პოლიტიკა

ყველა სიახლე

სოფელ კნოლევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წევრებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა …

ნახვა »

მარველმა “ფანტასტიკური ოთხეულის“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარი როლების შემსრულებლები დაასახელა

Marvel-მა იმ მსახიობების ვინაობა გაამხილა, რომლებიც პოპულარული კომიქსის „ფანტასტიკური ოთხეულის“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლებს შეუასრულებენ. ამის შესახებ Variety წერს. მისტერ ფანტასტიკს პედრო პასკალი განასახიერებს, ადამიან-ჩირაღდანს ჯო კუინი, უჩინმაჩინ ქალს ვანესა კირბი, არსებას კი ებონ მოსს-ბაკრაკი. სტუდიამ კასტს სადღესასწაულო პოსტერიც მიუძღვნა, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. „ფანტასტიკური ოთხეული“ ეკრანებზე 2025 წლის ივლისში …

ნახვა »

ქართველი მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

68 წლის ასაკში ქართველი მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი. ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა. კოტრიკაძეს ქართველი მაყურებელი იცნობდა როლებით ფილმებში მხიარული რომანი და მოიტაცეს თამარ ქალი. კოტრიკაძემ სამსახიობო კარიერა ადრეულ ასაკში დაასრულა.

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“

არ დავუშვებთ, 2020 წელი გაიმეორონ „ენჯეოებმა“ და ყალბი დასკვნებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“. „რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ხმების დაცვას და ა.შ. 2020 წელს ჩვენ რაც ვნახეთ, …

ნახვა »

დავით კირკიტაძე – ქართულ ოცნებას მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა

ივანიშვილის პარტიას მიაჩნია, რომ “საარჩევნო კოდექსში” ჩარევით გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ვერც ერთი მსგავსი ჩარევა ვერ მოუტანს მას წარმატებას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია. “ეს ზღუდავს ოპოზიციის ჩართულობას პროცესებში. ივანიშვილი პარტიას მიაჩნია, რომ ამით …

ნახვა »

33 ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა საბურთალოს, ვაკის, ისნის, მთაწმინდის, კრწანისისა და სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს. წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ. „დღეს 33 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ის ფართებია, სადაც ეს ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების …

ნახვა »

დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს

7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია!”- ამის შესახებ დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა – პატიმრობის მე- 7 წელს, “მთავარმა არხმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ციანიდის საქმეს თავდაყირა აყენებს. დოკუმენტი 2022 წლის 17 ოქტომბრით …

ნახვა »

საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაში მოხვდა

საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაში მოხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, National Geographic-მა 2024 წლის 20 საუკეთესო სათავგადასავლო მიმართულება დაასახელა. შრი-ლანკას, ტაილანდს, ჩილეს, შოტლანდიას, ავსტრალიასა და სხვა ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო National Geographic-ის გლობალური საზოგადოების ექსპერტებმა გამოავლინეს. „ჩვენს ყოველწლიურ საუკეთესო მიმართულებებს შორის თქვენ აღმოაჩენთ პარიზის ქუჩებს, საქართველოში მდებარე …

ნახვა »

ქუთაისი-ბარსელონას რეისის უკან დაბრუნების მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ შეტყობინება გახდა

ქუთაისი-ბარსელონას რეისის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის გამო მიიღეს – ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. „აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება …

ნახვა »

1 აპრილიდან აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

პირველი აპრილიდან აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას პირველი მარტიდან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებენ. „განვათავსებთ ჯიხურებს, სადაც ჩვენი კვალიფიციური, გადამზადებული თანამშრომლები დაგეხმარებიან საკუთარი …

ნახვა »

სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ

ყველასთვის ნაცნობ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ. 12 თებერვლიდან მსახიობი ქაშუეთის ტაძარშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი ამ დრომდე მიმდინარეობს. სოსო ჯაჭვლიანს ქაშუეთის ტაძრიდან დღეს გამოასვენებენ და საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ. სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის იყო. ის ბოლო ხანებში მძიმე დაავადებას …

ნახვა »

ირაკლი კობახიძემ პირველ ვიცე-პრემიერად ლევან დავითაშვილი, ხოლო ვიცე-პრემიერებად თეა წულუკიანი და ირაკლი ჩიქოვანი დაასახელა

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე ახალი ვიცეპრემიერები დაასახელა. პირველი ვიცეპრემიერი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება, ვიცეპრემიერები კი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი და წულუკიანი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაშიც ვიცეპრემიერები იყვნენ. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსად იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მიხეილ ფეიქრიშვილი დაასახელა. …

ნახვა »

საქართველომ 2023 წელს ტურიზმიდან რეკორდული, 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი – 17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით), – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი მონაცემებით, საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873,677,043 აშშ დოლარი …

ნახვა »

ახალი სტანდარტი კვებითი მომსახურების სფეროში – მენიუში ფასები დღგ-ს და მომსახურების გადასახადის ჩათვლით უნდა იყოს მითითებული

ახალი სტანდარტი დაინერგა კვებითი მომსახურების სექტორში მოვაჭრეთათვის, ყველა ვალდებული იქნება, მენიუში ფასი ჯამურად მიუთითოს, ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს და მომსახურების გადასახადის ჩათვლით. სტანდარტი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაადგინა. „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა – …

ნახვა »

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელის მიმართულებით მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა. „მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეცტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია