პოლიტიკა

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე – დღევანდელი აქცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღევანდელ აქციაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ევროპელი პარტნიორების მოწოდებას პირველივე წუთიდან არღვევს. „პრაქტიკულად შეიძლება იდენტური ფრაზებით არ არის, მაგრამ დათქმები და ევროკომისიის რეკომენდაციები სამივე ქვეყნის მიმართ  არის იდენტური. ერთადერთი განმასხვავებელია მხოლოდ პირველი პუნქტი და ეს რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, პირველ პუნქტად …

ნახვა »

გაი რიჩი „ჰერკულესის“ კინოვერსიას გადაიღებს

რეჟისორი გაი რიჩი Disney-ს მულტფილმის, „ჰერკულესის“ კინოვერსიას გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, პროდაქშენ-კომპანია AGBO Джо და ენტონი რუსო იმუშავებენ. სურათის სცენარის შავი ვერსია დეივ კალაჰემმა დაწერა, თუმცა პროდიუსერები ახალ სცენარისტებს ეძებენ, რომლებიც პროექტს ბოლომდე მიიყვანენ. Disney-მ „ჰერკულესი“ 1997 წელს გამოუშვა. მულტფილმის სიუჟეტი ბერძნულ მითზეა აწყობილი, რომელიც ცნობილი გმირის, ჰერკულესის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

ნახვა »

BBC – რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა

რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, მაისში რუსეთის ფედერაციიდან ჩინეთისთვის მიწოდებული ნავთობის მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 8,42 მილიონი ტონა შეადგინა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, 55%-ით მეტია. ჩინეთი ევროკავშირის შემდეგ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. როგორც მედია წერს, ივნისის დასაწყისში ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა …

ნახვა »

უკრაინაში მიიღეს კანონი, რომელიც მედიასა და საზოგადოებრივ ადგილებში რუსულ მუსიკას კრძალავს

უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის შესრულებას საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე მათ ტრანსლირებას მედიასა და ტრანსპორტში. კანონი კრძალავს მუსიკალური ნაწარმოებების, მათ შორის მუსიკალური კლიპების საჯარო შესრულებას და მაუწყებლობას იმ არტისტების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა 1991 წლის შემდეგ. ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში ტელერადიოკომპანიებს სალიცენზიო მოსაკრებლის 10%-იანი …

ნახვა »

2022 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 37.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 37.5 პროცენტით გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 112.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 37.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 75.7 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა …

ნახვა »

გიგი უგულავა – დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება

”დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება – რადგან ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 2003-ის 23 ნოემბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივნისს, ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია. ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა” – ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. უგულავას თქმით, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანაში …

ნახვა »

კასს ლენდის “ბრილიანტის” ხიდი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში

წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე კომპანია KASS LAND-მა, მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობისთვის 120 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. დაშბაშის კანიონის ხეობის მოსანახულებლად მისულ ვიზიტორებს, წინ საოცარი თავგადასავალი და უნიკალური სანახაობა ელოდებათ. ულამაზესი ხედები, პანორამული გადასახედები, ჩანჩქერამდე მიმავალი ბილიკები, მოსასვენებელი კოტეჯები და რაც მთავარია, მსოფლიოში უნიკალური 240 მეტრიანი შუშის ხიდი, რომლის შუა …

ნახვა »

პრემიერი – როგორც კი საბჭო რეკომენდაციებს დაამტკიცებს, ჩვენ ბრიუსელთან მაშინვე დავიწყებთ მუშაობას

ქვეყნის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას დამტკიცებისთანავე დაიწყებს. „17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ასევე ევროკომისიამ თავის …

ნახვა »

გახარიას გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გეგმა შეიმუშავა

გიორგი გახარიას გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რეფორმების და გადასადგმელი ნაბიჯების კონკრეტული გეგმა შეიმუშავა. პარტია ”საქართველოსთვის” გეგმაზე მუშაობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს. გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, გეგმა პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და მასზე მუშაობა დღესვე ერთობლივად უნდა დაიწყოს. ”ეს არის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონსტიტუციური მოწყობის სისტემის …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – რეალურად, მოლდოვას და უკრაინას სტატუსს აძლევენ ავანსად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ  რეალურად, მოლდოვას და უკრაინას სტატუსს აძლევენ ავანსად. მისივე განმარტებით, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია, ასევე მოლდოვისთვის, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში „ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვა …

ნახვა »

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებს აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივნისს, ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, …

ნახვა »

“მამების თასი” თელავში

მამების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო მატჩი გაიმართა, რომელშიც ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მათმა შვილებმა მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი მოადგილესთან, ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად დაესწრო. მერმა მატჩის მონაწილე გუნდებს სიგელები და …

ნახვა »

ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი „უიმბლდონზე“ საქართველოს სახელით იასპარეზებს

29 წლის ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე „უიმბლდონის“ წყვილთა ტურნირზე საქართველოს დროშით ითამაშებს. ერთი თვის წინ ნათელა ძალამიძე „როლან გაროსზე“ რუსეთის სახელით ასპარეზობდა, სადაც ის კამილა რახიმოვასთან ერთად დუეტში გამოსვლისას პირველ წრეში დამარცხდა. ცნობისთვის, ნათელა ძალამიძე მოსკოვში არის დაბადებული. ამ დროისთვის ქართული წარმოშობის სპორტსმენი მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში 44-ე პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ …

ნახვა »

თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. 1995 წელს დაბადებული კ.მ. დაკავებულია ძალადობის ორგანიზების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო 1996 წელს დაბადებული გ.მ. და 2004 წელს დაბადებული შ.ჭ. განსაკუთრებით …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია