პოლიტიკა

ყველა სიახლე

ლევან ხაბეიშვილი – სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, მინისტრი ირაკლი ქარსელაძის გადადგომას და დაკითხვას ითხოვს. „რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა! ასევე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მილიონობით ლარის გაფლანგვაზე! ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ფულს იპარავს …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივრით სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივრის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის შესახებ ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ და „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა“, გიორგი ჩალაძემ პოლონეთში განაცხადეს. „სასჯელის დროებითი გადავადება, ეს არის ასეთი სურვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადამიანს შესაძლებლობა რომ მიეცეს აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის …

ნახვა »

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით იბარებენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით იბარებენ. განცხადება, 9 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნის შესახებ, პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააჟღერა. დეკანოიძის თქმით, მინისტრთან კითხვები აქვთ 7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით. სამართალდამცავების მხრიდან ადამიანებზე ძალადობის ფაქტებს მოჰყვა თუ არა შესაბამისი რეაგირება. „7-8 მარტს არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები. დააკავეს ბევრი ადამიანი, …

ნახვა »

“ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვასთან დაკავშირებით კონტროლი გამკაცრდება, კანონდამრღვევი კი დაჯარიმდება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს: “აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინაოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი – „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფაგარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვისსაშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებებიდა აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ …

ნახვა »

რიკოთზე გადაადგილება ისევ შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება, რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. მათივე ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევა მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევის დაშვება მიუღებელია და არ შეიძლება. პრემიერმა მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და ქართველი ხალხი სამართალს ქვეყანაში პოულობს. „სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევა მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ. ეს იქნება შიდა, …

ნახვა »

„ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება. ამის განსახორციელებლად თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება ფორმდება. „ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, რაც მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით, პრობლემის გადაჭრას ითვალისწინებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development- ს …

ნახვა »

უკრაინის გენშტაბი – უკრაინულმა ავიაციამ და არტილერიამ ოკუპანტების კონცენტრირებულ 17 უბანს დაარტყეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ და არტილერიამ ოკუპანტების კონცენტრირებულ 17 უბანს დაარტყეს. შეტევა განხორციელდა 4 საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, საბრძოლო მასალის საცავზე და ომის 5 რადიო-ელექტრონულ სადგურზე. უკრაინის სამხედრო სპიკერის, ოლექსი დმიტრაშკოვსკის ინფომრაციით რუს სამხედროებს დიდი დანაკარგები აქვთ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასა და მარინკას მახლობლად, მისი ინფორმაციით რუსები …

ნახვა »

თბილისში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა თბილისში – 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. შემთხვევა ვარკეთილის დასახლებაში მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ უბნელებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაღუპულს ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით …

ნახვა »

ენერგო-პრო ჯორჯია- 10 აპრილს, აბონენტებთა ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდებათ

ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აპრილს, აბონენტებთა ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. „10:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში – შერმადინის, ანდრონიკაშვილის, ნურადინ ფრიდონის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ვახუშტი ბატონიშვილის, რენე შმერლინგის, ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, ჯანიაშვილის, როსტევანის, …

ნახვა »

პარლამენტთან 18:00 საათზე ნაციონალური მოძრაობის აქციაა დაგეგმილი

პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე ნაციონალური მოძრაობის აქციაა დაგეგმილი სლოგანით – „ერთად ევროპაში.” საავტომობილო გზა უკვე გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან აქციის მონაწილეები. პარლამენტის წინ მოწყობილია სცენა და იგეგმება სიტყვით გამოსვლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, 9 აპრილს ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა. ნანა მახარაძე 9 აპრილის მონაწილე ქალია, რომელიც ცნობილ ფოტოზე ასახული ქალია საქართველოს დროშით, ნანა მალაშხია კი წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილე ქალია ევროკავშირის დროშით ხელში წყლის ჭავლის პირისპირ. “ახლა მათ დავაჯილდოებთ, მაგრამ ეს ჯილდო …

ნახვა »

34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან -1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ჯარმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქცია სისხლიანად დაარბია. ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა და მომწამვლელი გაზი გამოიყენეს მშვიდობინი ხალხის წინააღმდეგ. 21 ადამიანი დაიღუპა. ასობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებაზე გადაწყვეტილებას მტკიცებულებების გარეშე არ მიღებდა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის თქმით, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ „კლანი“ არსებობს, ეს ადამიანები კი თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებენ, არანორმალური დამოკიდებულებაა და მისი აზრით, ამ მიმართულებით გამოსაძიებელი არაფერია. ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებაზე გადაწყვეტილებას მტკიცებულებების გარეშე არ მიღებდა. „მოსამართლეებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არანაირი კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. ელჩმა …

ნახვა »

ბზის უკანონოდ მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთსა და სამეგრელოში ბზის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინა. ბზის უკანონოდ მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია