პოლიტიკა

ყველა სიახლე

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლაში მოსწავლის ბულინგის საქმეზე დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე განცხადებას აქვეყნებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს. „საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და …

ნახვა »

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა წერილი და ბასრი საგანი, რომლითაც არასრულწლოვანს თვითდაზიანებისკენ უბიძგებდნენ, არ შესრულების შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მუხლი, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს. არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მეცხრე კლასელ …

ნახვა »

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები

ტელეკომპანია “ფორმულამ“  Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ – 37%; „გამარჯვების პლატფორმა“ – 22%; „საქართველოსთვის“ – 10%; „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ – 4%; „ლეიბორისტული პარტია“ – 4%; „ლელო“ – 4%; …

ნახვა »

თინა ბოკუჩავა – Edison Research-ის კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ მოსახლეობის 70%-მდე ოპოზიციურად არის განწყობილი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა Edison Research-ის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოსახლეობის 70%-მდე ოპოზიციურად არის განწყობილი – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ოპოზიციურმა პარტიებმა კაპიტალიზება სწორედ ამაზე უნდა მოახდინოს, – ამბობს ბოკუჩავა. მისივე თქმით, ყველა სანდო კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანთა რიცხვი პროსახელისუფლებო …

ნახვა »

პრემიერ-მინისტრი – 2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა გათვალისწინებული, აგრეთვე, გაგრძელდება ჯანდაცვის პერსონალის, ძალოვნებისა და სხვა საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის განაწილების შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, 2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა გათვალისწინებული, აგრეთვე, გაგრძელდება ჯანდაცვის პერსონალის, ძალოვნებისა და სხვა საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2024 წლის ბიუჯეტით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილი – სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად – ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე

სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად – წერწ სოციალურ ქსელაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ”სანდრა არის ყველაზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე. ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირისთვის თავისი არსით სტატუსი არის პატარა ნაბიჯი, მაგრამ ეს დიდი ნაბიჯია ჩვენთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობს. მან ჟურნალისტებთან საუბრუსას განაცხადა, რომ ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს, რადგან სტატუსზე გადაწყვეტილება, ამავე დროს, გზავნილია, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლის მიმართ. „ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების …

ნახვა »

ოკუპირებული ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა. „ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა. დღეს თავდასხმების მოლოდინში, მუდმივად განგაშის სიგნალების ქვეშ. მათ ესმით, რომ ყირიმზე უზარმაზარი საფრთხე არსებობს. საჰაერო სივრცე აღარ არის ისე კონტროლირებადი. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ, რომ რუსეთი …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილი – დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება, ამიტომაც უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აქამდე სამშვიდობო ინიციატივას ყოველთვის ბლოკავდა რუსეთი, მაგრამ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება, ამიტომაც უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. სააკაშვილის თქმით, სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი. „არა მარტო 27 სექტემბერი, ყოველი დღე …

ნახვა »

ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებას არ გამორიცხავს

“ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შესაძლოა პარტია დატოვოს. ამის შესახებ თავად „მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა. თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს. “თუ დავრწმუნდით, რომ ერთი პარტიული ნომრის ქვეშ ბრძოლა არის შეუძლებელი, მე ვფიქრობ, ძალას ვიპოვით ჩვენს თავში, რომ სხვადასხვა პლატფორმით სხვა ადამიანებთან ერთად ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის ამ …

ნახვა »

კულტურის სფეროს წარმომადგენლები რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას აპროტესტებენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქციას მართავენ, სადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას აპროტესტებენ. პიანისტის, გიორგი გიგაშვილის აცხადებს, რომ მისთვის მოსალოდნელი იყო კულტურის მინისტრის ჩარევა კონსერვატორიის საქმიანობაშიც, მას შემდეგ რაც კულტურის სხვა სფეროებში ვიხილეთ. „კონსერვატორია უკვე …

ნახვა »

ლატვიის პრეზიდენტი – საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად

საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას. რინკევიჩსმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის რეკომენდაციების შესრულებაში მეტი პროგრესისკენ მოუწოდა. ასევე აღნიშნა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს შეუქცევად პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. “ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის …

ნახვა »

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება

სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შეფასებისას. თბილისის მერმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე ფიქრობს, რომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. არაფერს გამორიცხავს, რადგან ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს. „მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის …

ნახვა »

პაატა მანჯგალაძე – რუსი ჯაშუშები არიან ყველგან, ისინი მართავენ ქვეყანას

რუსი ჯაშუშები არიან ყველგან და მართავენ ქვეყანას – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გიორგი ფერაძის, ხოლო უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილის დანიშვნის შესახებ. მანჯგალაძის აზრით, აღნიშნული პირები ეროვნულ ბანკში ადამიანებზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან. „რუსი ჯაშუშები არიან ყველგან, ისინი მართავენ ქვეყანას, შედიან ეროვნულ ბანკში, …

ნახვა »

ბოლნისში მამაკაცმა ცოლი მოკლა და შვილი კი დაჭრა

ბოლნისში მამაკაცმა ცოლი მოკლა და შვილი კი დაჭრა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და ახლა კლინიკაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 118-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია