პოლიტიკა

ყველა სიახლე

ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული ქვეყანა შვედეთი გახდა – Loreen სიმღერით Tattoo

დიდ ბრიტანეთში, ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული ქვეყანა შვედეთი გახდა – Loreen სიმღერით Tattoo. სიმღერამ ჯამში 583 ქულა მიიღო. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება. Loreen ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული მეორედ გახდა. მან პირველი გამარჯვება ევროვიზიაზე 2012 წელს მოიპოვა. საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა ბელგიას ერგო, რომელიც …

ნახვა »

ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის რუსული პარტია პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის – ლევან ხაბეიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რუსეთიდან ფრენების აღდგენას ეხმაურება. „პუტინს ეს ფრენები სჭირდება სანქცირებული შავი ფულის – „ქეშის“, სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ, გადასატანად. მოსკოვი – თბილისი ავტომობილით რამდენიმე დღე და ხიფათია… რომ არ იწვალონ, ასე პირდაპირ შემოიტანენ ნებისმიერ ვალუტას, ოქროს და აქ დაფუძნებული …

ნახვა »

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ უკრაინული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. მათივე ინფორმაციით, ინციდენტი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კმ-ში, ქალაქ კლინცისთან მოხდა. არსებობს ვერსია, რომ შვეულმფრენი რაკეტით ააფეთქეს. პილოტები დაიღუპნენ. რამდენიმე დღის წინ რუსული ვერტმფრენი ყირიმშიც ჩამოვარდა. შვეულმფრენის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დიდია ალბათობა, რომ ის ვერტმფრენიც უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს.

ნახვა »

სანდრო ბაზაძემ მადრიდის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ესპანეთში, მადრიდში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე ბაზაძე იტალიელ რიკარდო ნუჩიოს დაუპირისპირდა და 15:6 დაამარცხა. სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ლიდერი გახლავთ. ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ მეთერთმეტედ შეძლო პოდიუმზე ასვლა.

ნახვა »

გრიგოლ გეგელია – მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან

ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ მოვუწოდა ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან. როგორც განმარტა, ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით რამდენიმე საგანგაშო გზავნილს შეიცავს საქართველოსთვის. გეგელიამ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, მკაცრად უზრუნველყონ სანქციების დაცულობა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სანქცირებული რუსული პროდუქციის შესყიდვა და საქართველოს გეოპოლიტიკური …

ნახვა »

ნათია მეზვრიშვილი – არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს. „ვფიქრობ, ორივე მხარემ, ვგულისხმობ როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა დაასრულონ ამ საკითხთან …

ნახვა »

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. ამას გარდა, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. ამას გარდა, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, დაიწყო მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს წარმოჩენას ისეთ …

ნახვა »

ბიონსეს მსოფლიო ტურნე Renaissance გრანდიოზულად დაიწყო

ბიონსეს მსოფლიო ტურნე, Renaissance გრანდიოზულად დაიწყო. პირველი კონცერტი სტოკჰოლმში გაიმართა. 41 წლის ბიონსემ სცენაზე საოცარი პერფორმანსი შესთავაზა აუდიტორიას და სხვადასხვა დიზაინერების შექმნილი სამოსი მოირგო. მუსიკალური ტურნეს ფარგლებში სულ 43 კონცერტია დაგეგმილი. ევროპაში მომღერალი 12 კონცერტს ჩაატარებს, ხოლო დანარჩენი შოუები აშშ-ში შედგება. „ფორბსის“ ცნობით, ბიონსე Renaissance-ით 2,2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. ბიონსე 7 …

ნახვა »

ბოლო 3-4 წელია პირად ცხოვრებაში თუ კარიერულ დონეზე ურთულესი პერიოდი მაქვს – ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ საკუთარ გულშემატკივრებს მიმართა და საკუთარი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. „ბოლო 3-4 წელია პირად ცხოვრებაში თუ  კარიერულ დონეზე ურთულესი პერიოდი მაქვს. მაწუხებს იდაყვი ტრავმა, რომლის გამოც მთელი ეს პერიოდი ტკივილის ფონზე ვთამაშობდი და საკუთარი შესაძლებლობების 50%-ს ვავლენ, ვკარგავ თავდაჯერებასა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას. …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ განხორციელდება ფრენები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავაც ადასტურებს, რომ საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას გააგრძელებს და ამბობს, რომ საქართველოს პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მ და ევროკავშირმა ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინონ. ჩვენი პოზიცია ცალსახაა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, განხორციელდება მხოლოდ არასანქცირებული კომპანიებით და თვითმფრინავებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ვაჭრობა, …

ნახვა »

კელი დეგნანი – არავის სჯერა იმისა, რომ პუტინი ზრუნავს ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაზე და განაცხადა, რომ რთულად დასაჯერებელია ვლადიმერ პუტინის განზრახვა ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე ზრუნვა იყოს. “აშშ ვერ იტყვის, ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. კითხვა ჩნდება რატომ გადაწყვიტა პუტინმა საქართველოსთვის ეს ახლა გაეკეთებინა. …

ნახვა »

ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას, რათა მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები – სერგეი გავრილოვი

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება თბილისს სარგებელს მოუტანს. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე ქვეყნის ხელმძღვანელობის უარის შედეგი – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გამოცემა Life.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „ათასობით ქართველს ეს სურდა, რადგან ეს ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტებისა და ახალგაზრდების გაცვლის პროცესის გაფართოებას, ვაჭრობის …

ნახვა »

საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სანქცირებული თვითმფრინავები ვერ იფრენენ. ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეიდან, საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა. შეზღუდვა მოქმედებდა 2019 წლის ზაფხულიდან, რასაც წინ რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები უძღოდა. “საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება. რაც …

ნახვა »

მორიგი რუსული პროვოკაცია! – სალომე ზურაბიშვილი პუტინის გადაწყვეტილებას პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ტვიტერზე გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის დაწესებას მორიგ პროვოკაციად აფასებს. ის ტვიტერზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. “მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!” – განაცხადა ზურაბიშვილმა …

ნახვა »

რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს და პირდაპირ ფრენებს ნიშნავს თბილისის მიმართულებით

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში შვიდ პირდაპირ რეისს განახორციელებენ, ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციიღ ფრენები შიდა წარმოების თვითმფრინავებით განხორციელდება. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოხსნას აკრძალვა რუსული ავიახაზების ფრენებსა და ტურების …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია