პოლიტიკა

ყველა სიახლე

Balenciaga-ს ახალი კამპანიის გამო, 2022 წლის BoF VOICES-ზე დემნას Global VOICES-ის ჯილდო აღარ გადაეცემა

Balenciaga-ს სადღესასწაულო კამპანიამ, რომლის გამოც ბრენდი ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს, საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ დემნას Global VOICES-ის ჯილდო აღარ გადაეცემა. 2022 წლის BoF VOICES-ზე დემნასთვის მოდისა და საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენის გამო ჯილდო უნდა გადაეცათ, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოცემამ ახალი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ დემნა ჯილდოს ვეღარ …

ნახვა »

Netflix-მა პოპულარული სერიალის, Emily in Paris-ის, მე-3 სეზონის ახალი, სრული ტრეილერი გაავრცელა

 Netflix-მა პოპულარული სერიალის, Emily in Paris-ის, მე-3 სეზონის ახალი, სრული ტრეილერი გაავრცელა. როგორც ჩანს, პარიზი, მოდა და სასიყვარულო სამკუთხედი ისევ ემილის ცხოვრების ნაწილია. ტრეილერი გვიჩვენებს, რომ  ემილის ამ ეტაპზე გაცილებით  რთული არჩევანის გაკეთება უწევს პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში. სეზონის მთავარი თემა ერთ პატარა კითხვაში ჩანს, რომელსაც ემილი ფრანგული ენის კლასში …

ნახვა »

“საარჩევნო კვლევა მომავალი რეფორმისთვის” – რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის პრეზენტაცია

„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (Friedrich Naumann Foundation for Freedom) მხარდაჭერით, ა(ა)ი.პ „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა“ პროექტის ფარგლებში ’’საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისთვის“ განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, გამოიკითხა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების  ელექტრონულ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებით. კვლევით შესწავლილ იქნა არჩევნების პროცესში საარჩევნო უბნებზე არსებული მდგომარეობა და კენჭისყრის დღის …

ნახვა »

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზად არის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბროს, თუ ის დაინტერესებულია უკრაინაში ომის დასრულებით

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადა,  მზად არის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბროს, თუ ის დაინტერესებულია უკრაინაში ომის დასრულებით. როგორც მან აღნიშნა, პუტინთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებთან კონსულტაციით გამართავს. „ბატონ პუტინთან დაკავშირების გეგმა არ მაქვს, მაგრამ მზად ვარ ბატონ პუტინთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულების გზის გამოძებნით. მას …

ნახვა »

უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ოთხ სამეთაურო პუნქტს და პერსონალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს

 როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ოთხ სამეთაურო პუნქტს და პერსონალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს. „გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 19 დარტყმა მიაყენა პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, ასევე სამი დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე“,- აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, …

ნახვა »

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბეს

 რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონის თემებს მძიმე არტილერიიდან დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მან აღნიშნა, ოკუპანტებმა 40-მდე ჭურვი ისროლეს. „რუსები მოსვენებას არ აძლევენ ნიკოპოლს. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე არტილერიით ურტყამდნენ რაიონს“, – განაცხადა რეზნიჩენკომ.

ნახვა »

სტოლტენბერგი: ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ჩვენ უკან არ დავიხევთ

ნატო არ არის უკრაინის კონფლიქტის მხარე. ჩვენ არ გვყავს ჯარები უკრაინაში. ნატო მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვის უფლებას, რაც გაეროს წესდებითაა გათვალისწინებული. ნატო მხარს უჭერს უკრაინის იარაღით მომარაგებას, რათა ტერიტორიის დაცვა შეძლოს. რა თქმა უნდა, ეს მოიცავს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და უამრავი სხვა იარაღის უკრაინისთვის გადაცემას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა …

ნახვა »

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებისთვის

 როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის, ანუ უკრაინაში 1932-33 წლების შიმშილობის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის. “გერმანიამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის წევრებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი  ტვიტერზე.  ცნობისთვის, ბუნდესტაგმა 30 ნოემბერს დაუჭირა მხარი შესაბამის რეზოლუციას, რომლის …

ნახვა »

გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გენოციდად აღიარებს ჰოლოდომორს უკრაინაში

 გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გენოციდად აღიარებს ჰოლოდომორს უკრაინაში.  გერმანელი დეპუტატების განაცხადებით, ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და დღევანდელი პოზიციიდან ცხადია მისი, როგორც გენოციდის ისტორიულ-პოლიტიკური კლასიფიკაცია. „შიმშილით მასობრივი სიკვდილი არ იყო მოსავლის არქონის შედეგი, ეს იყო იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობა. ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და დღევანდელი პოზიციიდან …

ნახვა »

ლეგენდარული ტილდა სუინტონი ახალი ფილმით გვიბრუნდება

ლეგენდარული ტილდა სუინტონი ახალი ფილმით გვიბრუნდება. მსახიობი მთავარ როლს ასრულებს ბრიტანელი რეჟისორის, ჯოანა ჰოგის, ახალ გოთიკურ ფილმში მარადიული შვილი (The Eternal Daughter). აღსანიშნავია, რომ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მარტინ სკორსეზეა, კინოსურათის პრემიერა კი უკვე შედგა ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც მან დიდი მოწონება დაიმსახურა. ცნობისთვის, მარადიული შვილი ხელოვანსა და მის ხანდაზმულ დედაზე მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთ ყოფილ …

ნახვა »

ავარიის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – სიღნაღის თაღი დაზიანდა

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – სიღნაღის თაღი დაზიანდა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია. “ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი …

ნახვა »

ვის ეზრდება დაფინანსება ახალი წლიდან – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ხარჯები 726 მილიონი ლარით იზრდება და ის 21.9 მილიარდ ლარს მიაღწევს. სამინისტროების მიხედვით, დაფინანსების ზრდა ბიუჯეტის მეორე წარდგენის პროექტთან და 2022 წელთან მიმართებით ასეთია: ● ჯანდაცვის სამინისტრო – 6,858 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 60 მლნ, ზრდა 2022-თან 620.9 მლნ …

ნახვა »

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 2 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანადრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის …

ნახვა »

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო …

ნახვა »

რუსმა სამხედროებმა დღეს ხერსონი კვლავ დაბომბეს, არის მსხვერპლი

 როგორც უკრაინული მედია ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით იუწყება, რუსმა სამხედროებმა დღეს ხერსონი კვლავ დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. „დილით ხერსონის ცენტრს „რაშისტები“ დაესხნენ თავს, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და სამედიცინო დაწესებულება, დაარტყეს გაზსადენსაც. მტრის დაბომბვის შედეგად ხერსონის მკვიდრი, 70 წლის ქალი საკუთარ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია