რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ხორბალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოიკრიფა”, – წერს Bloomberg. აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სატელიტური გამოსახულებები გააანალიზა და …
ნახვა »კრემლი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დონბასში ვიზიტს აანონსებს
კრემლი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დონბასში ვიზიტს აანონსებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. თუმცა, პესკოვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პუტინის ჩასვლის დეტალები და თარიღები არ დაუკონკრეტებია. პესკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციაში “მობილიზაცია დასრულებულია” და რუსეთის ხელისუფლება ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას არ გეგმავს.
ნახვა »აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზად არის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბროს, თუ ის დაინტერესებულია უკრაინაში ომის დასრულებით
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადა, მზად არის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბროს, თუ ის დაინტერესებულია უკრაინაში ომის დასრულებით. როგორც მან აღნიშნა, პუტინთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებთან კონსულტაციით გამართავს. „ბატონ პუტინთან დაკავშირების გეგმა არ მაქვს, მაგრამ მზად ვარ ბატონ პუტინთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულების გზის გამოძებნით. მას …
ნახვა »უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ოთხ სამეთაურო პუნქტს და პერსონალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ოთხ სამეთაურო პუნქტს და პერსონალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს. „გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 19 დარტყმა მიაყენა პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, ასევე სამი დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე“,- აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, …
ნახვა »რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონის თემებს მძიმე არტილერიიდან დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მან აღნიშნა, ოკუპანტებმა 40-მდე ჭურვი ისროლეს. „რუსები მოსვენებას არ აძლევენ ნიკოპოლს. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე არტილერიით ურტყამდნენ რაიონს“, – განაცხადა რეზნიჩენკომ.
ნახვა »სტოლტენბერგი: ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ჩვენ უკან არ დავიხევთ
ნატო არ არის უკრაინის კონფლიქტის მხარე. ჩვენ არ გვყავს ჯარები უკრაინაში. ნატო მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვის უფლებას, რაც გაეროს წესდებითაა გათვალისწინებული. ნატო მხარს უჭერს უკრაინის იარაღით მომარაგებას, რათა ტერიტორიის დაცვა შეძლოს. რა თქმა უნდა, ეს მოიცავს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და უამრავი სხვა იარაღის უკრაინისთვის გადაცემას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებისთვის
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის, ანუ უკრაინაში 1932-33 წლების შიმშილობის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის. “გერმანიამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის წევრებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერზე. ცნობისთვის, ბუნდესტაგმა 30 ნოემბერს დაუჭირა მხარი შესაბამის რეზოლუციას, რომლის …
ნახვა »გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გენოციდად აღიარებს ჰოლოდომორს უკრაინაში
გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გენოციდად აღიარებს ჰოლოდომორს უკრაინაში. გერმანელი დეპუტატების განაცხადებით, ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და დღევანდელი პოზიციიდან ცხადია მისი, როგორც გენოციდის ისტორიულ-პოლიტიკური კლასიფიკაცია. „შიმშილით მასობრივი სიკვდილი არ იყო მოსავლის არქონის შედეგი, ეს იყო იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობა. ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და დღევანდელი პოზიციიდან …
ნახვა »რუსმა სამხედროებმა დღეს ხერსონი კვლავ დაბომბეს, არის მსხვერპლი
როგორც უკრაინული მედია ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით იუწყება, რუსმა სამხედროებმა დღეს ხერსონი კვლავ დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. „დილით ხერსონის ცენტრს „რაშისტები“ დაესხნენ თავს, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და სამედიცინო დაწესებულება, დაარტყეს გაზსადენსაც. მტრის დაბომბვის შედეგად ხერსონის მკვიდრი, 70 წლის ქალი საკუთარ …
ნახვა »ევროკომისია დაყადაღებული რუსული აქტივების კონფისკაციის ინიციატივით გამოდის
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ რუსი ოლიგარქების ფული, 19 მილიარდი ევრო, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. როგორც მან განაცხადა, …
ნახვა »