პოლიტიკა

ყველა სიახლე

უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა. როგორც ეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, აღნიშნულის გამო, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა. სავარაუდოდ, რეისი მოგვიანებით შესრულდება. „უამინდობის გამო, Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ბრუნდება სათადარიგო აეროდრომზე, ერზრუმის აეროპორტში – თურქეთში. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ რეისზეა …

ნახვა »

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი; ცხენისა და ვირის ხორცი საცხობში – გადაცემა “აქტუალური თემა”

კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველო ევროპული დავალებების შესრულებას განაგრძობს. რა ეტაპზეა პროცესი და როგორ აფასებენ მხარეები დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს? ცხენის და ვირის ხორცი გლდანის ერთერთ საცხობში

ნახვა »

გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა

 როგორც ცნობილია, გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა. როგორც ფონდ World of Diaspora-ში განაცხადეს, ჰააგაში მდებარე საქართველოს საელჩოში ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოების „გველის პერანგის“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. რომანი, ნიდერლანდელ მკითხველს, თარგმანის ავტორმა, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ლიტერატორმა, არჩილ ჯავახაძემ წარუდგინა, რომელმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის შესაბამისი …

ნახვა »

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი გარდაიცვალა

 ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა “ბელტა” ავრცელებს.  გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  ვლადიმირ მაკეი 64 წლის იყო. ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას 2012 წლის 20 აგვისტოდან იკავებდა. მიმდინარე კვირას ის ერევანს სტუმრობდა, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტი მიმდინარეობდა.

ნახვა »

იაპონიაში გაიმართა ცნობილი იაპონური თეატრალური დასის, “ტაკარაძუკას” წარმოდგენა, რომელიც რუსუდან მეფის მმართველობის პერიოდს მიეძღვნა

  იაპონიაში გაიმართა ცნობილი იაპონური თეატრალური დასის, “ტაკარაძუკას” წარმოდგენა, რომელიც საქართველოს ისტორიას, კერძოდ კი რუსუდან მეფის მმართველობის პერიოდს ასახავს.   როგორც ცნობილია, სპექტაკლში, ჩვენი ქვეყნის ისტორიის გარდა, შესანიშნავად არის წარმოდგენილი ქართული კულტურის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ეროვნული სამოსი, ქართული სიმღერა თუ ცეკვა.    სპექტაკლი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ბილეთების უმეტესობა თითქმის ყველა …

ნახვა »

რა SMS მიიღეს მოქალაქეებმა შსს-გან – ეს ძალიან საჭირო ინფორმაციაა!

ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში ქალთა მიმართ დანაშაულის შემთხვევებმა იმატა. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მესიჯს უგზავნის და აფრთხილებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ძალადობის შემთხვევაში. „ქალის მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა დანაშაულია! თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას აგნიშნული დანაშაულის შესახებ, დაუკავშირდით 112-ს ან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფბ გვერდს. …

ნახვა »

„მხოლოდ ფემინისტური აქტივიზმი ვერ მოერევა ამ საკითხს…“ – ნათია ფანჯიკიძე

ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში ფემიციდის შემთხვევებმა იმატა. ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. „როცა ამდენი უსასტიკესი ოჯახური ძალადობა ხდება ქვეყანაში, რატომ არ ისმის ეკლესიის ხმა, განათლების მინისტრის ხმა, ჯანდაცვის მინისტრის ხმა, სამართალდამცავთა ხმა, რატომ არავინ შეისწავლის მრავალი მხრივ საზოგადოების კატასტროფის მიზეზებს და რატომ არ ისახება მრავალმხრივი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა? მხოლოდ …

ნახვა »

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს- ბრიტანეთი მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით

 გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერში“ წერს. „გაერთიანებული სამეფო მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით. მე დღეს ამას დაგპირდით. გაერთიანებული სამეფო ამ პირობას შეასრულებს“, – აცხადებს ჯეიმზ კლევერლი.  ცნობისთვის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში იმყოფება. …

ნახვა »

„ფორბსის“ უკრაინული რედაქცია – უკრაინის წინააღმდეგ ომზე, რუსეთმა ცხრა თვეში 82 მილიარდ დოლარამდე დახარჯა, რაც ქვეყნის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს

 როგორც გამოცემა „ფორბსის“ უკრაინული რედაქცია იუწყება, უკრაინის წინააღმდეგ ომზე ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც რუსეთის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.  გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ თანხაში შედის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის წარმოებისთვის აუცილებელი უშუალო ხარჯები, თუმცა არ არის გათვალისწინებული თავდაცვის სტაბილური ხარჯები და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების …

ნახვა »

მწერალთა სახლში წიგნის – „ირაკლი აბაშიძე“ პრეზენტაცია გაიმართა

 როგორც ცნობილია, მწერალთა სახლში წიგნის – „ირაკლი აბაშიძე“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის სპონსორი და პროექტის ავტორია ვახტანგ ვეფხვაძე, რედაქტორი და შემდგენელი აკადემიკოსი – ვალერი ასათიანი. ილუსტრაციები დემიკო ლოლაძემ მოამზადა, ხოლო წიგნის დიზაინერი კახა ბახტაძეა. ცნობისთვის, წიგნში შესულია ირაკლი აბაშიძის ცნობილი ლექსები, ასევე წერილები პოეტის შემოქმედების შესახებ, რომელთა ავტორებიც არიან გრიგოლ რობაქიძე, …

ნახვა »

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა დაადასტურა, რომ ყირიმში ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები მოკლეს

 როგორც ცნობილია, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ყირიმში ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები მოკლეს და აღნიშნა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის მხარდასაჭერად მყოფი ნებისმიერი ირანელი სამიზნე იქნება.  მისი თქმით, ირანელები ყირიმში იმისთვის იმყოფებოდნენ, რომ დახმარება გაეწიათ რუსი პილოტებისთვის თეირანის მიერ მიწოდებული Shahed-136 დრონების გამოყენებაში. …

ნახვა »

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი კიევში იმყოფება

 როგორც ცნობილია, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი კიევში იმყოფება. BBC-ის ინფორმაციით, ვიზიტის დროს ჯეიმზ კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას სასწრაფო დახმარების 24 მანქანას გაუგზავნის. მისივე ინფორმაციით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი, სასწრაფო დახმარების ავტომობილების გარდა, 11 სპეცმანქანას, მათ შორის ექვს ჯავშანმანქანასა და მილიონი ფუნტის დაფინანსებას მოიცავს, რომელიც ქვეყანას …

ნახვა »

რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის განხორციელების შედეგად კიევის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

 როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის განხორციელების შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევის დაახლოებით 50% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  მათივე ცნობით, წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ეკიპაჟები სწრაფად მუშაობენ ქალაქში გათბობის სისტემის აღსადგენად.  ცნობისათვის, ოთხშაბათს რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმამ უკრაინის ელექტროსადგურების უმეტესობის …

ნახვა »

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეში ოკუპანტების ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაანადგურეს

 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ზელენი იარში რუსი ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს ცეცხლი გაუხსნეს.  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დაიღუპა 20 და დაიჭრა 15-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ასევე განადგურდა რუსების კუთვნილი საბრძოლო ტექნიკა.  როგორც უწყებაში აცხადებენ,  ოკუპანტები აგრძელებენ მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას. მაგალითად, ზაპოროჟიეს …

ნახვა »

რუსული ტყვეობიდან 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა, მათ შორის 19 მარიუპოლის დამცველია

 უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით, უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 50 სამხედრო დაიბრუნა. “დღეს 50 უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნება მოვახერხეთ რუსული ტყვეობიდან. მათ შორისაა, 20 ეროვნული გვარდიელი, 12 – სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლი, 10 უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი, 10 მესაზღვრე და 2 ტერიტორიული დაცვის წევრი”, – წერს ერმაკი “ტელეგრამის” პირად …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია