პოლიტიკა

ყველა სიახლე

სოციალურ მედიაში ქალაქ კუპიანსკის შესასვლელთან მდგარი უკრაინელი ჯარისკაცების ფოტო ვრცელდება

სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქალაქ კუპიანსკის შესასვლელთან უკრაინელი ჯარისკაცები დგანან და ხელში უკრაინის სახელმწიფო დროშა უჭირავთ. ცნობილია, რომ უკრაინული ძალები დროებით ოკუპირებული ქალაქის დასაბრუნებლად წინ მიიწევენ. აშშ-ის „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, 72 საათში დაიბრუნებს ქალაქს, რაც სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებს ადგილზე. …

ნახვა »

ანიმაციაში გოჭი პეპა პირველად გამოჩნდა ერთი და იმავე სქესის წყვილი

ცნობილ ბრიტანულ ანიმაციაში გოჭი პეპა პირველად გამოჩნდა ერთი და იმავე სქესის წყვილი — ორი ლესბოსელი პოლარული დათვი, რომლებიც პატარა პენის ერთად ზრდიან. 6 სექტემბერს გამოსულ სერიაში, სახელად “ოჯახი”, პოლარული დათვი პენი ანიმაციის მთავარ პერსონაჟს უყვება, რომ ორი დედიკო ჰყავს, შემდეგ კი მათ ხატავს კიდეც. “ჩემს დედიკოსთან და კიდევ ერთ დედიკოსთან ერთად ვცხოვრობ”, …

ნახვა »

ტაქსის მძღოლმა მგზავრებს, 23-ის ნაცვლად, 195 ლარი მოსთხოვა, შემდეგ კი დაუსახლებელ ადგილას წაიყვანა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტაქსის მძღოლის მიმართ  სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა. უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ “იანდექსის” მძღოლმა ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებს მგზავრობის ღირებულების – 23 ლარის ნაცვლად, 195 ლარი მოსთხოვა, რასაც მგზავრებსა და მძღოლს შორის შეკამათება მოჰყვა. “გვსურს გამოვეხმაუროთ ორი პირის …

ნახვა »

The Crown-ის გადაღებები ელიზაბეთ II-ის გარდაცვალების გამო შეჩერდა

ელიზაბეთ II-ის გარდაცვალების შემდეგ The Crown-ის სცენარისტმა, პიტერ მორგანმა განაცხადა, რომ “დედოფლისთვის პატივის მისაგებად” სერიალის მე-6 სეზონის გადაღებები განუსაზღვრელი დროით შეჩერდა. “The Crown დედოფლისადმი სასიყვარულო წერილია. ამ მომენტში კი არაფერი მაქვს დასამატებელი დუმილისა და პატივისცემის გარდა. ასე რომ, დედოფლისთვის პატივის მისაგებად გადაღებებს ვწყვეტთ”, — განაცხადა მორგანმა. შოუს შემქმნელებმა დიდი ხნის წინ შეიმუშავეს …

ნახვა »

63 წლის მამაკაცი, რომელსაც მეზობლად მცხოვრები 12 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს

63 წლის მამაკაცი, რომელსაც შიდა ქართლში, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, დანაშაულს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის გამო გაურკვევლობაშია. „დეტალებს საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მის პოზიციას გეტყვით, რომ ბრალდებას, რის გამოც დაკავებულია, არ ეთანხმება. თვითონაც …

ნახვა »

თბილისი მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

9-14 სექტემბერს, თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს 11 ქვეყნიდან 14 ავტორი ეწვევა. ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მთავარი თემაა „შინ“, როგორც ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი. პროგრამის სადისკუსიო თემები ამ სიმბოლოს და მის შინაარსს დაეთმობა. კვირეულის განმავლობაში …

ნახვა »

გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით საყოველთაო-სახალხო განხილვების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით საყოველთაო-სახალხო განხილვების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. ჟურნალისტებთან საუბარში კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ცვლილებების თაობაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტი რა გადაწყვეტილებასაც იღებს, მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესზე არ იყოს მორგებული. „ის, თუ …

ნახვა »

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემს „ტელეგრამზე“ 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე, ამოცანა მაქვს, მათი რაოდენობა გავზარდო

ჩემს „ტელეგრამ“ არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან, რომ წამოვიდნენ და ქუჩაში პროტესტი და ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე და ეგეთ რაღაცეებზე გამოთქვეს მზაობა, რომ გააკეთონ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მასშტაბური აქციების დროს იყო პრობლემები და ამის მიზეზი იყო, რომ ორგანიზატორები რაღაცებზე ვერ …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია, მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს

მწამს, რომ პარტნიორობისა და ერთობის ძალას ვერაფერი შეარყევს. საქართველო მომავალშიც ღირსეულ და საიმედო პარტნიორობას გასწევს ჩვენს რეგიონში, შავ ზღვასა და მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერების სფეროში, რამეთუ მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიებაზე …

ნახვა »

საქართველოს პარლამენტში დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „გუშინ 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე. ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას. დედოფალი ელისაბედ მეორე 70-ზე მეტი წლის განმავლობაში რთულ და გამოწვევებით სავსე …

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის მიმართულებით ტერიტორიების დაბრუნებას

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის მიმართულებით ტერიტორიების დაბრუნებას – აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის განახლებული რუკა ევროპელი ომის ექსპერტებისგან. მათი აზრით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი მოქმედებები და დასავლეთიდან მიუახლოვდნენ შევჩენკოვს დასახლების ასაღებად, სხვებმა კი გვერდი აუარეს მას, წინ მიიწიეს გრუშევკასა და კუპიანსკისკენ, ხოლო ბოროვსკოე დაიბრუნეს. ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ბალაქლია, …

ნახვა »

ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა

ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა. გადწყვეტილება საბჭომ დღეს მიიღო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში გრძელი და რთული სავიზო აპლიკაციის გარეშე შესვლის პრივილეგია აღარ ექნებათ. წევრი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანად დარჩენისთვის საჭირო ტურისტულ სავიზო აპლიკაციებს გართულებული პროცედურით გასცემენ. რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული ვიზის შეთანხმების გაუქმებით რუსეთის მოქალაქეებს შენგენის …

ნახვა »

პოდოლიაკი: უკრაინამ კონტრშეტევით დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ შეუძლია ტერიტორიების დეოკუპაცია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ შეუძლიათ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. “რას ეუბნება უკრაინის ეფექტიანი კონტრშეტევა მსოფლიოს? 1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ მოხდება. 2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი. 3. დროა, რუსული ჯარები გავიდნენ. ეს …

ნახვა »

ბრიტანეთის დედოფალი გარდაიცვალა

ბრიტანეთის დედოფალი გარდაიცვალა. ელისაბედ მეორის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ბუკინგემის სასახლემ ინფორმაცია დღეს გაავრცელა, სიცოცხლის ბოლო დღეები მონარქმა შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაატარა.  დღეს მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრებიც.  ელისაბედ მეორე ყველაზე ხანგრძლივად იკავებდა მონარქის ტახტს, ის დედოფალი მამის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წელს გახდა. 

ნახვა »

ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან მოსახლეობა იკრიბება

ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან მოსახლეობა იკრიბება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. ექიმები შეშფოთებულნი არიან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რეკომენდაციას უწევენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია