პოლიტიკა

ყველა სიახლე

სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო 2 შეტყობინება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და  თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან, 8 ადამიანის საკვებით ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ. სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“. “შეტყობინებების …

ნახვა »

ნიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას ორდენი გადაეცა

“მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას ორდენი გადაეცა. ჯილდო მას უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა კიევში, რადაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გადასცა. ნიკა გვარამია პირველი ქართველია, ვისაც აღნიშნული ჯილდო გადაეცა. “ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! უკრაინის რადამ მომანიჭა მედალი უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის. პირველი ქართველი ვარ, …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს – საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწადნახევარია. ერთად აღვნიშნავთ თქვენი გამარჯვების დღეს!

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. “ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო დღეს, თქვენთან ერთად აღნიშნავს თქვენი დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწადნახევარია. ერთად აღვნიშნავთ თქვენი გამარჯვების დღეს. …

ნახვა »

ევგენი პრიგოჟინის კუთვნილ თვითმფრინავს ორი რაკეტა მოხვდა და ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი გარდაიცვალა

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილ თვითმფრინავს ორი რაკეტა მოხვდა და ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი გარდაიცვალა. თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა, “ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. რუსული მედია ასევე წერს, რომ ბორტზე პრიგოჟინის მოადგილე, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდა. რუსეთის ავიაციის სააგენტო ადასტურებს, რომ ბორტზე მყოფი მგზავრების სიაში პრიგოჟინის გვარიც იყო. მომხდართან …

ნახვა »

სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

ნახვა »

კელი დეგნანი – ჩემი რჩევა ამომრჩევლებისთვის: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია, აშშ ენდობა თუ არა შედეგებს, მთავარია ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას. „ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს …

ნახვა »

მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა

მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა. საქართველოს პროკურატურამ  მას ბრალი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს …

ნახვა »

უკრაინა პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა, პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს, – ამის შესახებ. „მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომელიც გადაეცემა უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ – 42 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ …

ნახვა »

დმიტრო კულებამ დასავლელ ანალიტიკოსებს მოუწოდა, უკრაინის კონტრშეტევის შესახებ პროგნოზების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დასავლელ ანალიტიკოსებს მოუწოდა, უკრაინის კონტრშეტევის შესახებ პროგნოზების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. ”ჩვენ მშვიდად ვხვდებით ამგვარ განცხადებებს. უსახელო ოფიციალური პირების, გენერლებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას 2022 წლის თებერვალში 3-10 დღეში არსებობა უნდა შეეწყვიტა. ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინა მთელ თავის ტერიტორიას ასე სწრაფად ვერ დაიბრუნებს. მინდა …

ნახვა »

უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს, …

ნახვა »

მეგი გოგიტიძე – არავისი საქმე არაა, მე რა ენაზე ვისაუბრებ, რა ენაზე ვიმღერებ – არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ…

მომღერალი მეგი გოგიტიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც მას ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან ხშირი კავშირის გამო. ამჯერად, სიმღერის ჩაწერისას რუსულად საუბრის გამო დაიმსახურა ხალხის უარყოფითი ემოციები. “გავიმეორებ მრავალჯერ ნათქვამ სიტყვებს, არავისი საქმე არაა, მე რა ენაზე ვისაუბრებ, რა ენაზე ვიმღერებ და, ზოგადად, გულწრფელად გეუბნებით, არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ… თქვენი აზროვნება ფანატიურია სამწუხაროდ და …

ნახვა »

17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს …

ნახვა »

პაპუნა მარგველიძე – შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება – ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული. „ძებნის არეალი, რა თქმა უნდა, გაფართოებულია. ამბროლაურამდე არის ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასული და მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება. იმ …

ნახვა »

სადაც კომისიის შექმნა არ უნდათ, ავლენენ იმას, რომ პირდაპირ მათი დანაშაული იკვეთება – რომან გოცირიძე

გაბედოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს – პირდაპირ ის იქნება პასუხისმგებელი ხალხისა და იმ ადამიანების ოჯახების წინაშე, ვინც სტიქიის შედეგად დაიხოცა! –  განაცხადა „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელის, რომან გოცირიძემ. გოცირიძე ამბობს, რომ იმ ფონზე როცა ასეულობით მილიონი ლარი მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, ავტომობილებსა და „სულელურ პროგრამებზე“ …

ნახვა »

18 და 19 აგვისტოს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების თქმით, 18 და 19 აგვისტოს, საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 და 19 აგვისტოს უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, კავკასიონის ჩრდილოეთ მთიან და მაღალმთიან რაიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია