პოლიტიკა

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მომდევნო სამიტი ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება

 როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განცხადა, ალიანსის შემდეგი სამიტი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება. „ცივი ომის შემდეგ, ჩვენ ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ. ვილნიუსში შეხვედრა შესაძლებლობა იქნება მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისთვის, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. …

ნახვა »

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ

  აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს.  435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.    რაც შეეხება …

ნახვა »

სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ გასტროლი აშშ-ში წარმატებით გრძელდება

  ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ გასტროლი აშშ-ში წარმატებით გრძელდება. სოლო-კონცერტები გაიმართა ბერკლიში, კალიფრონიის უნივერსიტეტში,  ჩიკაგოსა და სანტა-ფეში, ნიუ-მექსიკოს შტატში.  როგორც ცნობილია, 10 ნოემბერს „ბასიანს” პენსილვანიაში ელიან. ანსამბლი გასტროლს 12 ნოემბერს, ნიუ-იორკში კონცერტით დაასრულებს.

ნახვა »

მჯერა — სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2022-ზე წარდგება

  ცოტა ხნის წინ შედგა სიმღერის პრემიერა, რომელიც საქართველოს 2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს. სიმღერას, სახელწოდებით მჯერა, 12 წლის მარიამ ბიგვავა სომხეთის დედაქალაქში დაგეგმილ ფინალურ შოუზე შეასრულებს.  სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, კომპოზიციაზე ვიდეოკლიპი კი ზაზა ორაშვილმა შექმნა. გადაღებები კინოთეატრ აპოლოში მიმდინარეობდა.  ცნობისთვის, მარიამ ბიგვავამ მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის …

ნახვა »

ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი კიევში მესამედ ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი დაუტოვა

  როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, ოსკაროსანი შონ პენი კიევში მესამედ ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მსახიობმა უკრაინაში ოსკარის ფიგურა ჩაიტანა, როგორც უკრაინის გამარჯვებისა და რწმენის სიმბოლო, რომელიც, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება.  “ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინას მესამედ სტუმრობს. ამჯერად ჩვენი …

ნახვა »

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი გააძლიერებს სამხედრო წვრთნებსა და მომზადებას  ნებისმიერი ტიპის ომისთვის

  დღეს, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ჩინეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციების ცენტრს ეწვია, სადაც მეტად საინტერესო განცხადებები გააჟღერა, კერძოდ, სი ძინპინის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ “ერის უსაფრთხოება, სულ უფრო არასტაბილური და გაურკვეველია” ჩინეთი გააძლიერებს სამხედრო წვრთნებსა და მომზადებას  ნებისმიერი ტიპის ომისთვის.   სი ძინპინმა შეიარაღებული ძალების სარდლობას დაავალა, რომ ჯარი …

ნახვა »

მსახიობი ლესლი ფილიპსი, რომელიც ჰარი პოტერში გამნაწილებელ ქუდს ახმოვანებდა, გარდაიცვალა

 მსახიობი ლესლი ფილიპსი, რომლის ხმასაც ჰარი პოტერის ფანები კარგად იცნობენ, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლესლი ჰარი პოტერის ფილმებში გამნაწილებელ ქუდს ახმოვანებდა — მოლაპარაკე ჯადოსნურ ქუდს, რომელიც ჰოგვორტსში მისულ პირველკურსელებს სხვადასხვა სახლში ანაწილებდა.  როგორც ცნობილია, მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა და აქამდე გულის შეტევა ორჯერ გადაიტანა.  შეგახსენებთ, ლესლი ფილიპსი 1958-1978 წლებში Carry On-ის ფილმების …

ნახვა »

The Witcher-ის გულშემატკივრები სერიალში ჰენრი კავილის დაბრუნებას პეტიციით ითხოვენ

 The Witcher-ის მე-4 სეზონში სერიალის მთავარი გმირის, გერალტის როლს ჰენრი კავილი აღარ შეასრულებს. The Witcher-ის მე-4 სეზონში ჰენრი კავილის ნაცვლად ლიამ ჰემსვორტი ითამაშებს. მე-3 სეზონში კი, რომელიც ჯერ არ გამოსულა, გერალტს კვლავ ჰენრი კავილი განასახიერებს.  სერიალიდან ჰენრი კავილის წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა, რომლითაც The Witcher-ის გულშემატკივრები სერიალში …

ნახვა »

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს

 როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს.  „რა თქმა უნდა, გარკვეულ ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. მეტის თქმა არ შემიძლია”, – აღნიშნა ნიკიფოროვმა.  ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, თუ …

ნახვა »

ევროპარლამენტარები – გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში

რამდენიმე ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის „გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ . ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული. კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ …

ნახვა »

რამდენიმე ევროპარლამენტარმა მოამზადა რეზოლუციაში შესწორება, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლდეს, მისი გათავისუფლება დასახელებულია კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობადაც

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა. შესწორებაში, რომელიც ინიცირებულია ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუს-ვოლსკის მიერ, ვკითხულობთ: „მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ განიცდის სათანადო მკურნალობის დანაკლისს, რაც იწვევს საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის“. ევროპარლამენტარების, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილიჩიკის, მიხაელ გალერის, რადოსლავ სიკორსკის, რასა იუკნევიჩიანეს და ანდრიუს …

ნახვა »

შოთა არველაძე – კვარაცხელიას თამაშზე სტუდენტები ყველა რეგიონიდან გაემგზავრებიან, მათ შორის აფხაზეთიდან

შოთა არველაძის იდეა საბოლოოდ დაკონკრეტდა – არველაძეების ფონდის და მისი პარტნიორის დახმარებით, ხვიჩა კვარაცხელიას (ნაპოლის) თამაშზე 12 სტუდენტი გაემგზავრება – ინფორმაციას არველაძეების ფონდი ავრცელებს. საინტერესოა, რომ ჯგუფი საქართველოს ყველა რეგიონის სტუდენტებისგან დაკომპლექტდება და მათ შორის იქნება სტუდენტი აფხაზეთიდან. „ჩვენი ფონდისა და პარტნიორი კომპანიის საერთო ძალისხმევით, 12 ნოემბერს, ნეაპოლში საუკეთესო შედეგის …

ნახვა »

IRI-ის კვლევის თანახმად, ილია მეორის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს გამოკითხულთა 88 პროცენტი, ამავე რეიტინგში კახა კალაძეს 51 პროცენტი აქვს, ირაკლი ღარიბაშვილს 44 პროცენტი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პატრიარქ ილია მეორის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს გამოკითხულთა 88 პროცენტი. კახა კალაძის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 51 პროცენტი, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ – 44 პროცენტი. ანა დოლიძის მიმართ ნდობას გამოკითხულთა 40 პროცენტი აფიქსირებს. სალომე ზურაბიშვილის, დავით უსუფაშვილისა და ნინო ლომჯარიას მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 38 პროცენტი, 37-37 პროცენტს …

ნახვა »

აშშ-ში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება

დღეს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ. ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით, 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. აშშ-ის მოქალაქეები აირჩევენ 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს. გარდა ამისა, 36 შტატში …

ნახვა »

კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული 30 ჯარისკაცი რუსების ტყვეობიდან გათავისუფლდა

   უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის განცხადებით, კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული 30 ჯარისკაცი რუსების ტყვეობიდან გათავისუფლდა.   დიმიტრო ლუბინეცმა დაადასტურა, რომ კუნძულ ‘ზმეინიზე“ დაკავებული 30 სამხედრო უკვე უკრიანის ტერიტორიაზე იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების გასათავისუფლებლად მუშაობას აგრძელებს.   შეგახსენებთ, უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ დროებით ოკუპირებული კუნძული …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია