პოლიტიკა

ყველა სიახლე

ღაზას სექტორში საკუთარი საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა 123 000-ზე მეტმა პალესტინელმა

გაეროს გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა და იძულებით გადაადგილდა 123 000-ზე მეტი პალესტინელი. ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 74 000 ადამიანი სკოლების შენობებს აფარებს თავს. შეგახსენებთ, ისრაელმა “ჰამასის” მოულოდნელ თავდასხმას ღაზაში საჰაერო დარტყმებით უპასუხა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაშავდა. ღაზას …

ნახვა »

ჯო ბაიდენი – მზად ვართ შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი საშუალება ისრაელის მთავრობასა და ხალხს – ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული

  ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზადაა ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს. დღეს დილით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში საზარელი მიმდინარე თავდასხმების შესახებ. შეერთებული შტატები ცალსახად გმობს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებულ ამ საშინელ თავდასხმას, – აღნიანულია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში. „პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, რომ …

ნახვა »

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ფაიგ გულიევი დახვდნენ. ვიზიტის …

ნახვა »

ისრაელის პრემიერ-მინისტრი – ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით ისრაელი იწყებს ხანგრძლივ და რთულ ომს. ომი გვაიძულა „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ, – განაცხადა მან. ისრაელის პრემიერის თქმით, ისინი აღადგენენ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გაიმარჯვებენ. მისი თქმით, პირველი ეტაპი რამდენიმე საათებში ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით დასრულდება. „ ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და …

ნახვა »

„ჰამასის“ დაჯგუფების წევრი, სალეჰ ალ-არური აცხადებს, რომ მზად არიან „ყველაზე უარესი სცენარისთვის“

„ჰამასის“ დაჯგუფების წევრი, სალეჰ ალ-არური,  ღაზას მმართველი, აცხადებს, რომ მზად არიან „ყველაზე უარესი სცენარისთვის“, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. „ჩვენ მზად ვართ ყველაზე უარესი სცენარისთვის, მათ შორის სახმელეთო შემოჭრისთვის, რაც საუკეთესო იქნება ჩვენთვის ამ ბრძოლის დასასრულის გადასაწყვეტად. მიმდინარეობს ინტენსიური საერთაშორისო და რეგიონალური ძალისხმევა კრიზისის დასასრულებლად, მაგრამ ახლა არაფერი იქნება უფრო მნიშვნელოვანი, …

ნახვა »

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს

„ბიბისის“ გავრცელებული ინფორმაციით ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და სამხედროების მობილიზაციას ახდენენ, – ინფორმაციას ამის შესახებ. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა. მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში საპასუხო საჰაერო თავდასხმები დაიწყეს და „ჰამასი“ გააფრთხილეს, რომ „ძალიან მძიმე …

ნახვა »

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მისმა სიმლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავიდან 8 კილომეტრში, სოფელი შაქრიანში იყო.

ნახვა »

საგარეჯოში 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. არასრულწლოვანი გოგონა 2 თვეა, რაც გაათხოვეს. ის წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, დეტალები უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ …

ნახვა »

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. „ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს. ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. ანგარიში იქნება …

ნახვა »

გააგრძელეთ წინსვლა, იყავით მკაფიო რეფორმების განხორციელების და იმ პოლიტიკის გატარების პროცესში, რომელზედაც შევთანხმდით – ურსულა ფონ დერ ლაიენმა

გააგრძელეთ წინსვლა, იყავით მკაფიო რეფორმების განხორციელების და იმ პოლიტიკის გატარების პროცესში, რომელზედაც შევთანხმდით, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან ქალაქ გრანადაში საქართველოსთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. „ჩვენ შევაფასეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბევრი …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია!

მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე საუბრისას. კობახიძე განმარტავს, რომ პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის – არა. „მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! …

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – რუსეთი ოჩამჩირეში ბაზის გახსნას ბედავს იმიტომ, რომ მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისშიც

რუსეთი ოჩამჩირეში ბაზის გახსნას ბედავს იმიტომ, რომ მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისშიც, – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე. როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” ლავროვის ოჯახის წევრებს საქართველოში “პურ-მარილს უშლის” და დუმს ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ბაზის განლაგების საკითხზე. “უმძიმესი და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის კატასტროფული საფრთხის შემცველი ინფორმაცია გახდა დღეს ჩვენთვის, …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა ევროპელი ლიდერისგან, მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის მეთაურის თქმით, საკითხი ეხებოდა უკრაინის ომს და მის გავლენებს რეგიონზე, მათ შორის, ჩვენს რეგიონში მიმდინარე სიტუაციას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს. „ასევე, მათ მივაწოდე ინფორმაცია დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. იცით, რომ გახდა …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი წითელ ზღვარს კვეთს – რა ნდობაზეა საუბარი, მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განაცხადებით, არ არსებობს ნდობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის.  მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს, რადგან პრეზიდენტი გამოვიდა 26 მაისს სამარცხვინოდ და ბოდიში მოუხადა მთავრობის საქმიანობისთვის 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს, ამის შემდეგ მთავრობა როგორ უნდა ენდოს პრეზიდენტს. კობახიძე აცხადებს, რომ  მთავრობა ვერ ენდობა პრეზიდენტს ისეთ მნიშვნელოვან …

ნახვა »

საგარეო საქმეთა სამინისტრო – შეშფოთებას გამოთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი ბაზის განლაგებისა და რუსეთის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულს განცხადებაში. „შეშფოთებას გამოთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია