პოლიტიკა

ყველა სიახლე

კობახიძე ზურაბიშვილზე: განსაკუთრებული კომპეტენციები არ აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს არ აქვს კომპეტენციები, რომ ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ამის შესახებ კობახიძემ იმედის ეთერში ისაუბრა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ პრეზიდენტი ზურაბიშვილის შეფასებაზე, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა, განაცხადა, რომ ოცნებას პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლის ინტერესი არ აქვს. „პრეზიდენტს არ აქვს რაღაც განსაკუთრებული …

ნახვა »

იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ პარლამენტი დაითხოვა. სერჯიო მატარელას განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, პარლამენტის დათხოვის გადაწყვეტილება გარდაუვალია. ამგვარად, იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 70 დღეში გაიმართება. ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იტალიაში მეორე საპარლამენტო არჩევნები იქნება. მანამდე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრეზიდენტს გადადგმის შესახებ განცხადებით მიმართა. ამის მიზეზი მისი მმართველი კოალიციის დაშლა იყო. იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც …

ნახვა »

ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს

ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება, რომელიც ევროპოლის წარმომადგენლის, იან ოპ ჰენ ოორტის კომენტარს ავრცელებს. მისი თქმით, შავ ბაზარზე დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღითა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის შემთხვევები. ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მძიმე სამხედრო შეიარაღებით ვაჭრობის ნიშნები. თუმცა, ევროპოლის წარმომადგენელი არ აზუსტებს, რა ტიპის იარაღზეა საუბარი. „არსებობს …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს

პოლარიზაციის მიმართ რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა …

ნახვა »

გოგაშვილი: მაპატიეთ ჩემი ახირება, რის გამოც აგაფორიაქეთ, მაგრამ ეგეთი ჯიუტი კამეჩი ვარ, ხომ იცით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი Facebook-ზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მამის მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მშვიდობა მოკეთეებო. აი მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა ჩემო წმინდა ოჯახო. მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. თქვენ თუ მაგრად და ერთად იდგებით, მე …

ნახვა »

ასლან ბჟანია – რუსეთი ბიჭვინთაში აგარაკის გარეშეც გაძლებს, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა

რუსეთი ბიჭვინთაში ამ აგარაკის გარეშეც გაძლებს, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს. აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ ბჟანიამ ტყვარჩელში, ადგილობრივებთან შეხვედრისას ისაუბრა. საუბარია ბიჭვინთაში 184 ჰექტარის ფართობის მიწაზე, …

ნახვა »

პოლიციამ მარნეულში, ცოლად შერთვის მიზნით, გოგოს მოტაცების ფაქტზე 2 პირი დააკავა

სამართალდამცავებმა 33 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც მარნეულში, ცოლად შერთვის მიზნით გოგონა გაიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულთან დაკაშვირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულებრივ ქმედებაში კიდევ ერთ პირი მონაწილეობდა, რომელიც სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო …

ნახვა »

უკრაინისა და აშშ-ის პირველი ლედების ფეხსაცმელები​ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები ერთ ტალღაზე არიან – კულება

უკრაინა და შეერთებული შტატები ყველა გაგებით ერთ ტალღაზე არიან, – აღნიშნულის ტექსტით გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინისა და აშშ-ის პირველი ლედების მხრიდან შეხვედრაზე ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმლით მისვლას. „სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში პროტოკოლის ან ჩაცმულობის ერთ დეტალს ყველა განცხადებაზე მეტის თქმა შეუძლია. ბევრი კითხულობს: ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი დამთხვევაა თუ გააზრებული …

ნახვა »

რომან ფიფია “დინამოს” ყიდის

რომან ფიფია დინამოს ყიდის. კლუბის პრეზიდენტის  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დინამო თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია. გულშემატკივრის, მედიის, …

ნახვა »

იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის სამთავრობო კოლაიციის დაშლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გადადგა. სააგეტო reuters-ი  წერს, რომ მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით პრეზიდენტ სერჯიო მატარელას უკვე მიმართა. როგორც პრეზიდენტის ოფისში აღნიშნავენ, პრეზიდენტმა ცნობად მიიღო პრემიერის გადადგომა და მარიო დრაგის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება სთხოვა. ამასთან, ჯერჯრობით უცნობია, შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიის პრეზიდენტი სერჯო …

ნახვა »

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდნენ

ევროპარლამენტის ექვსკაციანი დელეგაცია სოფელ ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდა. ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა მათ ადგილზე გააცნეს საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ცხინვალში არსებული ვითარება. ევროპარლამენტარები რუსეთის აგრესიის შედეგებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ. გამყოფი ზოლიდან მათ სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული ბაზების ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. სოფელ ოძისიდან ევროპარლამენტართა დელეგაცია კვლავ თბილისში დაბრუნდა. ევროკავშირის …

ნახვა »

მეუფე ანტონი – სოსო გოგაშვილს მინდა ვკითხო: რატომ სოსო? უცებ როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელსაც ემსახურებოდა? 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილის მოინახულებს. როგორც მეუფე ანტონმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა, მას კითხვები აქვს სოსო გოგაშვილთან, თუ რატომ დაუპირისპირდა სისტემას, რომლის ნაწილიც თავად იყო. „ვეცდები, რომ მას შევხვდე და ალბათ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო – …

ნახვა »

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი – არ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია ან ავად არის

არ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასატაბილურია ან ის ავად არის. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნმა კოლორადოში უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მედიაში არაერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთლეობასთან დაკავშირებით, ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ შესაძლოა, მას მძიმე დაავადება აქვს. თუმცა როგორც …

ნახვა »

ხარკოვში სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ორი გარდაცვლილისა და 17 დაშავებულის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით წერს. „რუსები ხარკოვზე დარტყმებს ახორციელებენ. მოსახლეობის საყურადღებოდ: იყავით თავშესაფრებში, აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ ქუჩებში, ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალებს“, – ამბობს სინეგუბოვი. ამასთან, ხარკოვის მერის, იგორ …

ნახვა »

ნედ პრაისი: დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, პრესკონფერენციაზე ელჩ დეგნანსა და საქართველოზე ისაუბრა: “ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია