პოლიტიკა

ყველა სიახლე

„სამართლიანი არჩევნები“ პარლამენტს მოუწოდებს, შეასრულოს კანონის მოთხოვნები და დროულად შეავსოს ცესკო-ში არსებული ვაკანსიები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეასრულოს კანონის მოთხოვნები და დროულად შეავსოს ცესკოში არსებული ვაკანსიები. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 5 აგვისტოდან მოყოლებული, დადგენილი 2 კვირიანი ვადა, რომელიც პარლამენტს ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის დასანიშნად უნდა გამოეყენებინა, გასულია. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის უფლებამოსილების …

ნახვა »

კახა კალაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს, ალბათ თვითონვე დალაგდებიან

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს, ალბათ თვითონვე დალაგდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „გამიჭირდება მათ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი, თუ რა დინებები აქვთ, თუმცა ცხადია, რომ სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება. იქ ნიკა მელიას უპირისპირდებიან, იქ ვიღაც კეზერაშვილს უპირისპირდება. ეს ცხადია, …

ნახვა »

რაქვიაშვილი – დიდი ხანია, ცნობილია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია, ნიკა მელიას გადადგომა ალბათ სწორი ნაბიჯი იქნება, მისი ქცევა ამხელა პარტიის მიზნებს არ შეესაბამება

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, დიდი ხანია, ცნობილია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია. მისივე განმარტებით, შესაძლოა, კრიზისი უფრო კულუარული იყო, მაგრამ გასაგები იყო ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებისთვის. „ბევრი კრიტიკა ისმოდა და ცხადია, ეს ყველაფერი მელიას პასუხისმგებლობა იყო. როცა პარტიის თავმჯდომარე ხარ, რაც არ უნდა ხდებოდეს, შენ ხარ პასუხისმგებელი. ერთ-ერთი …

ნახვა »

გიორგი მუმლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვს

მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე მოითხოვს, გასაჯაროვდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოკადრები. მუმლაძის თქმით, კადრების გასაჯაროების შემდეგ გამოჩნდება, ვინ არის პროვოკატორი და ვინ მოძალადე. „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ განცხადებაში ბევრი სიცრუეა. მე ვამბობ პირდაპირ, რომ არაფერი მაქვს დასამალი და გაასაჯაროონ კადრები, რომლებიც, ბუნებრივია, გადაღებული იქნება, რადგან ვიდეოკამერები არის ოფისში. დადასტურდება, …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობა“ – მელიას კაბინეტში შეიჭრა მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს. „რამდენიმე კვირის წინ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საზოგადოებას წარუდგინა ოლიგარქ ივანიშვილის დამარცხების კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. ამ მიზნით, …

ნახვა »

კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულშია

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მოულოდნელად ერთა ლიგის მე-5 ტურის არცერთ სიმბოლურ ნაკრებში არ დაასახელეს, საერთაშორისო ანალიტიკურმა ინტერნეტ-პორტალის, „სოფასქორის“ რეიტინგით ტურნრიის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულშია. ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის გადამწყტვეტ შეხვედრაში ჩრდილოთ მაკედონაისთან პირდაპირი გავლენა მოახდინა პირველი გოლის გატანაზე, მეორე კი ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი გადაცემით გაიტანა. მაგრამ კვარაცხელიას კარგი თამაში ნაწილობრივ მაინც დააფასეს და 21 წლის ქართველი შემტევი ტურნირის ოთხივე დივიზიონში ჩატარებული 5 ტურის …

ნახვა »

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება დაგმეს

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ე.წ. რეფერენდუმები, რათა შექმნას ყალბი საბაბი უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსის შესაცვლელად, რომელიც მიმდინარე რუსული აგრესიის სუბიექტია. „ეს ქმედებები აშკარად არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს. ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კანონის …

ნახვა »

პრემიერი – ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და მათ, ვინც ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნდით, ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში გილოცავთ ახალ წელს – როშ ჰაშანას

ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და მათ, ვინც ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნდით, ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში გულითადად გილოცავთ ახალ წელს – როშ ჰაშანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქგვერდზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ორივე ხალხი ამაყობს. „ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური …

ნახვა »

„თბილისი მარათონი“ 10 წლისაა – შემოსული თანხა კვლავ ქველმოქმედებას მოხმარდება

საქართველოს დედაქალაქმა „თბილისი მარათონს“ უმასპინძლა, რომელსაც ათწლიანი ისტორია აქვს. შეჯირება სამ კატეგორიაში გაიმართა: 10-კილომეტრიან დისტანციაზე, ნახევარმარათონში და ბავშვებში (მასტერკლასი). „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ პირველად ორგანიზებული ნახევარმარათონი, რომლის ტრადიციული პარტნიორი თბილისის მერიაა, ყოველწლიურ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებად ჩამოყალიბდა, სადაც ათასობით ადამიანს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ქველმოქმედება აერთიანებს. ამ დროის განმავლობაში „თბილისი მარათონს“ შემოუერთდა 15 …

ნახვა »

„როიტერი“ – სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. როგორც სააგენტო წერს, ჩრდილოეთ კორეამ თავის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა სამხრეთ კორეის დედაქალაქში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჩასვლის და სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ჯარების დაგეგმილი სამხედრო წვრთნების წინ, რომელშიც აშშ-ის ავიამზიდი იღებს მონაწილეობას. „როიტერის“ ცნობით, სამხრეთ …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსი ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც ჩაბარდებიან, სამ პირობას დებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ, ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინა რუსებს სამ რამეს ჰპირდება. „ჯობს, არ აიღო გაწვევის წერილი, ვიდრე მოკვდე უცხო მიწაზე, როგორც ომის დამნაშავე, ჯობს კრიმინალურ მობილიზაციას გაექცე, ვიდრე დასახიჩრდე და მერე, აგრესიულ ომში მონაწილეობისთვის, პასუხისმგებლობა აიღო სასამართლოში. სჯობს, ჩაბარდეთ, ვიდრე ჩვენი იარაღით მოკვდეთ. უკრაინა სამი რამის გარანტიას აძლევს თითოეულ რუს …

ნახვა »

მარტვილში ჭყონდიდობას აღნიშნავენ

დღეს ჭყონდიდობაა. დავით აღმაშენებლის და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება. დილიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან, მარტვილის მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი შეამკო. მთელი დღის განმავლობაში, განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირებულ თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული …

ნახვა »

ირანის ელჩს უკრაინაში აკრედიტაცია ჩამოართვეს

უკრაინამ ირანის ელჩის აკრედიტაცია გააუქმა და ირანის საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდებაზე პასუხია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა უკრაინაში ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც განუცხადეს, რომ ირანული იარაღის მიწოდება რუსეთისთვის ეწინააღმდეგება ირანის ხელმძღვანელობის საჯარო პოზიციას ნეიტრალიტეტის, უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის პატივისცემის შესახებ. …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების …

ნახვა »

როჯერ ფედერერი გულშემატკივრებს ემოციური სიტყვითა და ცრემლებით დაემშვიდობა

ლეივერის თასზე კარიერაში ბოლო მატჩის ჩატარების შემდეგ, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა გულშემატკივრებს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა, რომლის დროსაც მან და რაფაელ ნადალმა ცრემლები ვერ შეიკავეს. „ეს შესანიშნავი დღეა. ვუთხარი ბიჭებს, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ და არ ვარ მოწყენილი. ისევ სიამოვნებით შევიკარი თასმები ჩემს სპორტულ ფეხსაცმელზე. ყველაფერი ბოლოჯერ ხდებოდა. რადგან გვერდით …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია