პოლიტიკა

ყველა სიახლე

პარლამენტში დღეს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

6 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. დავითაშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშით გამოვა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება. “მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების …

ნახვა »

თსუ-ის ბუღალტერმა უნივერსიტეტის ანგარიშიდან ახლობელს 165 000 გადაურიცხა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე დააკავეს. მათი ცნობით, ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 165 000 ლარი. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი – გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს საჭმელი მიუტანეს, თუმცა მიღებაზე უარი თქვა – თუ კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას, დაიღუპება

გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იღებს საკვებს. მას საჭმელი მიუტანეს, თუმცა უარი თქვა მიღებაზე. მედიკოსების ჯგუფები და ექიმები ღრმად შეშფოთდებიან, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ განაცხადა. “ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ და ველოდებით ექიმი კობისთვის თანხმობას. სამედიცინო ექსპერტები მოთმინებით იცდიან …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე – გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე – თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ელჩის პათოსს

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით – თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი დარჩება შთაბეჭდილება რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩის პათოსს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დეოლიგარქიზაციასთან …

ნახვა »

რომან გოცირიძე – ივანიშვილს თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ სამწუხაროდ, ის მატარებლის მძღოლია, რომელიც მყარ ლიანდაგზე დგას, ერთადერთი შეუძლია გააჩეროს ხაშურში

ივანიშვილს საკუთარი თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ სამწუხაროდ, ის არის მატარებლის მძღოლი, რომელიც მყარ ლიანდაგზე დგას და შეუძლია მხოლოდ დაამუხრუჭოს, ამაზე ივანიშვილი პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. მისი თქმით, 9 დეპუტატი, რომელსაც ხელისუფლება არ ემიჯნება, მეტიც, ამბობს, რომ სხვაობა მათთან შინაარსობრივ …

ნახვა »

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. 2-წლიანი სასამართლო განხილვების პარალელურად, ბასილაშვილი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა. “როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ბასილაშვილმა. დღეს პირველი სხდომა იქნება, რომელსაც სხდომათა …

ნახვა »

კელი დეგნანი დეოლიგარქიზაციის კანონზე – არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის სასარგებლოა უბრალოდ სხვისგან გადმოღება, თქვენი ქვეყნის სიტუაციის სპეციფიკაზე მორგების გარეშე

ნებისმიერ ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის საკითხი არის ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ვინმეს არასათანადო გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ან ეკონომიკურ პროცესებში, იმის, ვინც ცდილობს გავლენა მოახდინოს მთავრობისა და საზოგადოების მუშაობაზე ზედმეტი ფულის ან გავლენის მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „ეს არის საკითხი, რომელსაც ბევრი ქვეყანა ებრძვის, მათ შორის ჩემიც. …

ნახვა »

ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩემპიონთა ლიგაზე“ პირველი გოლი გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლი“, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ამსტერდამში სტუმრად „აიაქსს“დაუპირისპირდა. ნეაპოლის კლუბის ქართველმა ლეგიონერმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მეტოქის კარი კი 63-ე წუთზე აიღო. კვარაცხელიას ანგარიშზე ასევე საგოლე პასია, „ნაპოლიმ“ კი შეხვედრა ანგარიშით 6-1 მოიგო და 9 ქულით A …

ნახვა »

გელათის სამონასტრო კომპლექსს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და კულტურული ფასეულობების დაცვის საერთაშორისო ცენტრის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტრომ …

ნახვა »

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა

2022 წლის 5-7 ოქტომბერს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. შესაბამისი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტის დროს ჯენკინსი ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს. ამასთან, …

ნახვა »

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენი ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა, რომლის ღირებულება 625 მილიონ დოლარს შეადგენს. მასში დამატებითი იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მათ შორის „​ჰაიმარსის“ სისტემები შედის. თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც მონაწილეობდა. საუბრის …

ნახვა »

რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა. რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ხელი მოეწერა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის შეყვანის გადაწყვეტილებას. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და რეგიონების სეპარატისტმა ლიდერებმა ამ ე.წ. შეთანხმებას 30 სექტემბერს კრემლში მოაწერეს ხელი. 2 ოქტომბერს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ისინი ძირითადი კანონის შესაბამისად ცნო. …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას თურქული გამოცემა „საბაჰი“ავრცელებს. თურქული მედიის ცნობით, ჩეხეთის დედაქალაქში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატორი სომხეთის პრემიერ-მინისტრია. 6-7 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომლის ინიციატორი საფრნგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია.

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – დეოლიგარქიზაციის კანონის გარშემო კონსენსუსი თუ არ იქნება, კანონს არ მივიღებთ, ევროკავშირის ყოფილ ელჩსაც ნათქვამი აქვს, რომ ეს კანონი არ არის საჭირო

კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ, ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციის ნაწილის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ოპოზიცია …

ნახვა »

„პოსტივი“ ვიქტორ ჯაფარიძის მიერ წილების ყიდვაზე განცხადებას ავრცელებს – გადავწყვიტეთ, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი მოძრაობა „ხალხის ძალას“, არხი დღეიდან ხდება მოძრაობის მედიაპლატფორმა

ტელეკომპანია „პოსტივი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პოსტივის“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დაუჭიროს მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მათივე განმარტებით, არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. განცხადების თანახმად, არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც სრული იდეოლოგიური თანხვედრა აქვთ. „ძვირფასო მეგობრებო, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია