პოლიტიკა

ყველა სიახლე

ვლადიმერ პუტინი – კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს!

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინტის თქმით, კერძო სამხედრო კომპანიების დაკანონების საკითხი იოლი არ არის, ამაზე მთავრობამ და სახელმწიფო დუმამ უნდა იმსჯელონ. ჯერჯერობით იურიდიულად ასეთი კომპანიები, მათ შორის „ვაგნერი“ არ არსებობენ. „კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს!” – უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, გააგრძელებს თუ არა ეს კომპანია არსებობას, როგორც საბრძოლო ერთეული. მისი …

ნახვა »

ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე განაცხადა, რომ ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გაცვლიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლიან. უკრაინის პრეზიდენტმა ამით უპასუხა იმ მოსაზრებას რომ თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი …

ნახვა »

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს …

ნახვა »

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. ნიკ ბერესფორდმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალურად გააცნო გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის საპარლამენტო მხარდაჭერის პროექტის ახალ ფაზასთან დაკავშირებული პრიორიტეტული მიმართულებები, მიმდინარე აქტივობები და გეგმები. …

ნახვა »

ჩეხი მწერალი მილან კუნდერა 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩეხი მწერალი მილან კუნდერა 94 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. ინფორმაცია ჩეხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. მილან კუნდერა 1975 წლის შემდეგ საფრანგეთში ცხოვრობდა და ნაწარმოებებს ფრანგულ ენაზე წერდა. სამშობლოს სანამ დატოვებდა, ის 1968 წელს აქტიური მონაწილე იყო პრაღის გაზაფხულის საპროტესტო აქციების, რის გამოც მისი წიგნები ჩეხოსლოვაკიის ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს. 1970 წელს აიკრძალა კუნდერას …

ნახვა »

სერგეი ლავროვი – უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გამოჩენის ფაქტს დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განვიხილავთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა – ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ნატოელი სატელიტები რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკებს ქმნიან და ეს სავსეა კატასტროფული შედეგებით. უკიდურესად სახიფათო განვითარების ერთი მაგალითია აშშ-ის გეგმები, კიევის რეჟიმს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს. მისი თქმით, მოსკოვმა ბირთვულ სახელმწიფოებს: შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და …

ნახვა »

5 ნოემბერს ახლიდან ვიბადები! – ალექსანდრე ზაზარაშვილი ნიუ იორკში სოლო კონცერტს გამართავს

ქართველი 16 წლის ვარსკვლავი, ალექსანდრე ზაზარაშვილი ნიუ იორკში სოლო კონცერტს გამართავს. ქართველი მომღერალი ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში. „5 ნოემბერს ახლიდან ვიბადები! წარმოგიდგენთ ჩემს სოლო კონცერტს ნიუ იორკში! ეს იქნება დღე, როდესაც მე, როგორც არტისტი, ახლიდან დავიბადები და პირველად წარვადგენ ჩემს სადებიუტო ალბომს ხალხის წინაშე, ექსკლუზიურად, სანამ მთელი მსოფლიო …

ნახვა »

მირიამ ლექსმანი – საქართველოში ძალიან ღრმა პოლარიზაციაა – ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან და სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. „ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მეგობრები და გვიხარია, რომ ნიკა გვარამია დღეს ჩვენ გვერდით არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს დავეხმაროთ გახდეს ევროკავშირის წევრი და გახდეს ევროპული ქვეყნების ოჯახის სრულყოფილი წევრი. მეორე მხრივ, საქართველოში ძალიან ღრმა პოლარიზაციაა, …

ნახვა »

2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა 2,500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა

2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა 2,500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა, შესაბამისად, იანვარ-ივნისში, მათი მგზავრთნაკადის მონაცემები პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ქვეყნის აეროპორტებში არსებული პოზიტიური დინამიკა ამ კუთხით მთავრობის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედეგია. „ჩვენ შევძელით და საქართველოს აეროპორტებში სრულად …

ნახვა »

ვილნიუსის ნატო-ს სამიტის კომუნიკე – უკრაინის მომავალი ნატოშია

ვილნიუსის ნატო-ს სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია. “ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. უკრაინის მომავალი ნატოშია. ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და დღეს ვაღიარებთ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) …

ნახვა »

თბილისის სააპელაციო სასმართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა

თბილისის სააპელაციო სასმართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეცვალა და ყოფილ მეუღლეზე, ნელი დოროყაშვილზე ძალადობის საქმეზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. გადაწყვეტილება დღეს, 11 ივლისს გამოაცხადა მოსამართლე მაია თეთრაულმა. სხდომას არც ნიკოლოზ ბასილაშვილი და არც ნელი დოროყაშვილი არ ესწრებოდა. ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის 22 მაისს დამას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით …

ნახვა »

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა. ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ სასწრაფოს მისვლამდე ბიჭის გადარჩენას ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დენის დარტყმა, თუმცა არსებული ინფორმაციით, სკვერში ადგილობრივებს ე.წ. ფანჩატური ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ელექტროენერგიაც ჰქონდათ გაყვანილი. გარდა …

ნახვა »

ვალერი გობეჯიშვილი ერთადერთია, ვინც ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე სასამართლომ გაამართლა

ვალერი გობეჯიშვილი, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. ის ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სხვა რამეს მოელოდა. მისი ძმა გიორგი გობეჯიშვილი სხვა ბრალდებულებთან ერთად პატიმრობაში დატოვა. „[ელექტრო კაბელის იზოლაცია] არ დაზიანებულა, მუშაობის დროს ნამდვილად არ დაზიანებულა… სულ სხვა რაღაცას ველოდით, მე იმასაც არ ველოდი, რომ აქ ვიქნებოდი, მაგრამ დღესდღეობით …

ნახვა »

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის დეტალებს ჰყვება. წიქვაძის თქმით, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში ივანიშვილთან დაახლოებულ პირი იყო და მისი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეისწავლა, რაც კითხვები …

ნახვა »

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 წლისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 10 ივლისს დაიწყო. რეგისტრაცია სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge წარმოებს. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 16 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამ ერთი კვირის მანძილზე, დარეგისტრირდებიან მიზნობრივი შემდეგი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია