Breaking News

ყველა სიახლე

სანდრო ბაზაძემ მადრიდის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ესპანეთში, მადრიდში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე ბაზაძე იტალიელ რიკარდო ნუჩიოს დაუპირისპირდა და 15:6 დაამარცხა. სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ლიდერი გახლავთ. ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ მეთერთმეტედ შეძლო პოდიუმზე ასვლა.

Read More »

გრიგოლ გეგელია – მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან

ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ მოვუწოდა ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან. როგორც განმარტა, ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით რამდენიმე საგანგაშო გზავნილს შეიცავს საქართველოსთვის. გეგელიამ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, მკაცრად უზრუნველყონ სანქციების დაცულობა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სანქცირებული რუსული პროდუქციის შესყიდვა და საქართველოს გეოპოლიტიკური …

Read More »

ნათია მეზვრიშვილი – არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს. „ვფიქრობ, ორივე მხარემ, ვგულისხმობ როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა დაასრულონ ამ საკითხთან …

Read More »

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. ამას გარდა, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. ამას გარდა, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, დაიწყო მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს წარმოჩენას ისეთ …

Read More »

ბიონსეს მსოფლიო ტურნე Renaissance გრანდიოზულად დაიწყო

ბიონსეს მსოფლიო ტურნე, Renaissance გრანდიოზულად დაიწყო. პირველი კონცერტი სტოკჰოლმში გაიმართა. 41 წლის ბიონსემ სცენაზე საოცარი პერფორმანსი შესთავაზა აუდიტორიას და სხვადასხვა დიზაინერების შექმნილი სამოსი მოირგო. მუსიკალური ტურნეს ფარგლებში სულ 43 კონცერტია დაგეგმილი. ევროპაში მომღერალი 12 კონცერტს ჩაატარებს, ხოლო დანარჩენი შოუები აშშ-ში შედგება. „ფორბსის“ ცნობით, ბიონსე Renaissance-ით 2,2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. ბიონსე 7 …

Read More »

ბოლო 3-4 წელია პირად ცხოვრებაში თუ კარიერულ დონეზე ურთულესი პერიოდი მაქვს – ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ საკუთარ გულშემატკივრებს მიმართა და საკუთარი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. „ბოლო 3-4 წელია პირად ცხოვრებაში თუ  კარიერულ დონეზე ურთულესი პერიოდი მაქვს. მაწუხებს იდაყვი ტრავმა, რომლის გამოც მთელი ეს პერიოდი ტკივილის ფონზე ვთამაშობდი და საკუთარი შესაძლებლობების 50%-ს ვავლენ, ვკარგავ თავდაჯერებასა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას. …

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ განხორციელდება ფრენები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავაც ადასტურებს, რომ საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას გააგრძელებს და ამბობს, რომ საქართველოს პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მ და ევროკავშირმა ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინონ. ჩვენი პოზიცია ცალსახაა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, განხორციელდება მხოლოდ არასანქცირებული კომპანიებით და თვითმფრინავებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ვაჭრობა, …

Read More »

კელი დეგნანი – არავის სჯერა იმისა, რომ პუტინი ზრუნავს ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაზე და განაცხადა, რომ რთულად დასაჯერებელია ვლადიმერ პუტინის განზრახვა ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე ზრუნვა იყოს. “აშშ ვერ იტყვის, ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. კითხვა ჩნდება რატომ გადაწყვიტა პუტინმა საქართველოსთვის ეს ახლა გაეკეთებინა. …

Read More »

ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას, რათა მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები – სერგეი გავრილოვი

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება თბილისს სარგებელს მოუტანს. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე ქვეყნის ხელმძღვანელობის უარის შედეგი – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გამოცემა Life.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „ათასობით ქართველს ეს სურდა, რადგან ეს ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტებისა და ახალგაზრდების გაცვლის პროცესის გაფართოებას, ვაჭრობის …

Read More »

საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სანქცირებული თვითმფრინავები ვერ იფრენენ. ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეიდან, საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა. შეზღუდვა მოქმედებდა 2019 წლის ზაფხულიდან, რასაც წინ რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები უძღოდა. “საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება. რაც …

Read More »

მორიგი რუსული პროვოკაცია! – სალომე ზურაბიშვილი პუტინის გადაწყვეტილებას პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ტვიტერზე გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის დაწესებას მორიგ პროვოკაციად აფასებს. ის ტვიტერზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. “მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!” – განაცხადა ზურაბიშვილმა …

Read More »

რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს და პირდაპირ ფრენებს ნიშნავს თბილისის მიმართულებით

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში შვიდ პირდაპირ რეისს განახორციელებენ, ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციიღ ფრენები შიდა წარმოების თვითმფრინავებით განხორციელდება. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოხსნას აკრძალვა რუსული ავიახაზების ფრენებსა და ტურების …

Read More »

დაკავებულია პირი, რომელმაც ორსულები სამსახურში ფიქტიურად გააფორმა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა, რომელმაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა თაღლითურად მიითვისა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, …

Read More »

შალვა პაპუაშვილი – ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“, „დროას“, „ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების შემთხვევაში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით. შალვა პაპუაშვილის თქმით, ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ …

Read More »

CNN -მოსკოვში, “გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა

CNN-ის ინფრორმაციით, მოსკოვში, “გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ. ხოლო წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ეს ერთადერთი ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანა იყო, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. შარშან გამართულ აღლუმზე T-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო …

Read More »
ჩანთების ონლაინ მაღაზია