პოლიტიკა

ყველა სიახლე

პაატა მანჯგალაძე კოლეგებზე: ნეტარ არიან მორწმუნენი

ვისაც სჯერა, რომ “ქართული ოცნება” მომავალ 6 თვეს რეფორმების სიმულაციისთვის არ გამოიყენებს, მივიდნენ და შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას დაესწრონ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ – ნეტარ არიან მორწმუნენი – ვისაც “ქართული ოცნების” სჯერა, ჩვენ მათ გავატარებთ! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა. როგორც მანჯგალაძემ განმარტა, “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა …

ნახვა »

Stranger Things-ის სამყაროზე ძმები დაფერები ახალ სერიალს გადაიღებენ

Stranger Things ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული პროექტია, რომლის მეოთხე სეზონმაც მაყურებლის მოლოდინს გადააჭარბა. სერიალი მეხუთე სეზონით დასრულდება, თუმცა ამ იდუმალებით მოცულ სამყაროსთან საბოლოოდ გამომშვიდობება არ მოგვიწევს, რადგან მისი შემქმნელები, ძმები დაფერები ახალი სერიალის გადაღებას გეგმავენ. ფანებმა ივარაუდეს, რომ ახალი სერიალი ილევენზე ან ფანების ფავორიტ სტივზე იქნებოდა, თუმცა დაფერებმა …

ნახვა »

ცნობილმა რუსულმა ჯგუფმა ანტისაომარი კლიპი გამოუშვა და ქვეყანა დატოვა

ცნობილმა რუსულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, LITTLE BIG, უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ დაგმო ღიად — ამჯერად, სიმღერით და მასზე გადაღებული კლიპით. ამასთან, ბენდმა ქვეყანაც დატოვა და, გავრცელებული ცნობით, ამჟამად ლოს-ანჯელესში იმყოფებიან. სიმღერა, სახელწოდებით Generation Cancellation (“თაობის გაუქმება”), ისევე, როგორც მასზე გადაღებული კლიპი, სიმბოლოებითა და ალუზიებით მიმდინარე კონფლიქტს ეხმაურება. ამასთან, იუთუბზე ატვირთული ვიდეოს აღწერაში …

ნახვა »

„გახსოვდეს რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი – უკრაინაა“

კუნძულ ზმეინიზე ხელახლა აღმართულ დროშაზე რუსული გემისთვის ახალი გზავნილია დატანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესსამსახური სერგეი ბრატჩუკი „ტელეგრამზე“ ავრცელებს. მან სოციალურ ქსელში ფოტოც გაავრცელა, სადაც რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმზღვანელი მაკსიმ მარჩენკო უკრაინის დროშაზე წარწერას აკეთებს. „გახსოვდეს რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი – უკრაინაა“- წერია დროშაზე. ცნობისთვის, ოკუპანტებისგან …

ნახვა »

თურქეთმა ექსპორტი ყველაზე მეტად საქართველოსა და ბულგარეთში გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თურქეთის ექსპორტი მეზობელ ბულგარეთში, საქართველოში, ერაყში, ირანში, სირიასა და საბერძნეთში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25,4%-ით გაიზარდა და 11,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის ვაჭრობის სამინისტროსა და თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის მონაცემებით, თურქეთიდან მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტი 20%-ით გაიზარდა …

ნახვა »

გომელაური, ლილუაშვილი – ხოშტარია “ოლიგარქიის საყრდენი” ძალოვნების დასანქცირებას ითხოვს

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია “ოლიგარქიის საყრდენი” ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიამ თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდებათ ინფორმაცია სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილზე, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სუს-ის წარმომადგენელ კობა კობიძეზე. ხოშტარიას თქმით, ძალოვანი სტრუქტურები არის საყრდენი, რომლის მეშვეობითაც ოლიგარქი იტაცებს სახელმწიფოს და ჩართულია რუსეთთან საშიში კავშირის …

ნახვა »

ხელოვნების მუზეუმი ”მიხაილოვის საავადმყოფოს” ნაცვლად

ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფო“ მალე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაიქმნება. ინიციატივა ბათუმელ ბიზნესმენს, შალვა ბრეუსს ეკუთვნის, რომელმაც ობიექტი აუქციონზე 16 მილიონ ლარად შეიძინა. პრეტენდენტები აუქციონზე არ ყოფილან, რადგან პროექტი იმთავითვე ობიექტის კულტურულ დანიშნულებას ითვალისწინებდა და ბიზნესმენებისთვის კომერციულად საინტერესო არ აღმოჩნდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კაფეები და სხვა საჯარო …

ნახვა »

ოკუპირებულ ხერსონში მასშტაბური ხანძარია

ოკუპირებულ ხერსონში მასშტაბური ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია რკინიგზის სადგურთან მდებარე საწყობები.  ამ დროისთვის უცნობია, რა ინახებოდა საცავებში და რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ოლქის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ სალდო, ტელეეთერში დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ქალაქის დაბომბვის შესახებ იუწყებოდა.

ნახვა »

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური სესიის ბოლოს დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც  რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ბირმინგემში 2-6 ივლისს გაიმართა. დოკუმენტში ასევე გამოთქმულია „ღრმა მწუხარება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გამო …

ნახვა »

ბორის ჯონსონი „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს ოფიციალური პირების თანხლების გარეშე შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატის წევრებს დაუდასტურა, რომ ის რუს ოლიგარქსა და „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს, თანაშემწეების გარეშე რამდენჯერმე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, პრემიერს ეს შეკითხვა პარლამენტში დაუსვეს, სადაც ის გუშინ კანონმდებლების შეკითხვებს პასუხობდა. „მე მას სულ რამდენიმეჯერ შევხვდი“, – განაცხადა ჯონსონმა. კანონმდებლების კითხვაზე, შეხვდა თუ …

ნახვა »

ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებისთვის ჭადრაკში მასტერკლასი ჩაატარა

პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი №16 და №12 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულთა შორის შიდა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულებს შეხვდა და მასტერკლასი ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მსოფლიო ჩემპიონმა მსჯავრდებულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გამარჯვებულებს სიგელები გადასცა. „შეხვედრას ესწრებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, უწყების წარმომადგენლები და საქართველოს შოთა რუსთაველის …

ნახვა »

ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეიდან კონსულტაციები იწყება

ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში კონსულტაციები იწყება. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დღეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მივლენ „მოქალაქეები“, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები და „გირჩი“. რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, ისინი ამ დრომდე კონსულტაციებს მართავენ და დღის განმავლობაში აპირებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. თუმცა, გუშინ მათ თქვეს, რომ ამ …

ნახვა »

ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა

ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას. ხელისუფლებიდან წასული საჯარო პირების განცხადებით, მათ აღარ აქვთ ნდობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ, რომელსაც მთავრობა კრიზისში შეჰყავს. გუშინ თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა. ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა …

ნახვა »

კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, ხვიჩა – „ნაპოლი“ კვარაცხელიას მიესალმა

„კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, ხვიჩა –  სამუდამოდ „ნაპოლიში“ – ასე მიესალმა „ნაპოლი“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე  ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც იტალიურ კლუბს შეუერთდა. თავად ხვიჩამ კი მცირე კომენტარი გუნდის ტვიტერის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა: „აი, როგორც იქნა აქ ვარ, გაუმარჯოს „ნაპოლის“, „ნაპოლი“ სამუდამოდ!“. ხვიჩა კვარაცხელია პოირველი ქართელი ფეხბურეთელია კახა კალაძისა და ლევან …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების სფეროში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზად არის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, ითანამშრომლოს საქართველოსთან ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით. რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ მიუხედავად დღეს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია