პოლიტიკა

ყველა სიახლე

ჟურნალმა Sight and Sound ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა

ჟურნალმა Sight and Sound, რომელსაც „ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი“ (BFI) გამოსცემს, ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა. რეიტინგის პირველ საფეხურზე ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080“ აღმოჩნდა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა. საუკეთესო სამეულში  მოხვდნენ ალფრედ ჰიჩკოკის „თავბრუსხვევა“ და ორსონ უელსის „მოქალაქე კეინი“. მეოთხე ადგილზეა იაპონური დრამა …

ნახვა »

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესმა 2023 წლის თავდაცვის რეკორდულ ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. როგორც ცნობილია, მომავალი ფისკალური წლისთვის სამხედრო ბიუჯეტი 80 მილიარდი დოლარით გაიზრდება და 858 მილიარდ დოლარს შეადგენს. დოკუმენტი უკრაინისთვის სულ მცირე 800 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც დამატებით სამხედრო დახმარებას მოემსახურება. ეს 500 მილიონით მეტია, ვიდრე თეთრი სახლი მოითხოვდა. დოკუმენტის თანახმად, დაახლოებით 10 …

ნახვა »

რუსეთში, მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრი იწვის

მოსკოვში მასშტაბური ხანძარია. „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, ცეცხლი რუსეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო კომპლექსს, „მეგა ხიმკის“ გაუჩნდა, რომელიც ლენინგრადის ავტომაგისტრალზე მდებარეობს. მედიის ცნობით, ცეცხლის ალში გახვეულია მთლიანად სავაჭრო ცენტრი. საუბარია დაახლოებით 18 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის სახურავს, შემდეგ გაისმა აფეთქებების ხმა, რასაც კონსტრუქციის …

ნახვა »

კობახიძე ლომჯარიაზე: სახალხო დამცველის გარდა ყველაფერი იყო

“რეალურად სახალხო დამცველის გარდა პრაქტიკულად ყველაფერი იყო, პოლიტიკაში იყო მთლიანად ჩართული, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც განსაკუთრებული ძალისხმევა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების გადატრიალების მიმართულებით. მთლიანად პოლიტიკური იყო მისი დღის წესრიგი. რომ ნახოთ მისი ანგარიშები, ნახავთ, რომ ადამიანის უფლებების ნაწილში საერთოდ არაფერი, მთლიანად პოლიტიკური იყო მისი დღის წესრიგი, ერეოდა საგარეო …

ნახვა »

პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი, დინა ბოლუარტე ჰყავს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა ექსპრეზიდენტი პედრო კასტილიო იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენა. 60 წლის დინა ბოლუარტემ, რომელსაც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადო. მანამდე, კასტილიომ განაცხადა, რომ კონგრესის “განსაკუთრებული საგანგებო მთავრობით” ჩანაცვლებას გეგმავდა, მაგრამ კანონმდებლებმა მას საგანგებო სხდომაზე 101 ხმით 6-ის წინააღმდეგ …

ნახვა »

მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთში დაკავებული კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, ვაშინგტონი იარაღით ცნობილ მოვაჭრე ვიქტორ ბუტს გაათავისუფლებს

მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთში დაკავებული კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის იარაღით ცნობილ მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვლაზე შეთანხმდნენ. ვიქტორ ბუტი აშშ-ის ციხეში 12 წელია, იმყოფება. ბრიტნი გრინერი კი, მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის ბრალდებით მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ზაფხულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვს კალათბურთელის გაცვლა შესთავაზა. „სიკვდილით მოვაჭრის“ …

ნახვა »

სერგეი გაიდაი – ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი

უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამ“ არხში წერს. მისი ცნობით, უკრაინის შეირაღებული ძალები სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით წინ მიიწევენ. „ნელ-ნელა წინ მივიწევთ, თუმცა რუსებმა მოასწრეს იქ დიდი რაოდენობის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მობილიზება – ახლად მობილიზებულების, პატიმრების, კადიროველების, რეგულარული ჯარის, მედესანტეების …

ნახვა »

ICOMOS-ის დასკვნით, გელათის მონასტერზე განხორციელებული ჩარევების უმეტესობა საერთაშორისო პრინციპებს არ შეესაბამება

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS-მა) გელათის მონასტრის კონსერვაციულ მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. რატომ არის მნიშვნელოვანი: გელათში სამუშაოები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: კედლის მხატვრობის კონსერვაცია, რომელსაც ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდო ხელმძღვანელობს და დაზიანებული გადახურვების გადაუდებელი დაცვა — შემდგომი რესტავრაცია, რომელსაც უძღვებიან, უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი. ანგარიშის თანახმად, ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია …

ნახვა »

პაველ ჰერჩინსკი – მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული, რასაკვირველია, მისი მომავალი სასამართლოს პრეროგატივაა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული. ელჩის განმარტებით, სააკაშვილის მდგომარეობას თვალყურს ადევნებენ. „ჩვენ ვიცით მისი გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ, ვადევნებთ თვალყურს, რომ მისი ყველა უფლება იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს კავშირი მის ოჯახთან, მის ადვოკატებთან და რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი …

ნახვა »

კახა კალაძე – ბოლო დღეებია, ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები

არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, არსებობს გარკვეული თარიღები, რომლებსაც განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდება და სწორედ ასეთია ახალი წელი. „მინდა, ყველას შევახსენო, რომ არსებობს გარკვეული თარიღები, რომლებსაც, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს …

ნახვა »

სუს-მა ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.  ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში არასდროს ჩაერთვება. პრემიერის თქმით, უკრაინისადმი სამხედრო დახმარების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. „სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ხალხის …

ნახვა »

ლატვიის შემდეგ დამოუკიდებელი რუსული ტელეარხის, „დოჟდის“ მაუწყებლობა ლიეტუვაშიც შეწყდება

ლატვიის შემდეგ დამოუკიდებელი რუსული ტელეარხის, „დოჟდის“ მაუწყებლობა ლიეტუვაშიც შეწყდება. ინფორმაციას მედია ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კომისიის განცხადებით, ლატვიაში „დოჟდის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ის 8 დეკემბრიდან ლიეტუვაში ხელმისაწვდომი აღარ იქნება. შეგახსენებთ, ლატვიის ელექტრონული მასმედიის ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებელ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდს“ ლიცენზია გაუუქმა. გადაწყვეტილება იმ საფრთხის გამო მიიღეს, …

ნახვა »

კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება

ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, კრემლი უარყოფს მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, რომ მოსკოვი მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებას გეგმავს, თუმცა არსებობს რამდენიმე ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის განხორციელებას აპირებს. ამასთან, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლი რისკავს მისი სანდოობის კიდევ უფრო შელახვას მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებით, რაზეც არაოფიციალური წყაროები საუბრობენ, მაგრამ რუსი ოფიციალური …

ნახვა »

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში, „დემოკრატებმა“ სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში, „დემოკრატებმა“ სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯორჯიის შტატში, მეორე ტურში, დემოკრატმა სენატორმა რაფაელ უორნოკმა „რესპუბლიკელ“ კონკურენტზე ჰერშელ უოკერზე გაიმარჯვა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პარტია ახლა კონგრესის 100-ადგილიან ზედა პალატაში 49 ადგილს იკავებს. როგორც მედია წერს, შუალედური არჩევნების შედეგი „რესპუბლიკელებისთვის“ იმედგამაცრუებელი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია