პოლიტიკა

ყველა სიახლე

ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლების პრიორიტეტები გამოაქვეყნა – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია

ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ევროკავშირის პრიორიტეტები გამოაქვეყნა. „ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის გაძლიერებას ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს ახალ იმპულს სძენს პროგრესის გაგრძელებას ადამიანის უფლებების, …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე თანამდებობას ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი და ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე თანამდებობას ტოვებს. „მადლობა ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ვინც მონაწილეობა მიიღო შიდა პარტიულ არჩევნებში. განსაკუთრებული მადლობა ბათუმს და სრულიად აჭარას. გულწრფელად ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ წარმატებებს ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. მე დღეიდან ვტოვებ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს, ვრჩები პარტიაში …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ბაჩო დოლიძემ და აკაკი მინაშვილმა თანამდებობები დატოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ბაჩო დოლიძემ და აკაკი მინაშვილმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარტიაში რჩებიან. ბაჩო დოლიძეს პარტიაში საორგანიზაციო მდივანის პოზიცია ეკავა, ხოლო აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო. ბაჩო დოლიძის შეფასებით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გუნდის დაკომპლექტების შესაძლებლობა. „არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. არ ვაპირებთ ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას. ვულოცავ …

ნახვა »

ნიკა მელია – ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს ამ შედეგს, ვუსურვებ მას, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით

არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს ამ შედეგს, ვუსურვებ მას, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა. „დასრულდა არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“, პარტიაში, რომელსაც ქვეყნის მართვის და ამავე დროს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების გამოცდილება აქვს. ეს ტრადიცია ამ პარტიამ შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში, …

ნახვა »

ირაკლი ზარქუა – ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ

ჩემი ფავორიტი ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა. ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, ხაბეიშვილი პარტიის სიმბოლოა. „მთავარ ოპოზიციურ პარტიას ჩემი ხაბე ხელმძღვანელობს, მეტი რა უნდა გითხრათ ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, მათ ტაქტიკაზე, მათ შესაძლებლობებზე. ხაბეა სიმბოლო „ნაცების“. ხაბეს ვთხოვ, პარლამენტიდან გასვლები არ …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ამის შესახებ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. „არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების …

ნახვა »

ხერსონში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

ხერსონში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება.  როგორც ხერსონის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა, რუსული ძალების იერიშების სამიზნე იყო საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური, ფოსტა, ბანკი და საცხოვრებელი კორპუსები. „დაშავებულთა შორის იყო მედდა, რომელიც მუშაობდა რეგიონულ საავადმყოფოში, როდესაც მას თავს დაესხნენ”, – აღნიშნა ხერსონის …

ნახვა »

საქართველოს სამუშაო ვიზიტით მოლდოვის ვიცე-პრემიერი ეწვევა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოწვევით, 30-31 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი ესტუმრება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ვიზიტის მიზანია სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ურთიერთობების განვითარება საქართველოს მთავრობის სხვა შესაბამის უწყებებთან და სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯების …

ნახვა »

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 36 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო

ბევრი ადამიანია, რომელმაც ვერიფიკაციის კოდი ვერ მიიღო, მაგრამ დღეს დღის ბოლომდე ყველა ვერიფიკაციის კოდს მიიღებს , – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი პატარაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 36 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. „არჩევნებში 36 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნები გრძელდება და ხვალ დილით …

ნახვა »

პაკისტანში სატრანსპორტო ავარიის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ პაკისტანში სატრანსპორტო ავარიის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების განცხადებით, 41 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ავტობუსი სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ პროვინციაში ხევში ჩავარდა, ხოლო მინიმუმ 10 სტუდენტი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში ნავით ავარიის შედეგად. როგორც ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა,  ცხრა ადამიანი კვლავ წყალში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და სამაშველო ოპერაცია …

ნახვა »

უკრაინა დრონების შესყიდვების გაზრდას გეგმავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 2023 წელს შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვას გაზრდის. ამის შესახებ Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში გაერთიანებული ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა სერჰი ნაიევმა თავდაცვის მაღლჩინოსნების, გენერალური შტაბის, ეროვნული უპილოტო საფრენი აპარატების დიზაინერებისა და მწარმოებლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგოც ნაიევმა აღნიშნა, უკრაინის არმიის საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, 2023 წელს ამ მიზნით …

ნახვა »

2023 წლის ევროპის ჩემპიონი – ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა

დღეს, ფინეთის  ქალაქ  ესპოში  გათამაშდა მედლების  კომპლექტი  ქალთა  კატეგორიაში, 30 სპორტსმენს  შორის 199,91 ქულით ევროპის  ჩემპიონი ქართველი სპორტსმენი  ანასტასია  გუბანოვა  გახდა. კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე და გამორჩეული  მოვლენა ,  რომელიც ოქროს  ასოებით  შევა  ქართული  სპორტის ზამთრის  სახეობების  ისტორიაში.  ქართველ  მოციგურავეთა  წარმატებების  საგანძურს ყველაზე  ძვირფასი,  ევროპის  ოქროს  მედალი შეემატა.

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინას ევროკავშირისგან უპირობო მხარდაჭერა აქვს და მან რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა გაიმარჯვოს. „ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე. უკრაინა იბრძვის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, იბრძვის საერთაშორისო სამართლისთვის და დემოკრატიის პრინციპებისთვის და ამიტომაც უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, …

ნახვა »

რუისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მერვე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ …

ნახვა »

ზურაბ ჩხაიძე – თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს

მიხეილ სააკაშვილისთვის სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის აუცილებელია, ამაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა. თუ ასე გაგრძელდება მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, სხვა შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე, – ამის შესახებ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია