პოლიტიკა

ყველა სიახლე

აშშ-ში, მაინის შტატში სროლის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაიჭრა

მაინის შტატის ქალაქ ლევისტონში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილს პოლიცია მთელი შტატის მასშტაბით ეძებს. თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, იგი არის 40 წლის რობერტ ქარდი. მედიის ცნობით, ის ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტორია. აშშ-ის არმიის რეზერვში მუშაობს. როგორც ცნობილია, შემთხვევამდე ორი კვირით ადრე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც პოლიცია აგრძელებს ლევისტონში ეჭვმიტანილის ძებნას, ადგილობრივმა …

ნახვა »

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – …

ნახვა »

სახალხო დამცველის სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა – სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა პაციენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას

სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, – აღნიშნულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში. „19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით. საზოგადოებისთვის …

ნახვა »

საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე – ოლივერ ვარჰეი

საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე, – წერს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში. „კარგი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. ჩვენ შევაფასეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებიც ეხება 12 ძირითად პრიორიტეტს, რომლებიც იქნება საქართველოს გაფართოების ანგარიშში. საქართველოს …

ნახვა »

თეირანში სამხრეთ კავკასიის საკითხზე „3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის

თეირანში სამხრეთ კავკასიის საკითხზე „3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის, – აღნიშნულია შეხვედრის დასკვნით განცხადებაში. „დადებითად შეაფასეს რა შეხვედრის შედეგები, მისმა მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში. მონაწილეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც განიხილეს. „აზერბაიჯანის, სომხეთის, …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში – „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023.“ „გლობალური კარიბჭე” არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. „გლობალური …

ნახვა »

ბოლო 24 საათში განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმებს 436 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმებს 436 ადამიანი ემსხვერპლა ამის შესახებ “ბიბისი” წერს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში დაღუპულთა საერთო რაოდენობა, სულ მცირე, 5 087-ია. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთაგან 2 055 მცირეწლოვანია.

ნახვა »

ჯგუფი „მგზავრები“ წლის საუკეთესო კლიპის ნომინაციაზე ტრევის სკოტთან, დაფტ პანკთან, როლინგ სტოუნზთან და სხვა ბრწყინვალე შემსრულებლებთან ერთად არის წარდგენილი

ლადო კვატანია, რომელიც ჯგუფი „მგზავრების“ WALTZ-ის ვიდეო რგოლის რეჟისორია, მორიგი წარმატების შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. „წლის საუკეთესო კლიპის ნომინაციაზე ჯგუფი „მგზავრები“  ტრევის სკოტთან, დაფტ პანკთან, როლინგ სტოუნზთან და სხვა ბრწყინვალე შემსრულებლებთან ერთად არის წარდგენილი. არ ვიცით, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ვამაყობთ ამით. ვულოცავ მთელ გუნდს!“  – წერს ლადო კვიტია. გამარჯვებული …

ნახვა »

“ჰამასის” თავდასხმისას დაკარგული ქართველი ებრაელი ქალი მოკლული იპოვეს

“ჰამასის” თავდასხმის შემდეგ დაკარგული ქართველი ებრაელი ქალი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი და, მარიამ გოლდბერგი წერს. თამარი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა. ის მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, რონელზეც “ჰამასმა” ორი კვირის წინ სასტიკი თავდასხმა განახორციელა. “14 დღის შემ­დეგ ღმერ­თმა წა­მარ­თვაიმე­დი, რაც მქონ­და. დღეს გვი­თხრეს, რომ თამი ხოც­ვა-ჟლე­ტის …

ნახვა »

ისრაელი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია

ისრაელი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია, – განცხადებას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ავრცელებს. „ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა“, -აცხადებს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო. მათივე ცნობით, ეგვიპტესა და იორდანიაში საფრთხის …

ნახვა »

ნაადრევია იმის თქმა, რომ ბელარუსი მზადაა, აღიაროს აფხაზეთი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს – ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერის, ასლან ბჟანიას თქმით, ნაადრევია იმის თქმა, რომ ბელარუსი მზადაა, აღიაროს აფხაზეთი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია აფხაზეთსა და ბელარუსს შორის კონტაქტების დამყარება, ამ მიზნით თვის ბოლოს აფხაზეთის დელეგაცია ბელარუსში გაემგზავრება. როგორც ბჟანია აღნიშნავს, აფხაზეთს საკავშირო სახელმწიფოში არავინ აიძულებს შესვლას და ამ საკითხის გადაწყვეტისას …

ნახვა »

“ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ: ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება

“ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ: ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. ის გმობს „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს და აღნიშნავს, რომ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს. „ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, …

ნახვა »

სერგეი შამბა – აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია

აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია, – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბა. „ჩვენ რუსეთთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი“, …

ნახვა »

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზაში ასობით ობიექტს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ასობით ობიექტს დაარტყეს. თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ მათი სამიზნე „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაა და ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულ ობიექტებს შორის არიან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების ადგილები, გვირაბები და შტაბ-ბინები. ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ „სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტების“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, რაფატ აბუ ჰილალის …

ნახვა »

სალომე სამადაშვილი – სანამ იმპიჩმენტის „შაპიტოს“ გვაყურებინეს, ცენზურის ახალი კანონიც შეაპარეს პარლამენტში

სანამ იმპიჩმენტის „შაპიტოს“ გვაყურებინეს, ცენზურის ახალი კანონიც შეაპარეს პარლამენტში, – აცხადებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. სამადაშვილი ამბობს, რომ „მოგონილი სანახაობით გართულს, გვწაპნიან დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსს“. “ნიუ-იორკის მეტროში შევესწარი ერთხელ-ორმა დაიწყო ჩხუბი, სანამ ხალხი მათ უყურებდა, აწაპნეს სანახაობით გართულებს რაღაცები …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია