პოლიტიკა

ყველა სიახლე

გია ვოლსკი – არესტოვიჩის განცხადება არის დაძაბულობისა და დაპირისპირების პროვოცირება, რაც ნამდვილად არ დაუმსახურებიათ არც საქართველოს და არც უკრაინას

ალექსეი არესტოვიჩის განცხადება არის პროვოცირება დაძაბულობისა, დაპირისპირებისა, რომელიც ნამდვილად არ დაუმსახურებია არც საქართველოს და არც უკრაინას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის გაცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება …

ნახვა »

არესტოვიჩი – ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში

ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ჟურნალისტ ნიკოლა ფელდმანის განცხადებაზე, რომ „300 ათასი რუსი ჩავიდა საქართველოში, 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10% და ეს მათთვის (ქართველებისთვის) გახდა დიდი პრობლემა“, არესტოვიჩმა უპასუხა: „ეს არის …

ნახვა »

რუსებმა ზაპოროჟიე S-300 რაკეტებით დაბომბეს

 ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, რუსული ძალები ზაპოროჟიეს დღეს დილით S-300 რაკეტებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტები განადგურდა.  როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსში გაზის სისტემა დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა და კედელი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. „დაზიანებულია სკოლის სახურავი და ჩამსხვრეულია მინები. …

ნახვა »

ნიკა ობოლაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა

ნიკა ობოლაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემაში მრგვალი მაგიდა განაცხადა. ობოლაძის თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს “ძალას, რომელიც შეძლებს ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს”. „საბოლოო ჯამში, ამ ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში მე ვერ ვხედავ იმ ძალას და იმ ენერგიას, რომელიც შეძლებს ქვეყანა ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან. მე მაინტერესებს პოლიტიკაც და ეს ქვეყანაც, შესაბამისად თუ …

ნახვა »

Netflix-მა The Crown-ის ახალი, მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი გაავრცელა

 Netflix-მა The Crown-ის ახალი, მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი გაავრცელა. ახალ სეზონს უამრავი მაყურებელი ელის.  როგორც ცნობილია, ახალ სეზონს მაყურებელი ნოემბერში იხილავს.  ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ შექმნილი სერიალის მე-5 სეზონში მსახიობების ახალ შემადგენლობას ვიხილავთ. პრინცესა დაიანას როლს ელიზაბეთ დებიკი ასრულებს, პრინც ჩარლზს დომინიკ უესტი განასახიერებს, ელიზაბეთ II-ის როლს კი იმელდა სტონტონსი …

ნახვა »

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აღნიშნავს, რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს.  „სუროვიკინის ნამდვილი გეგმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებით: 1. დამბისა და ტრანსფორმატორების დანაღმვა. 2. უკრაინელების იძულებითი გაყვანა, არალოიალური მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასახლება. 3. ტერიტორიის დატბორვა, რათა უკრაინის კონტრიერიში შეაჩერონ და საკუთარი უკან დახევა შეწყვიტონ. რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს”, – …

ნახვა »

დიდმა ბრიტანეთმა ირანს სანქციები დაუწესა

   როგორც ცნობილია, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს. სანქციები დაუწესდა ირანის სამხედრო ოფიცერს, სეიედ ჰოჯატოლა კურეიშის, რომელიც რუსეთთან დრონებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკვანძო ფიგურად მიიჩნევა. დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ასევე დაუწესა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურს, მოჰამად ჰოსეინ ბაგერის და …

ნახვა »

სასამართლო ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული ცხრა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესს ესწრებიან თავად ბრალდებულებიც. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური …

ნახვა »

არესტოვიჩი – უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს

უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვამ შესაძლოა, ძირითადი კომუნიკაციების მოშლა გამოიწვიოს, რისთვისაც უკრაინელები მზად უნდა იყვნენ. „სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენი თბოელექტროსადგურების და ენერგოწარმოების ობიექტების 30 პროცენტი დაზიანდა. იქ …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, ეს ქვეყანა დავღუპოთ

ეს არის არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ პასუხი უარზე, საქართველო ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში და რუსეთთან ომში, არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, ეს ქვეყანა დავღუპოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ყველას კარგად გვახსოვს, რომ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნები და უმაღლესი თანამდებობის პირები სამწუხაროდ, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ“. …

ნახვა »

რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

  უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიყიდვის გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ირანის წინააღმდეგ სანქციები ისინი ძალაში დღესვე შევიდა.  როგორც სანქციების პაკეტშია აღნიშნული, ევროკავშირის ქვეყნები გაყინავენ სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის აქტივებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თვითმფრინავების მიწოდებაზე.

ნახვა »

ბრიტანული მედია – ბორის ჯონსონი აპირებს მონაწილეობა მიიღოს კონსერვატიული პარტიის თავჯდომარის არჩევნებში

 როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ბორის ჯონსონი აპირებს მონაწილეობა მიიღოს კონსერვატიული პარტიის თავჯდომარის არჩევნებში, რათა კვლავ დაიბრუნოს პარტიის ლიდერის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.  ბოლო გამოკითხვებით, კონსერვატიულ პარტიაში დიდი უმრაველსობა უჭერს მხარს ბორის ჯონსონის პარტიის თავდჯომარედ და პრემიერად დაბრუნებას.

ნახვა »

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზი „ყაზახური კინოს დღეებს“ მასპინძლობს

 როგორც ცნობილია, ეროვნულ არქივში „ყაზახური კინოს დღეების” ფარგლებში, ფილმების ჩვენება მიმდინარეობს. პროგრამა მოიცავს 2021-2022 წლებში გადაღებულ სამ მხატვრულს ფილმს.  ცნობისთვის, ქართველმა მაყურებელმა 19 ოქტომბერს  იხილა რეჟისორ აიჟან კასიმბეკის „Fire” (2021); 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ნაჩვენები იქნება რეჟისორ იერნარ ნურგალიევის „Alga”, ხოლო 19:00 საათზე – რეჟისორ დაურენ კამშიბაევის „Zere”.

ნახვა »

ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის ფარგლებში, 2023 წლის ივნისში, თბილისში, პირველად European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება

 ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის ფარგლებში, 2023 წლის ივნისში, თბილისში, პირველად European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება. საქართველოში ჩამოვლენ და ღონისძიებას დაესწრებიან ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტები, ექსპერტები, აქტივისტები, როგორც მთელი ევროპიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. სტუმრები აქტიურად ჩაერთვებიან და თავიანთ წვლილს შეიტანენ ZEG-ის პანელებსა და დისკუსიებში. “ჩვენთვის შესანიშნავი …

ნახვა »

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა. ტრასმა განცხადება ცოტა ხნის გააკეთა. მისი თქმით, ტოვებს კონსერვატიულ პარტიას და ამის შესახებ პრინც ჩარლზს აცნობა. „მე ვაღიარებ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ განვახორციელებ იმ მანდატს, რომლითაც მე კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ლიზ ტრასი თანამდებობაზე 44 დღის წინ აირჩიეს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია