პოლიტიკა

ყველა სიახლე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Pegasus-ი იწყებსა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 22 დეკემბრიდან ავიაკომპანია Pegasus-ი დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ,,ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით, სტამბულის მიმართულებით იფრენს. საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანიაPegasus-მა სტამბულში, …

ნახვა »

ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი, ალ-შიფას საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრის, მაი ალ-კაილამის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ჩადის. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში არსებული ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაციები არ ტარდება. „ბიბისი“ იუწყება, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ჭურვი მოხვდა …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – ტანჯვას, რომელსაც კონკრეტული ერი განიცდის, მეზობელი ერების უფსკრულში გადაგდება შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში მშვიდობის ფორუმზე მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართა.  მისი თქმით, ახლა მსოფლიო გზაჯვარედინზეა, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლოკალურ ომებს გლობალური კოლაფსის გამოწვევა შეუძლიათ. „ტანჯვას, რომელსაც კონკრეტული ერი განიცდის, მეზობელი ერების უფსკრულში გადაგდება შეუძლია, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის. …

ნახვა »

შარლ მიშელი – ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში

ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ეს ადვილი არ არის, არსებობს გზა შეზღუდვებითა და დაბრკოლებებით, მაგრამ, როგორც არასდროს, არსებობს პოლიტიკური ნება, რადგან ჩვენ გავიაზრეთ გეოპოლიტიკური იმპერატივი. გაფართოება არის არჩევანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, ერთ-ერთ პანელზე განაცხადა, რომელშიც ასევე …

ნახვა »

საქართველოდან იტალიაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კიბერთაღლითობისთვის, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში …

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: – ოპოზიცია ყოჩაღ! სამოქალაქო სექტორი – ყოჩაღ!ხელისუფლება – მოუსმინე ქართველ ხალხს!

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: – ოპოზიცია ყოჩაღ! სამოქალაქო სექტორი – ყოჩაღ!ხელისუფლება – მოუსმინე ქართველ ხალხს! ეს არის მთელი შინაარსი, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. „საქართველომ კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური რეკომენდაცია მიიღო და როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, ეს ყველაფერი სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა. რა თქმა …

ნახვა »

ჯონ კირბი – „ჰამასი“ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აგდებს

თეთრი სახლი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებას გამოეხმაურა,   მან თქვა, რომ ღაზა ბავშვთა სასაფლაოს ემსგავსება. „ჰამასი ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აგდებს“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ. კირბის თქმით, „ჰამასი“ საავადმყოფოების ქვეშ აშენებდა გვირაბებს და ბავშვებს მძევლებად იყენებდა. „ჩვენ ვიცით, …

ნახვა »

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გაჟღერდა „საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები. გილოცავთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი …

ნახვა »

საქართველოსა და 11 ქვეყნის უწყებათა ჩართულობით თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა

თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა საქართველოს პროკურატურისა და 11 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, 23 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ გამოვლენის მიზნით. „გვსურს, გამოვეხმაუროთ …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა. „მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. რამეთუ არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, მართლაც საუკუნეების …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – დღემდე, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია, ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას

სამწუხაროდ, დღემდე, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია, ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო დიდი რისკის წინაშეა, როდესაც ქვეყნის ორი რეგიონი …

ნახვა »

სუსი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. უწყების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დააკავებულია კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე. “2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი …

ნახვა »

ბექა დავითულიანი – მიხეილ სააკაშვილი არცერთ თანაგუნდელს არ ენდობა, თან ხვდება, არავის გაახსენდება, თუ ისინი გაანაწყენა, ამიტომ ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს

მიხეილ სააკაშვილი არცერთ თანაგუნდელს არ ენდობა, თან ხვდება, არავის გაახსენდება, თუ ისინი გაანაწყენა, ამიტომ ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს, ასე გააგრძელონ, კარგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. „ბუნების კანონია, რომ აგრესია და ნეგატიური ქმედება თვითდესტრუქციას იწვევს. 12 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნით ისეა გამწარებული, რომ …

ნახვა »

მარიამ ქვრივიშვილი – წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტ ასეთი მაღალი დონის ღონისძიებას უმასპინძლოს მომავალში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აცხდებს რომ, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ხელს უწყობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოს ქვეყნებში. მარიამ ქვრივიშვილმა წინანდალში გამართულ ღვინის სიმპოზიუმზე ისაუბრა.  ღონისძიება „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „საქართველოს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია