პოლიტიკა

ყველა სიახლე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას „ენერგოატომი“ და საერთაშორისო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. ეს რაფაელ გროსის მეორე ვიზიტია სადგურზე მას შემდეგ, რაც ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ევროპის უმსხვილეს ბირთვულ ელექტროსადგურზე არსებულ სიტუაციას შეისწავლის. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან ზაპოროჟიეს …

ნახვა »

დღეს საქართველოს შვედეთის პრინცესა ვიქტორია ეწვევა

დღეს საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა, ვიქტორია ეწვევა. საქართველოში შვედეთის საელჩოს ცნობით, პრინცესას საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უმასპინძლებს. „შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე მისიების გაძლიერება. საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას, ასევე სურს ხაზი გაუსვას …

ნახვა »

რესპუბლიკურის ექიმები დირექტორის გათავისუფლებას და ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ექიმები ღარიბაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ კლინიკასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრთან სწორი ინფორმაცია არ მოდის.  გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, გათავისუფლდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკის რეაბილიტაცია მოხდეს თანამშრომლების სრული და უპირობო შენარჩუნებით. “17 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტელეეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. …

ნახვა »

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა გუნდის წევრი ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 81 კგ. წონით კატეგორიაში ლევან ოჩიგავამ ატაცში ჯერ – 137, შემდეგ კი 143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 172, 176 და 179 კგ. დააფიქსირა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ლევან ოჩიგავამ ჩემპიონობა ორჭიდის ჯამშიც იზეიმა – მისი შედეგი 322 კგ-ია.

ნახვა »

თურქეთში სამი ოპოზიციური პარტია რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს

თურქეთში ოპოზიციური პარტიები რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ მოთხოვნით სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს თურქეთის უმაღლეს საარჩევნო კომისიას. როგორც ისინი აცხადებენ, ერდოღანი უკვე იყო ორჯერ არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად და მესამედ კენჭისყრის უფლება არ აქვს. ოპოზიციონერების თქმით, ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია

მე მსურს სი ძინპინთან საუბარი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი უკრაინაში მიიწვია. „ჩვენ მზად ვართ, ის აქ ვიხილოთ. მე მსურს მასთან საუბარი. მე მქონდა მასთან კონტაქტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, მაგრამ ამ წლის განმავლობაში აღარ მქონია კონტაქტი“, – განაცხადა ზელენსკიმ. ერთი თვის წინ, …

ნახვა »

უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნით, კიევ-პეჩერის ლავრა ბერებმა დღეს უნდა დატოვონ

კიევ-პეჩერის ლავრაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ასობით მორწმუნე შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს. შეკრება უკავშირდება უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, ლავრა ბერებმა დღეს უნდა დატოვონ. უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილ ულტიმატუმს ვადა ეწურება. 30 მარტიდან ლავრაში ქონების კომისიამ უნდა დაიწყოს მუშაობა. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი …

ნახვა »

ნორვეგიის ნაკრებთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დღეს ბათუმში, ევროპის 2024 წლის შესარჩევ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგნელობა: საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე, კაშია (კაპ), კვირკველია, ტაბიძე, აზაროვი – კვეკვესკირი, აბურჯანია –  დავითაშვილი, კვარაცხელია – მიქაუტაძე. სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი – ზივზივაძე, ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე, სიგუა, გაგნიძე, გოჩოლეიშვილი, ბერიძე, ვოლკოვი, საზონოვი, დვალი მწვრთნელი: ვილი სანილი (საფრანგეთი) …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში ჯილდოს გადაცემა ქართველი ხალხისადმი უკიდურესი ცინიზმია. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც „სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო“. „ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო. ეს ძალიან სერიოზული განსხვავებაა. უკიდურესი ცინიზმია, რომ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების დაცვის …

ნახვა »

29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება

29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში …

ნახვა »

თბილისში 2 აპრილს, 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

“უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ” – 2 აპრილს, 18:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია უკვე ღიად არის ჩართული ქალთა დემორალიზების, დეჰუმანიზების, დამცირების და გაჩუმების ხელშეწყობაში. “სექსუალური და ფსიქოლოგიური შევიწროების წინააღმდეგ ამხედრებულ ქალებს ღირსების შემლახავ პროპაგანდას უპირისპირებენ და …

ნახვა »

საფრანგეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება

საფრანგეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება. მედიის ცნობით, ამჯერად, უმსხვილესი პროფკავშირების მოწოდების საფუძველზე ქუჩაში გამოვიდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მასწავლებლები და რკინიგზის თანამშრომლები. მოქალაქეები მოითხოვენ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დამტკიცებული კანონის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე იზრდება. როგორც მედია წერს, რენსა და ლილში ადგილობრივებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს …

ნახვა »

დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის ოსკარით დააჯილდოვეს

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის „ოსკარით“ დააჯილდოვა. ჯილდო ქართველმა მორაგბემ „ჟერლანის“ სტადიონზე გამართულ ცერემონიალზე მიიღო. ნინიაშვილი გახდა მეორე ქართველი მორაგბე, რომელსაც აღნიშნული ინდივიდუალური ტიტული გადასცეს. 2013 წელს გამოცემამ „ოსკარი“ ქართული რაგბის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს მიანიჭა. საქართველოს ნაკრების …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის …

ნახვა »

გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის

მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის. ადამიანი მოწამლულია, თუ ასე არ არის, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი თვითმკვლელია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ექიმების ახალი კონსილიუმის შექმნაზე იმიტომ თქვა უარი, რომ ერთ-ერთ ექიმად ის ადამიანი დაუსახელეს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია