პოლიტიკა

ყველა სიახლე

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს“, – განუცხადა ალექსანდრე …

ნახვა »

შსს-მ მოქალაქეებს ლარსთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა, ალტერნატივად გველეთი შესთავაზა

პარტია დროასა და მოქალაქეებს ლარსის გამშვებ პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს და ალტერნატივად სოფელი გველეთი შესთავაზეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის მიზეზად “საგზაო მოძრაობის კოლაფსის” თავიდან არიდება დაასახელა. აქციის მონაწილეები ახლა სოფელ გველეთში გვირაბთან იმყოფებიან, რომელიც ლარსს უკავშირდება. მათ თან აქვთ ბანერები, რომლებზეც რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებია ასახული. “მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის …

ნახვა »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა და რომ „რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების აშშ-ის მოქალაქეობა შეიძლება არ აღიაროს, ხელი შეუშალოს მათ მიერ რუსეთის დატოვებას და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში გაიწვიოს“. „თუ გსურთ …

ნახვა »

რუსეთის მოქალაქეების შემოსვლისას დაწესდეს საოკუპაციო შენატანი – ენმ-ის ინიციატივა

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, პარტიის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, მათი ინიციატივა გულისხმობს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს საოკუპაციო შენატანი 1 000 ლარის ოდენობით. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ერთი მხრივ, ეს იქნება საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების აღიარება, რომ რუსეთი ოკუპანტია და …

ნახვა »

ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს. უწების ცნობით, დოკუმენტი აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობას და რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე აკეთებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ანგარიში, ასევე, მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს. გარდა ამისა, ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად …

ნახვა »

კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ გვირაბის გაგანიერებასა და მოწესრიგებაზე ექსპერტების ჩართვა დაავალა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერსა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს დაავალა, თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის მართვაზე დაიწყონ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრობლემა იქმნება მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“, სადაც მეტროს ორი ხაზი ერთმანეთს უკავშირდება. „იმ 70-მეტრიან გვირაბში ადამიანების გადაადგილება წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით ხდება პიკის საათებში, …

ნახვა »

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, 5.3 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 18:08 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

ნახვა »

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 …

ნახვა »

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და …

ნახვა »

გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნეს და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია გვირგვინით შეამკეს. „27 სექტემბერი …

ნახვა »

“თბილისობა 2022”-ის პროგრამა ცნობილია – ღონისძიებები 1-2 ოქტომბერსაა დაგეგმილი

“თბილისობა 22”-ის პროგრამა ცნობილია. ღონისძიებები 1-2 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ცნობილია, რომ თბილისის მერია 2022 წლის თბილისობის ღონისძიებებზე გამარტივებული წესით 3 მილიონ ლარს დახარჯავს.დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, „თბილისობა 2022“ 1 და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება.კერძოდ, დაგეგმილია:რიყის პარკი1-ელი და 2 ოქტომბერი11:00 – 22:00 საათი• ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, …

ნახვა »

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პეტრე ცისკარიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებულ პოლიტიკურ აქტივობებს ეწინააღმდეგებოდა, აქციების გამართვას ხელს არ უწყობდა არც ლევან ხაბეიშვილი

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი ხელს უშლიდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური აქტივობის დაგეგმვას. ნანუკა ჟორჟოლიანი ამავე კონტექსტში საუბრობს ლევან ხაბეიშვილზეც. ჟორჟოლიანი ყვება, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში გადაწყვიტეს, საპროტესტო აქციით მოეთხოვათ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანა. ჟორჟოლიანის განმარტებით, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა პარტიის მხრიდან უნდა გაკეთებულიყო, რაც გულისხმობდა სცენის …

ნახვა »

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რიანა 2023 წლის ამერიკულ Super Bowl-ზე იმღერებს

სულ მალე ამერიკული Super Bowl-ისა და რიანას ფანებს დიდი სიურპრიზი ელით — ცნობილი გახდა, რომ 34 წლის პოპვარსკვლავი და ენტერპრენერი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენას კვლავ უბრუნდება და არც მეტი, არც ნაკლები, 2023 წელს Super Bowl-ის ნახევარფინალის შოუში იმღერებს. ინფორმაცია რიანამ ინსტაგრამზე გაავრცელა — ფოტოში მას ხელში ამერიკული ფეხბურთის ბურთი უჭირავს. …

ნახვა »

იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 ბავშვია

იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 ბავშვია. დაშავდა 21 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი. ამის შესახებ TASS-ს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურმა განუცხადა.  უდმურტიის შსს-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელის ცხედარი იპოვეს, მან თავი მოიკლა. “პოლიციელებმა იპოვეს მამაკაცის ცხედარი, რომელმაც ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.”– აცხადებენ პრესსამსახურში. თავდამსხმმელის …

ნახვა »

მედიის ცნობით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ყაზახეთში გადავიდნენ, კინოთეატრში ათევენ ღამეს

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ყაზახეთში გადავიდნენ, კინოთეატრში ათევენ ღამეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან წასული რუსებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი ყაზახეთია. ამასთან, ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე დასავლეთ ყაზახეთში რუსეთის დაახლოებით 9 ათასი მოქალაქე ჩავიდა. საზღვარზე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია