პოლიტიკა

ყველა სიახლე

რონალდუსა და ბიონსეს Twitter-მა ვერიფიკაციის ნიშანი გაუუქმა

Twitter-მა ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი ათასობით ადამიანს გაუუქმა, მათ შორის არიან კრიშტიანუ რონალდუ და ბიონსე. ილონ მასკის გადაწყვეტილებით, ამიერიდან Twitter-ის ვერიფიკაციისთვის მომხმარებელს წელიწადში $84 დოლარის გადახდა მოუწევს. ილონ მასკმა  ვერიფიკაციის ნიშანი რამდენიმე ადამიანს აჩუქა, მათ შორის არიან ლებრონ ჯეიმსი, სტივენ კინგი და უილიამ შატნერი.

ნახვა »

ხავიერ ძანეტი თბილისშია

მილანის „ინტერის“ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, ამჟამად კლუბის  ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ  ძანეტი თბილისში იმყოფება. ის „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ მდებარე „ინტერი საქართველოს“ აკადემიას ესტუმრა. ძანეტიმ „ინტერის აკადემია საქართველო“-ს ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, შეხვდა ბავშვებს, ითამაშა, გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება, რომლებშიც აკადემიის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა. ძანეტი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ არსებულ საფეხბურთო აკადემიაში საქართველოს …

ნახვა »

ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვლავ დაადასტურა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. „ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ მთავარი აქცენტი ახლა, რა თქმა უნდა, კეთდება იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, – განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე, სადაც დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადება პარტია „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პრემიერმა შეაჯამა „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგები და აღნიშნა, რომ „ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა“. “დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა …

ნახვა »

2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ – თამარ ბარკალაია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ შეაფასა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. თამარ ბარკალაიამ აღნიშნა,  რომ ბავშვთა კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და უკნასკნელ წლებში განხორციელებული ცვლილებების მიზანია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდა, ოჯახების გაძლიერება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოწვევები …

ნახვა »

საქართველოს რკინიგზა ავტომობილების გადაზიდვებს იწყებს

საქართველოს რკინიგზისა და ავტომწარმოებლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები დაიწყება. როგორც საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი ასეთი იქნება: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია. „აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ. მიმდინარე მოლაპარაკებების …

ნახვა »

კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის არიან ჯგუფები Imagine Dragons და The Killers

კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის არიან ჯგუფი Imagine Dragons და The Killers, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia-ს – იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს

უკრაინისა პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს. “სახელმწიფო დონეზე ყველაფერი კეთდება რუსული დარტყმებისგან თავდაცვის უნარის ასამაღლებლად. საჰაერო თავდაცვის სისტემები და ცის დასაცავად განკუთვნილი სხვა იარაღი უკვე უკრაინაშია, ისინი მართლაც სერიოზულია. მაგრამ უნდა იყვნენ – და, დარწმუნებული ვარ, იქნებიან – კიდევ უფრო ძლიერი“, – …

ნახვა »

უზენაესმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული, გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში …

ნახვა »

ელენე ნავერიანის ფილმი შაშვი შაშვი მაყვალი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პროგრამის, Quinzaine des Cinéastes-ის მონაწილე გახდა

ელენე ნავერიანის ფილმი შაშვი შაშვი მაყვალი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პროგრამის, Quinzaine des Cinéastes-ის მონაწილე გახდა. ფილმი გადაღებულია თამთა მელაშვილის იგივე სახელის მქონე ბესტსელერის მიხედვით. შაშვი შაშვი მაყვალი ნავერიანის რიგით მესამე ნამუშევარია. ფილმის მოკლე აღწერაში ვკითხულობთ: “პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიის მესაკუთრე ეთერო 48 წლის დაუქორწინებელი ქალია. მას ერთნაირად უყვარს საკუთარი …

ნახვა »

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

თერჯოლაში შვილმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნახვა »

ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები – ხვიჩა კვარაცხელია

„მილანთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს წაგებისა და გამოუყენებელი პენალტისთვის ბოდიში მოუხადა. „რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ …

ნახვა »

მე უარს ვამბობ ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს – დავით კეზერაშვილი

ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და ტელევიზიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დავით კეზერაშვილი ფორმულას საკონტროლო პაკეტზე, 51%-ზე უარს ამბობს და წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს. ასევე აღნიშნავს, რომ ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ ტელეკომპანიის კოლექტივს დარჩენილ წილსაც გადასცემს. “მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ …

ნახვა »

მსაჯმა მარჩინიაკმა „მილანთან“ მატჩში „ნაპოლის“ პენალტი არ დაუნიშნა – გრაციანო ჩეზარე

ცნობილმა იტალიელმა არბიტრმა, გრაციანო ჩეზარემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ნაპოლი“-„მილანის“ მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სტუმრების კარში მან აშკარა პენალტი არ დაინიშნა. „მსაჯმა მარჩინიაკმა „მილანთან“ მატჩში „ნაპოლის“ პენალტი არ დაუნიშნა. ის ვიდეორეფერისთან კონსულტაციას გადიოდა, მაგრამ ვიდეოს სანახავად არც წავიდა. შენელებულ კადრებში კი აშკარად ჩანს, რომ ლეაომ ლოსანოს ფეხში …

ნახვა »

23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კი 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია