პოლიტიკა

ყველა სიახლე

ბათუმის “დინამო” ბრატისლავის “სლოვანთან” დამარცხდა

“დინამო ბათუმმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა გამართა. საქართველოს ჩემპიონი გუნდის მეტოქე ბრატისლავის „სლოვანი“ იყო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ვლადიმერ ვაისის გუნდს დამატებით ტაიმში, 103-ე წუთზე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაუტანა. მატჩის ბედი კი დამატებითი ტაიმის ბოლო წუთებზე გადაწყდა, როცა სლოვანმა მეორე, გამარჯვების გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ …

ნახვა »

გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს

ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ანგარიშს მოვამზადებთ პრიორიტეტებზე გაფართოების პაკეტში 2023 წელს. ეს მისცემს ქართულ პოლიტიკურ სისტემას არსებით დროს განსაზღვრულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში, საქართველოს საკითხებზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიხაელ რუპმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ანგარიში შეეხება როგორც საქართველოს, უკრაინასა და …

ნახვა »

უკრაინა ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ე.წ. „დამოუკიდებლობა“. „ასეთი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ უკრაინა დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. რაც შეეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტაქტებს, ის შეჩერებული იყო ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო“, – ნათქვამია უკრაინის …

ნახვა »

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა

„აჭარაბეთ არენაზე“ ვარსკვლავთა ხეივანს საფუძველი ჩაეყარა. პირველი ვარსკვლავი თასების მფლობელთა თასის მფლობელ რევაზ ჩელებაძეს გაუხსნეს. ჩელაბაძემ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩით ასახელა საქართველო და კარიერის დასრულების შემდეგ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს ახალ თაობას. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები ესწრებოდნენ. ჩელებაძის ვარსკვლავის გახსნის ორგანიზატორები არიან კულტურის პალატა და „აჭარაბეთ არენა“.

ნახვა »

ბელგიაში ვატერლოოს ბრძოლისას დაღუპული ჯარისკაცებს ჩონჩხები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ბელგიაში, 1815 წელს, ვატერლოოს ბრძოლის დროს დაღუპული ჯარისკაცებისა და ცხენების ჩონჩხები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს „ძალიან იშვიათი“ აღმოჩენაა და გათხრებს გაგრძელებაა საჭირო. გათხრებს გლაზგოს უნივერსიტეტთან არსებული ბრძოლის ველის არქეოლოგიის ცენტრის სპეციალისტები აწარმოებენ. ვატერლოოს ბრძოლა 1815 წლის 18 ივნისს გაიმართა და ნაპოლეონის ომებს დასასრულს აღნიშნავს. საფრანგეთის არმია …

ნახვა »

მაიკლ გალერი – საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს

დემონსტრაციებიდან ვიცით, თუ საით ისწრაფვის ქართველი ხალხი და ასევე ვიცით, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველომ ვერ მიიღო იგივე სტატუსი ამ დროისათვის, რაც უკრაინა და მოლდოვამ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „სარკასტული საუბარი, რომ თუ დეკემბრამდე საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთვება, მაშინ ქვეყანა მიიღებს სტატუსს, …

ნახვა »

ანდრიუს კუბილიუსი – ოლიგარქი არის პირი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, დატყვევებული ჰყავს სახელმწიფო – ერთადერთი ასეთი პიროვნება საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილი

ისე ჩანს, რომ საქართველოს მთავრობაში, მმართველ პარტიაში არ ესმით, ან, თავს ისე აჩვენებენ, რომ არ ესმით, რას გულისხმობს ევროკომისიის 12 პუნქტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინეს. „მაგალითად, პირველი პუნქტი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებას მოახდინონ პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაცია და …

ნახვა »

დიმიტრი ხუნდაძე – კელი დეგნანთან შეკითხვებზე პასუხები სჭირდება საზოგადოებას, რათა იცოდეს, ხომ არ არის სცენარის ნაწილი საქართველოს შესაძლო დათმობა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მისი კოლეგის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისადმი შეკითხვებთან დაკავშირებით პასუხები არ მოუსმენიათ. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხები მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. „რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილმა დასვა კითხვები კელი დეგნანის მისამართით. მიუხედავად ამ გასული დროისა, ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი კითხვებზე, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, თუ რას ფიქრობს მთავარი პარტნიორი ქვეყნის …

ნახვა »

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი გარდაიცვალა

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეუღლე, რუსუდან ტატუნაშვილმა დაუდასტურდა. არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე …

ნახვა »

რუსებმა დონეცკში კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, გასული დღის განმავლობაში, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – ამის შესახებ დონეცკის ოლქის გუბერნატორი, პავლო კირილენკომ „ტელეგრამზე“ იუწყება. მისივე ცნობით, დაშავებულია კიდევ 8 სამოქალაქო პირი. “12 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ავდიივკაში, 1 – ბახმუტში და 1 – ჩასოვ-იარში. კიდევ 8 ადამიანი დაშავდა”, – …

ნახვა »

ზელენსკი – მტერს ამ დრომდე არ აქვს გამბედაობა, აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინული მიწიდან

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი მებრძოლების წარმატებისა და რუსული დანაკარგების მიუხედავად, მტერს ამ დრომდე არ აქვს გამბედაობა, აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინული მიწიდან. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „რუსეთის ფედერაციამ უკვე კარგად იგრძნო რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია და მათ არ ექნებათ უსაფრთხო ზურგი არსად ჩვენს მიწაზე, რომლის ოკუპაციაც …

ნახვა »

მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. აფრიკის დასახლებაში რამდენიმე უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის ეტაპზე, ორი ხის კონსტრუქცია და …

ნახვა »

ჯეიმს ვების ტელესკოპიდან დანახული ჯადოსნური სამყარო

ჯეიმს ვების ტელესკოპიდან დანახული ჯადოსნური სამყარო – NASA მორიგ ფოტოებს ავრცელებს. მიუხადავად იმისა, რომ ეს ობიექტები სხვა ტელესკოპებს აქამდეც ჰქონდათ გადაღებული, ფოტოების დეტალები და გარჩევადობა უპრეცედენტოა, ისეთი, როგორიც ისინი ჯერ არასოდეს გვინახავს. გალაქტიკათა ჯგუფი სტეფანის კვინტეტი წარმოადგენს ჩვენგან 290 მილიონი წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკათა ჯგუფს ისეთ მჭიდრო ფორმაციაში, რომ თითქოს არარეალურს ჰგავს. …

ნახვა »

ლევან იოსელიანი – ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცხადად აიღოს პასუხისმგებლობა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცხადად აიღოს პასუხისმგებლობა, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი. იოსელიანი მიიჩნევს, რომ როგორი კანონიც უნდა მიიღონ, ივანიშვილთან დაკავშირებული ვერ იქნება, რადგან ის პროცესებში არაფორმალურად მონაწილეობს. „როგორი კანონიც უნდა მივიღოთ, ის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ვერანაირად ვერ იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ …

ნახვა »

პაატა მანჯგალაძე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში მივიდა

მაინტერესებს როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის საკითხს და რა შეიძლება ყველამ გავაკეთოთ საიმისოდ, რომ 21-ე საუკუნეში მესამე პრეზიდენტი არ მოვკლათ საპატიმროში, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ,,ვივამედის” კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისვლისას განაცხადა. პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავენ და საუბარი ძირითადად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექნებათ. რაც …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია