პოლიტიკა

ყველა სიახლე

პატრიარქი – საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს

სინოდის სხდომის განჩინების მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიესალმება საქართველოს ზრუნვას მშვიდობის შენარჩუნებისათვის მაშინ, როცა საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული, საშიში. „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და რომ …

ნახვა »

ჟირაფ ჟოზეს ამერიკელი ბავშვებიც გაიცნობენ, დღეს პირველი სერიის პრემიერა შედგება იუთუბზე

დაახლოებით 18 თვის წინ, პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან, სათაური ჰქონდა ასეთი: JOZE TAKES OVER AMERICA !! – წერს “ჟირაფი ჟოზეს” შემქმნელი გიორგი მარშანია სოციალურ ქსელში. მისთვისაც დაუჯერებელია, რომ სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე მას ახლა წერენ ნიუიორკიდან და ლოსანჯელესიდან ერთდროულად. “6 საათში ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა იუთუბზე, ამერიკელი ბავშვებისთვის. ჯერ …

ნახვა »

საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 5 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა

5 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კუდოისტებს ფედერაციის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ; ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას 6 კუდოისტი იცავდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა, ქართველების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი …

ნახვა »

“ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ავრცელებს ინფორმაციას, “ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმრის დაკავების შესახებ. “სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურსა და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს …

ნახვა »

ისრაელის პრეზიდენტი – მტერი ჩვენში სიძულვილის გაღვივებას ცდილობს ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის

ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ ერთიანები, რადგან „ჰამასი“ სიძულვილის გაღვივებას აპირებს ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის. „მტერი ჩვენში სიძულვილის გაღვივებას ცდილობს ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის. ასეთი მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო და ცალსახა. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მტრობის, რასიზმისა და ძალადობის ყოველგვარი განსახიერები ჩვენი არსებული სხვადასხვა …

ნახვა »

კლინიკა “ავერსიდან” სამი პატიმარი გაიქცა

კლინიკა “ავერსიდან” სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაცია დაადასტურა თავად კლინიკამაც. პატიმრები საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობით მივიდნენ კვლევების ჩასატარებლად “ავერსში”. შემთხვევა დღეს, 1 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.

ნახვა »

ილონ მასკი – „სტარლინკის“ ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია

„სტარლინკის“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში მისმა მფლობელმა ილონ მასკმა დაწერა. „სტარლინკის“ ხელმისაწვდომობის რუკის მიხედვით, სტარლინკის ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოში, გარდა მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა. „სტარლინკი“ ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროგრამაა. როგორ მუშაობს „სტარლინკი“ სისტემა, იხილეთ ბმულზე.  

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მოთხოვნით, ეს იყო პირდაპირ ევროკავშირის მოთხოვნა

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მოთხოვნით, ეს იყო პირდაპირ ევროკავშირის მოთხოვნა. ჩვენ არ გვქონდა არავითარი პოლიტიკური მიზანი და ინტერესი, რომ ასეთი კონკრეტული კანონი მოგვემზადებინა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მომზადება ევროკავშირის მოთხოვნა იყო. „თითოეული დეტალი შეთანხმდა ევროკავშირთან. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც მოახერხა სპეკულირება, მხარი …

ნახვა »

ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას ბოდიში მოუხადა მისი მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო

გულწრფელად ვაღიარებ, რომ იყო გადაჭარბებული თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვისმენდით და ამის გამო, მინდა ბოდიში მოვიხადო, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა თეონა აქუბარდიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ. ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ დატოვებს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, მან აღარ უპასუხა. ბერაიას თქმით, ფიქრობს, …

ნახვა »

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აღემატება – “ჰამასის” ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ მონაცამების მიხედვით, დაღუპულთა შორის 3 500-მდე არასრულწლოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ელექტროენერგიის შეწყვეტის და საჭირო დახმარების მარაგის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებს ფუნქციონირება უჭირთ.

ნახვა »

ახალი სტანდარტის მიხედვით, სტომატოლოგიურმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, სკრინინგი C ჰეპატიტზე

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს. „ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პროდუქტებზე გაზრდილ ფასებსა და ქვეყანაში შემოსული დივერსიული ჯგუფების გამო „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნაზე ისაუბრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხრა მილიონის გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ჩართვა კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად მოხდა. „მინდა, გამოვიცნოთ, რა არის საერთო პრეზიდენტ იუშჩენკოს, პრეზიდენტ კაჩინსკის, ვარცლავ ჰაველისა და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომლებიც მე ჩამოვიყვანე და პროკურორებმა მსუბუქი ყოფაქცევის …

ნახვა »

ტეილორ სვიფტი მილიარდელი გახდა

ტეილორ სვიფტმა  საკუთარი რეკორდების სიას ახალი შემატა. ერთ-ერთი გამორჩეულად ყველასთვის საყვარელი და პოპულარული მუსიკოსი მილიარდერი გახდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, მისი ქონების ღირებულება $1,1 მილიარდს შეადგენს. Bloomberg ასევე აღნიშნავს, რომ სვიფტი იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, ვინც მილიარდერის სტატუსს მხოლოდ საკუთარი მუსიკით მიაღწიეს. ექსპერტები მას “ეკონომიკურ ფენომენსაც” უწოდებენ. ტეილორის The Eras Tour-მა, ამ …

ნახვა »

ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს და ყველას შეუძლია უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს. ირაკლი ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კვლავ აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებაზე ოფიციალურად გაეცა პასუხი და უსაფუძვლოდ ცდილობენ მოსახლეობის დაშინებასა და პროექტის დისკრედიტაციას. „ძალიან ბევრჯერ ავხსენით …

ნახვა »

მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

91 ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა გაავცელა. თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული. 1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია