პოლიტიკა

ყველა სიახლე

ლეგენდარული ტილდა სუინტონი ახალი ფილმით გვიბრუნდება

ლეგენდარული ტილდა სუინტონი ახალი ფილმით გვიბრუნდება. მსახიობი მთავარ როლს ასრულებს ბრიტანელი რეჟისორის, ჯოანა ჰოგის, ახალ გოთიკურ ფილმში მარადიული შვილი (The Eternal Daughter). აღსანიშნავია, რომ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მარტინ სკორსეზეა, კინოსურათის პრემიერა კი უკვე შედგა ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც მან დიდი მოწონება დაიმსახურა. ცნობისთვის, მარადიული შვილი ხელოვანსა და მის ხანდაზმულ დედაზე მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთ ყოფილ …

ნახვა »

ავარიის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – სიღნაღის თაღი დაზიანდა

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – სიღნაღის თაღი დაზიანდა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია. “ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი …

ნახვა »

ვის ეზრდება დაფინანსება ახალი წლიდან – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ხარჯები 726 მილიონი ლარით იზრდება და ის 21.9 მილიარდ ლარს მიაღწევს. სამინისტროების მიხედვით, დაფინანსების ზრდა ბიუჯეტის მეორე წარდგენის პროექტთან და 2022 წელთან მიმართებით ასეთია: ● ჯანდაცვის სამინისტრო – 6,858 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 60 მლნ, ზრდა 2022-თან 620.9 მლნ …

ნახვა »

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 2 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანადრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის …

ნახვა »

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო …

ნახვა »

რუსმა სამხედროებმა დღეს ხერსონი კვლავ დაბომბეს, არის მსხვერპლი

 როგორც უკრაინული მედია ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით იუწყება, რუსმა სამხედროებმა დღეს ხერსონი კვლავ დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. „დილით ხერსონის ცენტრს „რაშისტები“ დაესხნენ თავს, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და სამედიცინო დაწესებულება, დაარტყეს გაზსადენსაც. მტრის დაბომბვის შედეგად ხერსონის მკვიდრი, 70 წლის ქალი საკუთარ …

ნახვა »

ამერიკელი მსახიობი კლარენს გილიარდი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი კლარენს გილიარდი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ნევადის უნივერსიტეტმა გაავრცელა, სადაც ის ხელოვნების კოლეჯში ასოცირებული პროფესორი იყო. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.  შეგახსენებთ, ყველაზე ცნობილი როლები გილიარდმა  შეასრულა ფილმებში „საუკეთესო მსროლელი“ „კერკეტი კეკელი“, „ვოქერი, ტეხასელი რეინჯერი“.

ნახვა »

ამერიკულმა როკ-ჯგუფმა, Metallica-მ ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა და ალბომი დააანონსა

ლეგენდარულმა ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Metallica-მ ახალ სიმღერაზე “Lux Æterna” გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვა. ამის შესახებ NME წერს. როგორც ცნობილია, ჯგუფმა ახალი ალბომიც დააანონსა. ჩანაწერი სახელწოდებით “72 Seasons” 2023 წლის 14 აპრილს გამოვა. ამასთან, ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მასშტაბურ ტურს გამართავენ.

ნახვა »

ევროკომისია დაყადაღებული რუსული აქტივების კონფისკაციის ინიციატივით გამოდის

 ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ რუსი ოლიგარქების ფული, 19 მილიარდი ევრო, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  როგორც მან განაცხადა, …

ნახვა »

Balenciaga ახალ კამპანიაში ბავშვების მონაწილეობისთვის ბოდიშს იხდის

 ბალენსიაგას უახლესმა სადღესასწაულო კამპანიამ საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ვინაიდან ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც ბევრისთვის  სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. ბრენდი მას შემდეგაც გააკრიტიკეს, რაც მათი ერთ-ერთი კამპანიის ფოტოების ფონში “ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის” შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დოკუმენტიც ჩანდა. საზოგადოება …

ნახვა »

„დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრები უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ

როგორც ცნობილია, გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრები უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ. კონფერენციის მიზანია, განიხილონ „სისხლის სამართლის მიხედვით, ძირითადი დანაშაულების კოორდინირებული გამოძიების“ უფრო ეფექტური მეთოდები. მედიის ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, იტალიისა და კანადის იუსტიციის მინისტრების გარდა, ესწრებიან იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის კომისარი დიდიე რეინდერსი, ჰააგის …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – სახალხო დამცველობის 19 კანდიდატი 8 კანდიდატამდე დავიდა – იმედია, კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხერხდება

სახალხო დამცველობის 19 კანდიდატი 8 კანდიდატამდე დავიდა – იმედია, კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხერხდება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. „კანდიდატების სია თანდათანობით გაიფილტრა. 19 კანდიდატი 8 კანდიდატამდე დავიდა. მათ გარშემო გაგრძელდება კონსულტაციები და იმედია, საბოლოოდ მოხერხდება პოზიციების შეჯერება კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნახვა »

პარლამენტმა წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტში სპორტის უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებსა და სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა. სტუმრად მყოფ სტუდენტებს, სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიესალმა. მან სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებებისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის, სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა. გიორგი ვოლსკიმ სტუდენტებსა და სპორტსმენებს სპორტის განვითარების და მისი ხელშეწყობის …

ნახვა »

ევროკავშირის წარმომადგენლობა – მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით. „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, – აცხადებენ საქართველოში …

ნახვა »

სტოლტენბერგი – ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოკავშირეების დასაცავად, ბუქარესტის მინისტერიალზე განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს დახმარების გზებს

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე. ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს უკრაინის დახმარების გასაძლიერებლად, ისევე როგორც სხვა პარტნიორების, რომლებიც რუსულ ზეწოლას განიცდიან, როგორებიც არიან ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, რუმინეთში გამართულ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია