პოლიტიკა

ყველა სიახლე

სატრანსპორო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება

20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში,  პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა  ხალხმრავალ …

ნახვა »

კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას

ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს შეკრებაში, რომელიც დღეს, ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიამრთა.

ნახვა »

საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს. უწყების ცნობით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. „მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის …

ნახვა »

რუმინეთის პრეზიდენტი – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მიენიჭოთ

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუმინეთის პოზიცია არის ის, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიენიჭოს. „ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს რაც შეიძლება მალე, ეს არის სწორი გადაწყვეტა მორალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით“ – აღნიშნა იოჰანისმა. ამის შესახებ interpressnews.ge …

ნახვა »

ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი – ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს ევროპული გზა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ფინეთის პრემიერ-მინისტრს სანა მარინსა და ევროპულ საქმეთა მინისტრ ტიტი ტუპურაინენს ხვდებიან. ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ტიტი ტუპურაინენმა აღნიშნა, რომ აფასებენ საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს ევროპული გზა. „მოხარული ვართ, ფინეთში ვუმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტის სპიკერს. ძალიან სასიამოვნოა მასთან მოლაპარაკებების გამართვა ევროპაში არსებულ ამჟამინდელ სიტუაციაზე. ჩვენ ვაფასებთ …

ნახვა »

პოლიციამ ჯგუფურად გამოძალვისა და ძალადობის საქმეზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქე ე.ბ.-ს, ძალადობის გამოყენების მუქარით, 4000 ლარი მოსთხოვეს. გ.ბ. და თ.ღ. კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის დიდი კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის დიდი კომიტეტის თავმჯდომარეს, სატუ ჰასის და კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა და ყურადღება ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე გაამახვილა. სატუ ჰასიმ …

ნახვა »

მიხეილ დაუშვილი – არც ერთ აქციაში არ ვაპირებთ მონაწილეობას

ევროკავშირის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად გასანზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ მომავალს, ამ დროს მთავარი საკითხი უნდა იყოს, „ოცნებამ“ დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც არის მთავარი გზა ევროინტეგრაციისთვის და არა ის, როდის გამოვხატავთ პოზიციას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტია ”საქართველოსთვის” არ მიიღებს მონაწილეობას არც ერთ …

ნახვა »

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეეცადოს ომის დასრულებას

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეეცადოს ომის დასრულებას. აღნიშნულის შესახებ ემანუელ მაკრონმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა.  „უკრაინას ვუსურვებ, რომ გაიმარჯვოს და შეწყდეს საომარი მოქმედებები.  უკრაინის პრეზიდენტს და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან და ჩვენ, ევროპელები ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან უსაფრთხოების განარტიების შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილები ჩვენს …

ნახვა »

ვახტანგ მეგრელიშვილი: აქციაზე წავალთ 18-ში, გადასარევი შუაშისტური რიცხვია

vaxo megrelishvili

”გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. ”ჩვენ 18-ში დავაანონსეთ აქცია, რომელზე მოსული ადამიანებიც შეგვიძლია, მივაწეროთ, როგორც 16-ში აქციას, ისე 20-ში აქციას. აქედან გამომდინარე ჩვენ წავალთ აქციაზე 18-ში და ჩაგვთვალეთ, როგორც 16-ში, ისე 20-ში მისულებად.  აი, შუაშისტები, რომლებიც არ მივლენ არც 16-ის და არც 20-ის აქციაზე, მშვიდ გარემოში შევიკრიბებით და მივეწერებით ორივე …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ევროინტეგრაციას მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს

irakli kobaxidze

ხვალინდელ აქციაზე პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ „ომის პარტიასთან“, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც არასერიოზულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძე ამბობს, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და „ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს“. ”ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა …

ნახვა »

საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 14 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან. საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტის განცხადებები არათანმიმდევრულია. ”ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა, და მეორე მხრივ, საჯაროდ, თავად …

ნახვა »

საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი ვერ გამოცხადდა. ამასთან, მან კლინიკიდან გამოგზავნილ განცხადებაში მიუთითა, რომ პროცესის მის გარეშე ჩატარებას არ ეთანხმებოდა. მომდევნო პროცესი 11 ივლისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ნახვა »

გია ცაგარეიშვილი: პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული აქცია, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქციაა – ეს „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ

პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული აქცია, ეს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქციაა – ეს „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ასეთია პარტიის პოზიცია. ცაგარეიშვილის თქმით, ახლა ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა, როგორც 16 ივნისის, ასევე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია