პოლიტიკა

ყველა სიახლე

გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების ნაწილი გადასცა

გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების პირველი პარტია გადასცა, – ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა. უკრაინას უკვე მიეწოდება Leopard 1A5 ტიპის 10 ტანკი. პროექტის ფარგლებში, რომელიც დანიის თანამონაწილეობით ხორციელდება, კიდევ იგეგმება უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის 100 ერთეული ასეთი ტანკი გადასცემა. ამასთან, გერმანიამ უკრაინას მძიმე ჯავშანტექნიკისთვის, …

ნახვა »

მიხეილ სარჯველაძე – “სტრატეგია აღმაშენებელს” ეს ერთობა ბარიერის გადალახვის მიზნით სჭირდება, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” რა შეიძლება მოეგო, ამას ვერავინ ხვდება

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის აზრით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანება და განცხადება „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნაზე, სინამდვილეში, არის მხოლოდ მარკეტინგული ჩანაფიქრი. თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ „დამარცხების პლატფორმის“ სახელს უფრო სამართლიანად აიტანდა ეს გაერთიანება. რეალური პერსპექტივა რომ მარცხის აქვთ, ეს ფაქტია, – განაცხადა მან. გარდა ამისა, როგორც სარჯველაძე ფიქრობს, …

ნახვა »

The Guardian-ის შთამბეჭდავი ფოტორეპორტაჟი 81 წლის ექიმზე თუშეთიდან

2023 81 წლის ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე ერ­თა­დერ­თი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ექი­მია სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რე­გი­ონ თუ­შეთ­ში, რო­მე­ლიც შემ­ცი­რე­ბულ თემს ემ­სა­ხუ­რე­ბა. მისი მარჯვენა ხელი თეთ­რი ცხე­ნი, სა­ხე­ლად – ბი­ჭო­ლაა. მისი წყა­ლო­ბით ზაფხულსა და ად­რე­ულ შე­მოდ­გო­მა­ზე ექი­მი თავის პა­ცი­ენ­ტე­ბამ­დე მი­დის. აქ ძალიან დიდი თოვ­ლი იცის, ხვე­და­გუ­რი­ძე ასეთ დროს არ­ყის ხის ფიც­რე­ბის­გან სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­მოჭ­რილ თხი­ლა­მუ­რებს იყე­ნებს …

ნახვა »

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს – თეთრი სახლი

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს, – განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში. “F-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ [ბრძოლის ველზე] სიტუაციის შეცვლას მხოლოდ F-16-ები შეძლებენ“, – აღნიშნა ჯინ კირბიმ. …

ნახვა »

დათუნა მგელაძის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა

დათუნა მგელაძემ ახალი კლიპის პრემიერა საკუთარ დაბადების დღეზე წარუდგინა მსმენელს. სიმღერის სახელწოდებაა  „არ კმარა“, სიმღერის მელოდია თავად მომღერალს ეკუთვნის, ხოლო სიმღერის ტექსტი კი ქეთი ორჯონიკიძემ დაწერა. სიმღერა „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა.  

ნახვა »

ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან

ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან. ამის შესახებ განცხადება ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. “დღეიდან, ხალხის დაკვეთით, სტრატეგია აღმაშენებლთან ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების”, – განაცხადა ხაბეიშვილმა. სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, იწყებენ გამარჯვების, ცვლილებებისა და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას. “დღეს …

ნახვა »

ჯოზეფ ბორელი – მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა მსოფლიოში დიდ და უზარმაზარ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სურსათის მიწოდების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რომელმაც შეთანხმება ცალმხრივად დატოვა. „რაც ჩვენ უკვე ვიცით არის ის, რომ ეს მსოფლიოში დიდ და უზარმაზარ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს“, – განაცხადა ბორელმა. მან რუსეთი ასევე დაადანაშაულა უკრაინის სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესაში …

ნახვა »

აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე ისაუბრა

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე და აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობებზე, რომელსაც რუსეთი ქმნის. „30 წელია ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირი ინფორმაციაა… ბავშვობიდან (მათ) ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. მე თვითონ აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ …

ნახვა »

იაგო ხვიჩია – ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდეს ერთმანეთში და არჩევნების დღეს ბიულეტენზე იყოს სამი პარტია: „ნაცები“, „ქოცები“, და „გირჩი“

ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდეს ერთმანეთში და არჩევნების დღეს ბიულეტენზე იყოს სამი პარტია: „ნაცები“, „ქოცები“, და „გირჩი“. ამიტომ ბატონ ვაშაძეს, როგორც პირველ მერცხალს წარმატებას ვუსურვებთ 5 ნომრად ინტეგრაციაში და სასურველი პრემიერობის კანდიდატის მოპოვებაში, – განაცხადა „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ. როგორც ამბობს, წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ სულ ახერხებს იმ …

ნახვა »

პოლონური მხარე – პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს

მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტი განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას და ამ კონტექსტში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს. ამასთან, უწყების განმარტებით, არც ინციდენტი …

ნახვა »

დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თავდაპირველად ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრა კი ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან მოხდა. სოფელ გამარჯვებაში დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 10 კილომეტრი. იგი თბილისის დროით 06:38 საათზე მოხდა. რაც შეეხება სოფელ მამიშლარს, იქ …

ნახვა »

კახა კალაძე – სექტემბრიდან, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას ვიწყებთ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ახალი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. დედაქალაქშია რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება. მერის თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის მიზნით, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი განისაზღვრება. “მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. ეს სიახლე იმ ადამიანებს ეხება, ვინც …

ნახვა »

თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის

თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის. ის 4 დღის წინ გაუჩინარდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მისი ტელეფონი და ჩანთა თბილისის ზღვასთან იპოვა. მას შემდეგ ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველები მუშაობდნენ. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს მისმა დეიდაშვილი და ახლობლები. შსს-ში გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. …

ნახვა »

ათენის ჩრდილო-დასავლეთით გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო

ათენის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა სახლები, ავტომანქანები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ხანძრის გამო მოსახლეობა იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა. ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრის აქტიური კერები რვა კილომეტრზე ვრცელდებოდა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ხანძრის ჩასაქრობად  250 მეხანძრე, 75 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 9 ვერტმფრენია მობილიზებული. მათ დასახმარებლად საფრანგეთმა და იტალიამ …

ნახვა »

ყირიმის ნახევარკუნძულზე, სამხედრო ბაზაზე ხანძრის გამო იგეგმება 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია

ყირიმის ნახევარკუნძულზე, კიროვსკის რაიონში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ასევე საჭირო გახდა მიმდებარე გზატკეცილის დაკეტვა. „ყირიმის ნახევარკუნძულზე, კიროვსკის რაიონში, სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. იგეგმება ოთხი დასახლების მაცხოვრებლების დროებით ევაკუაცია. საუბარია 2 000-ზე მეტ ადამიანზე“, – განაცხადა რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსენოვმა „ტელეგრამზე“. ხანძრის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია