

Read More »

ოპოზიცია ქვეყნის მთავარ პრობლემად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს

პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში და ქვეყნის მთავარ პრობლემად დასახელებული ბიძინა ივანიშვილი. გთავაზობთ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს: ”მინდა დავასახელო ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია და ამ პრობლემის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი!” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ …

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი კატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა განიხილეს, კერძოდ, საქართველოს კატარის სახელმწიფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რაც ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში …

Read More »

სალომე სამადაშვილი – “ქართული ოცნების” ადგილას ძალიან შეშინებული ვიქნებოდი

პარტია ”ლელოს” ერთერთი ლიდერი ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას უნდა ეშინოდეს. სალომე სამადაშვილი ამის მიზეზს განამრტავს. მისი თქმით, ”ასი ათასზე მეტი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, რადგან მობეზრდა “ქართული ოცნების” ტყუილების სამყაროში ცხოვრება, ამ ხალხმა იცის წერა- კითხვა, მათ შორის უცხო ენებზე და წაიკითხა, რა თქვა ევროკავშირმა.” მისი თქმით, თბილისსა და საქართველოს სხვა …

Read More »

სააკაშვილის ახალი ინიციატივა და გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში

პატიმარი ექსპრეზიდენტის ახალი ინიციატივა – ტექნიკური მთავრობის შექმნა და პერმანენტული აქციები. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც მისივე განმარტებით, ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს. ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის პოზიციას იზიარებს და ეთანხმება, რომ ერთდღიანი პროტესტი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს …

Read More »

”შინ ევროპისკენ” – პოლიტიკური შეფასებები

”შინ ევროპისკენ” – დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამართულ აქციას აფასებენ ოპოზიციონერები და მმართველი გუნდის წევრები. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ფიქრობს, რომ 20 ივნისს გამართულ აქციაზე ხალხმა თავისი ნება ნათლად აჩვენა და ამისთვის მათ მადლობას უხდის. ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ლიდერ გია ბარამიძეს კი, აქციაზე მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ხსენება დააკლდა.  ბარამიძე სოციალურ …

Read More »

რუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი

როგორც უკრაინის ვიპე-პრემიერი ირინა ვერეშუკი იტყობინება, რუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი. “1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ციხეებშია. ისინი არიან როსტოვსა და კურსკში. ისინი საპყრობილეში არიან, როგორც ომის ტყვეები, თუმცა ომის ტყვეები არ უნდა იყვნენ, ისინი უნდა გათავისუფლდნენ”, – განაცხადა ვერეშუკმა.

Read More »

დავით სერგეენკო – გუშინდელი სახალხო შეკრება იყო კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპის გზა აქვს არჩეული და აქედან არ გადაუხვევს

გუშინდელი სახალხო შეკრება იყო კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპის გზა აქვს არჩეული და ამ გზიდან არ გადაუხვევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. „პოლიტიკურ შემადგენელს რაც შეეხება, ალბათ რაღაც პოლიტიკური ნაწილი არსებობდა, რომელიც უმცირესი იყო. დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა თავისი …

Read More »
ჩანთების ონლაინ მაღაზია