პოლიტიკა

ყველა სიახლე

კლინიკა “ავერსიდან” სამი პატიმარი გაიქცა

კლინიკა “ავერსიდან” სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაცია დაადასტურა თავად კლინიკამაც. პატიმრები საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობით მივიდნენ კვლევების ჩასატარებლად “ავერსში”. შემთხვევა დღეს, 1 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.

ნახვა »

ილონ მასკი – „სტარლინკის“ ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია

„სტარლინკის“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში მისმა მფლობელმა ილონ მასკმა დაწერა. „სტარლინკის“ ხელმისაწვდომობის რუკის მიხედვით, სტარლინკის ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოში, გარდა მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა. „სტარლინკი“ ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროგრამაა. როგორ მუშაობს „სტარლინკი“ სისტემა, იხილეთ ბმულზე.  

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მოთხოვნით, ეს იყო პირდაპირ ევროკავშირის მოთხოვნა

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მოთხოვნით, ეს იყო პირდაპირ ევროკავშირის მოთხოვნა. ჩვენ არ გვქონდა არავითარი პოლიტიკური მიზანი და ინტერესი, რომ ასეთი კონკრეტული კანონი მოგვემზადებინა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მომზადება ევროკავშირის მოთხოვნა იყო. „თითოეული დეტალი შეთანხმდა ევროკავშირთან. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც მოახერხა სპეკულირება, მხარი …

ნახვა »

ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას ბოდიში მოუხადა მისი მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო

გულწრფელად ვაღიარებ, რომ იყო გადაჭარბებული თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვისმენდით და ამის გამო, მინდა ბოდიში მოვიხადო, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა თეონა აქუბარდიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ. ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ დატოვებს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, მან აღარ უპასუხა. ბერაიას თქმით, ფიქრობს, …

ნახვა »

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აღემატება – “ჰამასის” ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ მონაცამების მიხედვით, დაღუპულთა შორის 3 500-მდე არასრულწლოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ელექტროენერგიის შეწყვეტის და საჭირო დახმარების მარაგის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებს ფუნქციონირება უჭირთ.

ნახვა »

ახალი სტანდარტის მიხედვით, სტომატოლოგიურმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, სკრინინგი C ჰეპატიტზე

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს. „ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პროდუქტებზე გაზრდილ ფასებსა და ქვეყანაში შემოსული დივერსიული ჯგუფების გამო „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნაზე ისაუბრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხრა მილიონის გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ჩართვა კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად მოხდა. „მინდა, გამოვიცნოთ, რა არის საერთო პრეზიდენტ იუშჩენკოს, პრეზიდენტ კაჩინსკის, ვარცლავ ჰაველისა და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომლებიც მე ჩამოვიყვანე და პროკურორებმა მსუბუქი ყოფაქცევის …

ნახვა »

ტეილორ სვიფტი მილიარდელი გახდა

ტეილორ სვიფტმა  საკუთარი რეკორდების სიას ახალი შემატა. ერთ-ერთი გამორჩეულად ყველასთვის საყვარელი და პოპულარული მუსიკოსი მილიარდერი გახდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, მისი ქონების ღირებულება $1,1 მილიარდს შეადგენს. Bloomberg ასევე აღნიშნავს, რომ სვიფტი იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, ვინც მილიარდერის სტატუსს მხოლოდ საკუთარი მუსიკით მიაღწიეს. ექსპერტები მას “ეკონომიკურ ფენომენსაც” უწოდებენ. ტეილორის The Eras Tour-მა, ამ …

ნახვა »

ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს და ყველას შეუძლია უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს. ირაკლი ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კვლავ აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებაზე ოფიციალურად გაეცა პასუხი და უსაფუძვლოდ ცდილობენ მოსახლეობის დაშინებასა და პროექტის დისკრედიტაციას. „ძალიან ბევრჯერ ავხსენით …

ნახვა »

მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

91 ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა გაავცელა. თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული. 1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ …

ნახვა »

54 წლის ასაკში გარდაიცვალა მეთიუ პერი, პოპულარული სერიალის Friends-ის ვარსკვლავი

სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია­­Los Angeles Times–მა გაავრცელა. მათივე ცნობით, მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, ლოს ანჯელესის სახლში, აბაზანაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია მსახიობის გარდაცვალების მიზეზი. მეთიუ პერის მსოფლიო დიდი წარმატება და პოპულარობა Friends-ში შესრულებულმა ჩენდლერ ბინგსის როლმა მოუტანა.

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ, 4 ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა

ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ, 4 ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გახსნაზე. მისი თქმით, ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს გადაადგილებას ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით. „მინდა ისიც აღვნიშნო, რომ რა თქმა …

ნახვა »

ელი კოენი -ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს „ჰამასის“ ლიკვიდაციას –

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ტვიტერზე” გამოეხმაურა. „ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს „ჰამასის“ ლიკვიდაციას ისევე, როგორც მსოფლიო მოიქცა ნაცისტებთან და ე.წ ისლამური სახელმწიფოსთან”, – განაცხადა ელი კოენმა. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, …

ნახვა »

ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას – ევროკავშირის სამიტის დასკვნითი განცხადება

ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას – ნათქვამია ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის დასკვნით განცხადებაში. “ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან მჭიდროდ მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას”, – წერია დასკვნით დოკუმენტში. დეკლარაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვის იმ გამოწვევებთან გამკლავებაში მხარდაჭერას, …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო, როგორც ობიექტური შუამავალი და ორივე ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობარი, დაინტერესებულია, რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სამმხრივი შეხვედრები გამართა. ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიას ესწრებოდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში მონაწილეობისთვის. „ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია