პოლიტიკა

ყველა სიახლე

ხატია დეკანოიძე: ბოიკოტიც და საპარლამენტო მანდატების დატოვებაც უბრალოდ არ არის შედეგის მომტანი

ბოიკოტიც და საპარლამენტო მანდატების დატოვებაც, უბრალოდ არ არის შედეგის მომტანი,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ის აპირებს საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობის მიღებას. „ბოიკოტიც და საპარლამენტო მანდატების დატოვებაც უბრალოდ არ არის შედეგის მომტანი. მე უბრალოდ არ გახლდით საქართველოში. იმ მავნებლურ კანონმდებლობაზე, რომელიც შემოიტანეს და დააინიცირეს, ბიუროზე ვაპირებ …

ნახვა »

„რეალის“ ლეგენდა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

„რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი და სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტი ამანსიო ამარო 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, – წერს ესპანური მედია. ამანსიო „რეალში“ 1962-76 წლებში თამაშობდა. მან ცხრაჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ – ესპანეთის თასი და 1966 წელს – ჩემპიონთა თასი. 14 სეზონის განმავლობაში „ელ ბრუხომ“ („ჯადოქარი“) სამეფო კლუბში 471 მატჩი ჩაატარა და …

ნახვა »

ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ვიზიტის“ ფარგლებში ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ბელარუსში ჩასვლამდე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

ნახვა »

პუტინი: დასავლეთია ომში დამნაშავე, ჩვენ ძალას ვიყენებთ, რომ გავაჩეროთ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ომის დაწყებაში დასავლეთი დაადანაშაულა.  “უკრაინა და დონბასი ტოტალური ტყუილის სიმბოლოდ იქცა”, – განაცხადა პუტინმა. “მინდა განვმეორდე, რომ ისინი არიან ომში დამნაშავეები, ჩვენ ძალას ვიყენებთ, რათა გავაჩეროთ ის”, – განაცხადა პუტინმა, რასაც ტაში მოყვა. პუტინმა თქვა, რომ 1939 წელს “დასავლეთმა გზა გაუხსნა” ნაცისტურ გერმანიას და ახლა ის …

ნახვა »

გიორგი გახარია – ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, „ნაციონალები“ მზად არიან, ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებაში, ეს წითელი ხაზები ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის

ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გიორგი გახრიამ აღნიშნა, დღეს საქართველოს აქვს რეალური შეაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი …

ნახვა »

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნახვა »

კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა ჰათაიში – ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში

თურქული მედიის ინფორმაციით, ორი მიწისძვრა მოხდა ჰატაის დეფნეს რაიონში 6,4 მაგნიტუდა, ხოლო სამანდაღის რაიონში 5,8 მაგნიტუდა. AFAD-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი მიწისძვრა 16,74 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა, ხოლო მეორე მიწისძვრა 7 კილომეტრის სიღრმეზე. მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი, ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრველებულა.

ნახვა »

ჯო ბაიდენი ზელენსკის – შეერთებული შტატები აქაა იმისთვის, რომ დარჩეს – ჩვენ არ დაგტოვებთ

ყველა უთანხმოების მიუხედავად, რომელიც კონგრესში გვაქვს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე, ეს არ ეხება მხოლოდ თავისუფლებას უკრაინაში, ეს ეხება ზოგადად დემოკრატიის თავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. ბაიდენმა უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ომში უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის …

ნახვა »

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ალიკა კუპრავას თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. “არესტოვიჩისა და ფეიგინის დაანონსებულია დღევანდელი აქცია. აქცია თბილისისა და ბათუმის გარდა, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ტარდება. აქციის მიზანი და მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და …

ნახვა »

ზელენსკი – ემანუელ მაკრონი ამაოდ კარგავს დროს რუსეთთან დიალოგზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს. პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს. “ეს იქნება …

ნახვა »

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 38.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 56.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ვხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, ბელარუსთან მოხდეს მაქსიმალური ესკალაცია, ამას ვერ მიაღწევენ

ვხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, მოხდეს ბელარუსთან მაქსიმალური ესკალაცია, ამას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ოპოზიცია ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის მოთხოვნას აპირებს. „ეს არის მორიგი პროვოკაცია. გვახსოვს მსგავსი ტიპის პროვოკაციები „ნაცმოძრაობისა“ და …

ნახვა »

FIFA-მ თურქეთისა და სირიის დასახმარებლად $1 მილიონი გამოყო

FIFA-მ თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 1 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს განაცხადებით, მან კონსულტაციები თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან (TFF) და სირიის ფეხბურთის ასოციაციასთან (SFA), ასევე „საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან“ გაიარა. „დახმარება გამოყენებული იქნება ჰუმანიტარული ნივთების შესაძენად, ასევე გადაუდებელი და …

ნახვა »

გიული ალასანია სააკაშვილზე – ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?

რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.“ მისივე …

ნახვა »

სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოსა და რუმინეთში კონგრესის დელეგაციის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი დიკ დურბინი საქართველოსა და რუმინეთში კონგრესის დელეგაციის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. საელჩოს თანახმად, ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსო წევრი და ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია