პოლიტიკა

ყველა სიახლე

ყვარელსა და ლაგოდეხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი, ყვარელი და ლაგოდეხი დააზარალა. მოსახლეობა მიყენებულ ზარალს ითვლის. ყვარელში ქინძმარულის ზონაში დაისეტყვა ჰექტრობით ვენახი. მევენახეების ინფორმაციით, მოსავლის 80% განადგურდა. დასეტყვილია ასევე ერთწლიანი კულტურები, მათ შორის საზამთროს და ნესვის ბაღები. ლაგოდეხში კი რამდენიმე სოფელში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანდა 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი. მოგლეჯილია ელექტროგადამცემი …

ნახვა »

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები Credit Suisse-სთან მიმდინარე საქმეებზე ინფორმაციას ავრცელებენ

“ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე დავებთან დაკავშირებით ივანიშვილის ადვოკატები ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც იურიდიული კომპანია Metric-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი …

ნახვა »

სალომე სამადაშვილი – ბელგიამ საქართველო ევროკავშირისთვის უსაფრთხო ქვეყნებად მიჩნეული ჩამონათვალიდან ამოიღო

პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბელგიამ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება. ის განმარტავს, რომ ბელგიის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს. მმართველ პატრია კი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებიდან ამოღებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ და ამბობენ, რომ ამ …

ნახვა »

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს

„საქართველოს მთავრობის სწორი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს“, – ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ იანვარი-ივნისის თვეების სტატისტიკურ მონაცემებს. სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 2,860,117 საერთაშორისო …

ნახვა »

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო შეშფოთება დააფიქსირა, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო სინჯის …

ნახვა »

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ეს შეხვედრა კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაიმართა, პოლონური მხარის წარმომადგენელი სამინისტროში ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად იყო დაბარებული. შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ …

ნახვა »

საქართველოს ქალთა ნაკრებმა სომხეთს ისევ მოუგო

საქართველოს ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთის ქალთა ნაკრებს 3-1 მოუგო და ზედიზედ 2 გამარჯვება იზეიმა. ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმათა. გუნდებმა ამხანაგური შეხვედრა 13 ივლისსაც გამართეს. ახალი მთავარი მწვრთნელის, ირის ანტმანის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 5-0 მოიგო. 16 ივლისს მატჩში კი ანგარიში თეონა ბაქრაძემ მე-17 წუთზე …

ნახვა »

ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანული წარმოშობის ფრანგი მსახიობი, ფრანგული კინოს ვარსკვლავი, მომღერალი, მოდელი, სამოქალაქო აქტივისტი ჯეინ ბირკინი.  ის პარიზში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. „როიტერსის“ ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთმა Le Parisien-მა და ტელეკომპანია BFM-მა ჯეინ ბირკინთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით გაავრცელეს. 76 წლის ბირკინი ყველაზე მეტად იყო ცნობილი 1969 წელ, სერჟ …

ნახვა »

ჩინეთი და რუსეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ საჰაერო და საზღვაო წვრთნებს იწყებენ

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის საზღვაო ფლოტილა რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებთან ერთად იაპონიის ზღვაში წვრთნების გასამართად გაემგზავრა.  ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მათი თქმით, წვრთნების მიზანი “სტრატეგიული წყლის გზების უსაფრთხოების დაცვაა”. წვრთნები კოდური სახელწოდებით „ჩრდილოეთი/ინტერაქცია-2023“ მიმდინარეობს რაც ჩინეთსა და რუსეთს შორის გაძლიერებულ სამხედრო თანამშრომლობაზე მიანიშნებს. რუსეთის საზღვაო და …

ნახვა »

რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 11 ერთეულამდე გაზარდა

რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, მათგან ორი რაკეტების მზიდია, რომლებსაც ერთდროულად 12 „კალიბრის“ გასროლა შეუძლია. “ოპერაციული ვითარება შეიცვალა. შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია. ხმელთაშუა ზღვაში კი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ერთი მზიდია”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების პრესსპიკერმა …

ნახვა »

უკრაინის გენშტაბი – გასული დღე-ღამის განმავლობაში 39 შეტაკება მოხდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 შეტაკება მოხდა. ძირითადად, რუსული ძალები ხუთი მიმართულებით, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკასმიმართულებებით არიან კონცენტრირებული. გენშტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ წუხელ რუსები უკრაინას საზენიტო მართვადი რაკეტებით დაესხნენ თავს, თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინას Shahed-ის …

ნახვა »

დედაქალაქ ათენში აკროპოლისი დაიხურა მაღალი ტემპერატურის გამო დაიხურა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აკროპოლისი დროებით დაიკეტა ვიზიტორებისთვის, რადგანაც სინტაგმას მოედანზე ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია, აკროპოლისის მიმდებარედ – 48 გრადუსს. საბერძნეთის წითელ ჯვართან ერთად მოხალისეები არიგებდნენ უფასო წყალს, ადგილზე მობილიზებული ჰყავდათ პირველადი სამედიცინო დახმარების მუშაკები. საბერძნეთის ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან მოსალოდნელია სიცხის ინტენსივობის შემცირება, ხუთშაბათიდან კი ქვეყნის უმეტეს ნაწილში ტემპერატურა …

ნახვა »

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ქვეყანაში უხვი ნალექი სამი დღეა გრძელდება, რამაც მეწყერი გამოიწვია. ძლიერმა წვიმამ მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, ათობით დასახლებული პუნქტი დაიტბორა. სტიქიის შედეგად გათიშულია ელექტროენერგია, ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ოფიციალური ინფორმაციით, 10 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, არიან დაშავებულებიც.

ნახვა »

კრიშტიანო რონალდო გინესის რეკორდსმენი გახდა

პორტუგალიელი ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გინესის რეკორდსმენი გახდა. 2022 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე პერიოდში მან 136 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და გინესის რეკორდების წიგნში წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტის სტატუსით შევიდა. გასული წელს, დეკემბერში რონალდომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერა საუდის არაბეთის ჩემპიონატის გუნდში, „ალ-ნასრიში“ გააგრძელა, სადაც მას …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?!

ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?! – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რადგან მესამე მსოფლიო ომში ჩართვა მათ არ სურთ. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია