პოლიტიკა

ყველა სიახლე

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ბავშვი, როგორც სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში, ასევე ონკოჰემატოლოგიის მქონე დიაგნოზის შემთხვევაში შეძლებს, მიიღოს შესაფერისი დახმარება იმ კლინიკაში, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი გადაწყვეტს. გაბუნიას თქმით, პაციენტების განაწილება კლინიკებში მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა …

ნახვა »

ლიეტუვამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სამწლიანი გეგმა მიიღო

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ეროვნულმა თავდაცვის საბჭომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სამწლიანი გეგმა მიიღო. უწყების განმარტებით, 2024-2026 წლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გეგმის დაფინანსება დაახლოებით 200 მილიონ ევროს შეადგენს. „მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებები ლეტალური და არალეტალური მოწყობილობის შესყიდვა, სამხედრო განათლება და მომზადება დახმარების ფონდებში შენატანები, ლიეტუვას ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის რემონტი და …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით

დეკემბერში ჩვენს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით – ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, …

ნახვა »

დმიტრო კულება – რუსეთი სისტემატიურად ანგრევს უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის შენობებს

რუსეთი სისტემატიურად ანგრევს უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის შენობებს. ბოლო თავდასხმა ოდესის ფერისცვალების ტაძარზე განხორციელდა, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“. მისი განცხადებით, უკრაინა ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენებს. „ჩვენ ამ საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მომავალ შეხვედრაზე დავაყენებთ, რათა ნათლად განვაცხადოთ: რუსეთი ერთადერთი საფრთხეა უკრაინის …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, იენს სტოლტენბერგი უკრაინა-ნატოს საბჭოს მოიწვევს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის თხოვნას, ახლად შექმნილი უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა მოიწვიოს, რათა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს. ინფორმაციას გამოცემა dpa-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირების საკითხი, …

ნახვა »

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის რიგით მეორე ფესტივალი ცაგერში ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის რიგით მეორე ფესტივალი ქალაქ ცაგერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. წელს ფესტივალში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია ფესტივალის სტუმრებს, ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულ სავაჭრო ქსელების …

ნახვა »

სასტუმრო ორბი სითის შენობის 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა

დღეს დილით ბათუმში, სასტუმრო ორბი სითის შენობის 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა და დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართავს შეხვედრას

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება. მედიის ცნობით, შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში გაიმართება. ორი დღის წინ, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთის ლიდერებს, სავარაუდოდ, “ნატოს ქოლგის” ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნის იმედი აქვთ, რათა უშუალოდ ჩაერიონ უკრაინის კონფლიქტში და თავისთვის უკრაინის კარგი ნაწილი მიიტაცონ. …

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – ჩვენი სტრატეგია არის გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ ერთხელ გამარჯვება

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავაფუძნეთ „გამარჯვების პლატფორმა“, შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია გამარჯვება. მესმის, ახლა ვიღაცებს უნდათ, თანამდებობების თემაზე ჩაგვციკლონ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მათთან საუბარი, მსჯელობა და მთელი ერის, ქართული ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია, რათა საქართველო იყოს ძლიერი, რეგიონის ლიდერი, ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილი – “გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და, ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში

“გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და, ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, „გამარჯვების პლატფორმის“ თანამშრომლობა დაფუძნებულია თანასწორობაზე. „მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს. …

ნახვა »

უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება – ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება –განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა,  ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, სადაც მან მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდო მიიღო. „ჩვენი კავშირის ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორია, რომლებიც ერთად ძლიერდებიან. ეს არის გერმანიის და იტალიის ისტორია, რომლებიც ხელახლა …

ნახვა »

პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. “საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური …

ნახვა »

ინდოეთის დასავლეთში მეწყერი ჩამოწვა, არის მსხვერლი

Reuters ავრცელებს ინფორმაციას ინდოეთის დასავლეთში, მაჰარაშტრას შტატში მომხდარი მეწყერის შესახებ, რომელსაც სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა.  მეწყერი მუმბაიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, ირშალვადის მთაზე მდებარე დასახლებაში ჩამოწვა. რეგიონში რამდენიმე დღეა ძლიერი წვიმებია. ვარაუდობენ, რომ ტერიტორიაზე სულ მცირე 225 ადამიანი იყო, რომელთაგან 80-ზე მეტმა გაქცევა მოახერხა. შესაძლოა ნანგრევების ქვეშ 100-ზე მეტი ადამიანი …

ნახვა »

ნარკორეალიზატორების – ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულებს, მათ შორის,ადვოკატებს პატიმრობა შეეფარდათ

ნარკორეალიზატორების – ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულებს, მათ შორის,ადვოკატებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. ასევე, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებისა და ძებნაში მყოფი პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელეს. პროკურატურა საქართველოს, ბულგარეთისა და თურქეთის მოქალაქეების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, …

ნახვა »

გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების ნაწილი გადასცა

გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების პირველი პარტია გადასცა, – ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა. უკრაინას უკვე მიეწოდება Leopard 1A5 ტიპის 10 ტანკი. პროექტის ფარგლებში, რომელიც დანიის თანამონაწილეობით ხორციელდება, კიდევ იგეგმება უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის 100 ერთეული ასეთი ტანკი გადასცემა. ამასთან, გერმანიამ უკრაინას მძიმე ჯავშანტექნიკისთვის, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია